ამქვეყნიური ცხოვრება - ძვირფასი ნიჭია, რომელიც ღვთისგან გვაქვს მომადლებული. ჩვენ კი მას ხშირად უაზროდ და უდარდელად ვატარებთ. ვივიწყებთ რა ამქვეყნიური ცხოვრების ხანმოკლეობას, ხან წარსულზე ვდარდობთ, ხან კი მომავალს შევყურებთ დიდი იმ...
იხილეთ სრულად
ამქვეყნიური ცხოვრება - ძვირფასი ნიჭია, რომელიც ღვთისგან გვაქვს მომადლებული. ჩვენ კი მას ხშირად უაზროდ და უდარდელად ვატარებთ. ვივიწყებთ რა ამქვეყნიური ცხოვრების ხანმოკლეობას, ხან წარსულზე ვდარდობთ, ხან კი მომავალს შევყურებთ დიდი იმედით, მაშინ, როცა აწმყო, ე.ი. ჩვენი ცხოვრება, ამ უნაყოფო დარდსა და ოცნებებში გადის.
ჩვენ ხშირად სამყაროს აღვიქვამთ არა ისეთად, როგორიც ის სინამდვილეშია, არამედ როგორც მას ჩვენი გონება წარმოსახავს. ამიტომ მას ყველა სხვადასხვაგვარად, თავისებურად ხედავს;
დღეს კაცობრიობა გიგანტურ ნაბიჯებს დგამს ცივილიზაციის გზაზე. ჩვენ მოწმენი ვართ მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციისა, მაგრამ დავკარგეთ შინაგანი მშვიდობა, ანუ ის უსაჭიროესი პირობა, რომელიც მარად იყო და იქნება აუცილებელი ყოველი დროის ადამი...
იხილეთ სრულად
დღეს კაცობრიობა გიგანტურ ნაბიჯებს დგამს ცივილიზაციის გზაზე. ჩვენ მოწმენი ვართ მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციისა, მაგრამ დავკარგეთ შინაგანი მშვიდობა, ანუ ის უსაჭიროესი პირობა, რომელიც მარად იყო და იქნება აუცილებელი ყოველი დროის ადამიანისათვის. ხოლო როდესაც შინაგანი მშვიდობაა დაკარგული, მაშინ გარეგანი მშვიდობაც და მასთან ერთად სიხარულიც იკარგება.
იმისათვის, რომ ადამიანი სულიერ სიყვარულსა და სიხარულს მუდამ გრძნობდეს, აუცილებელია შინაგანი მშვიდობა, მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა საკუთარ თავთან.
ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღეს ჩვენ ყველანი ზეცის თანაზიარნი ვხდებით და ადამიანის გული ზემიწიერი სიხარულით ივსება. ამ სიხარულს ღვთიური საწყისი აქვს. ამიტომაცაა, რომ მას ადამიანი ვერ იტევს და სხვას უზიარებს.
ბრწყინვალეა და საიდუმლო დღე ქრისტეს აღღგომისა. დღეს კვლავ აღდგა ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი სასოება და სიყვარული. აღდგა ჩვენი რწმენა, რწმენა შემოქმედისა, რომელიც არ გვტოვებს, რწმენა სიკეთისა, რწმენა ადამიანისა, რწმენა ჩვენი ფერისცვალ...
იხილეთ სრულად
ბრწყინვალეა და საიდუმლო დღე ქრისტეს აღღგომისა. დღეს კვლავ აღდგა ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი სასოება და სიყვარული. აღდგა ჩვენი რწმენა, რწმენა შემოქმედისა, რომელიც არ გვტოვებს, რწმენა სიკეთისა, რწმენა ადამიანისა, რწმენა ჩვენი ფერისცვალებისა და აღდგომისა.
სულიერ ფასეულობას ვერავითარი მეცნიერება, ტექნიკა და სხვა რამ მატერიალური ვერ შეცვლის. დღეს ადამიანის წინაშე გლობალური პრობლემა დგას. შეძლებს თუ არა დაიმორჩილოს თავისი თავი და მის მიერ შექმნილი ტექნიკა. აღმოჩნდება თუ არა დაგროვილი ...
იხილეთ სრულად
სულიერ ფასეულობას ვერავითარი მეცნიერება, ტექნიკა და სხვა რამ მატერიალური ვერ შეცვლის. დღეს ადამიანის წინაშე გლობალური პრობლემა დგას. შეძლებს თუ არა დაიმორჩილოს თავისი თავი და მის მიერ შექმნილი ტექნიკა. აღმოჩნდება თუ არა დაგროვილი ტექნიკა ადამიანისათვის საბოლოოდ კეთილდღეობის მიმცემი. ამავე დროს უნდა ვაღიაროთ, რომ მეცნიერულად დასაბუთებულმა ტექნიკამ მოგვცა არნახული ძალაუფლება ბუნების ასათვისებლად და ეს ძალაუფლება უნდა იყოს გამოყენებული არა ადამიანის...
ქრისტიანობა თავისი არსით თეორია კი არ არის, არამედ სიცოცხლე, კავშირი ზეცასთან და რელიგიური გამოცდილება. ამ რელიგიას ვერ შეიცნობ მხოლოდ გარკვეული იდეების, დოგმატებისა და წესების შესწავლით.