ბერი პაისი მთაწმინდელი - ციტატები, გამონათქვამები
ბერი პაისი მთაწმინდელი - ციტატები, გამონათქვამები ბერი პაისი მთაწმინდელი | გამონათქვამები
სათნო ადამიანი გულში ბოროტებას არ ინახავს, მაგრამ ასევე არ ინახავს იგი თავისთვის საკუთარ სიკეთესაც. ამიტომ არ გააჩნიათ მათ ლამაზი ნივთები და არც ამქვეყნიური სილამაზე აღელვებთ. ამ სახით წარმოაჩენენ ისინი მხურვალე ღვთის რწმენას და უ... იხილეთ სრულად
სიყვარული, როცა იგი გარეგან უპოვრობასთან არის შეზავებული, ხელს უწყობს შინაგანი უპოვრობის მიღწევას – ვნებებთან მიმართებაში. უპოვრობის ეს ორივე სახე კი ადამიანს ღვთიური სათნოებებით ამდიდრებს.
ის ადამიანები, რომლებიც ქრისტეს ემსახურებიან, მაგრამ ამპარტავნებით, თავიანთ სათნოებებს ისე აფუჭებენ, როგორც ერბო-კვერცხს, მასში მოხვედრილი სკორე: მაშინ ის მხოლოდ ტაფასთან ერთად გადასაგდებად თუ გამოდგება.
ყოველი ადამიანი იმ პატრონისაგან იღებს გასამრჯელოს, ვისაც ემსახურება. ვინც ქრისტესთვის მუშაობს, მისი საზღაური ასი წილი არის და ცხოვრება საუკუნო (მარკ. 10, 30), ხოლო ვინც შავ პატრონს ემსახურება, მისთვის მისივე პატრონი ცხოვრებას უკვე... იხილეთ სრულად
ვინც სხვას ჩაგრავს, ის სამუდამოდ თავის თავს ჩაგრავს, ხოლო ვინც სიხარულით დაითმენს შეურაცხყოფებს, სამუდამო მისაგებელს დაიმსახურებს, თანაც ნამეტნევით.
ისინი, რომლებიც აწყლულებენ და ჩაგრავენ მგრძნობიარე ადამიანებს, შინაგანად ადამიანები აღარ არიან.
ვინც თავის თავს მგრძნობიარეს უწოდებს და ამტკიცებს, რომ სიყვარული და დელიკატურობა გააჩნია და უსამართლობას ითმენს სხვა ადამიანთა მხრიდან, მაგრამ ამასთანავე ამბობს: "დაე, ღმერთმა მიუზღას", ის, თუმცა ამას ვერ ხვდება, მზაკვრისგან დაცინ... იხილეთ სრულად
მგრძნობიარე და მოშურნე ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ზედმიწევნით იმარხავენ, ჩვეულებრივ, უგრძნობელთა მხრიდან უსამართლობას განიცდიან, - თუმცა მათ სიყვარულის გამო ყოველთვის უთმობენ, - მაგრამ სამაგიეროდ მათთან შეუქცევად მყოფობს ღვთის... იხილეთ სრულად
ვინც საკუთარ სინდისს არ იკვლევს, სარგებელს ვერც სასულიერო საკითხავიდან და ვერც ბერ-მონაზვნების რჩევა-დარიგებიდან მიიღებს. მას არც საღვთო მცნებების დაცვა ძალუძს, რადგან უგრძნობელი ხდება.
სინდისი ღვთის პირველ კანონს წარმოადგენს, რომელიც მან პირველქმნილ ადამიანთა გულებში ღრმად გამოსახა და რომელსაც შემდგომში ყოველი ჩვენგანი დაბადებიდანვე, როგორც ქსეროასლს, მშობლებისაგან ვიღებთ. ისინი, ვინც საკუთარ სინდისს ყოველდღიური... იხილეთ სრულად