ილია II - ციტატები, გამონათქვამები
ილია II - ციტატები, გამონათქვამები ილია II | გამონათქვამები, ციტატები
ქორწინება და შვილიერება ღვთით დადგენილი მისტერიაა. ესაა ახალი ცხოვრება. ქორწინების შემდეგ ადამიანი სრულებით იცვლება, უფრო მეტად ვითარდება მისი პიროვნება, ახლებურად შეიცნობს ცხოვრებას. თითქოსდა ხელახლა დაიბადა მშვენიერ სამყაროში.
ქორწინება და შვილიერება ღვთით დადგენილი მისტერიაა. ესაა ახალი ცხოვრება. ქორწინების შემდეგ ადამიანი სრულებით იცვლება, უფრო მეტად ვითარდება მისი პიროვნება, ახლებურად შეიცნობს ცხოვრებას. თითქოსდა ხელახლა დაიბადა მშვენიერ სამყაროში. ქ... იხილეთ სრულად
შესანიშნავია წმიდა ისიდორე პელუსოიტის სიტყვები: "თუმცა სიყვარული ღვთისადმი დიდად მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო ძვირფასია შეერთება სიყვარულით მოყვასისადმი. მაგრამ იმისათვის, რომ სხვა შეიყვარო, საჭიროა საკუთარი თავი, ეგოიზმი და სიამაყ... იხილეთ სრულად
ღვთის სიყვარულს, რომელშიც გაერთიანებულია ყოვლისმომცველი სიყვარული მამისა, თავშეწირული სიყვარული ძისა და განმანათლებელი სიყვარული სულისა წმიდისა, კაცობრიობა შვილის სიყვარულით უნდა პასუხობდეს. წმიდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბო... იხილეთ სრულად
როგორც ამბობს წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი: "სიყვარული ღვთისკენ აღმყვანელი გზაა". ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი კი ასე განგვიმარტავს: "ვისაც არ შეუძლია უყვარდეს ღმერთი, ის ვერ შეძლებს ირწმუნოს იგი".
განსხვავებული თვისება სიყვარულისა, - ამბობს ღირსი მამა ნილოს სინელი, - იმაშია, რომ იგი აერთიანებს ყველას, თვით სულის შინაგან წყობამდე, რის შედეგადაც ყოველი ადამიანი თავის ტანჯვას სხვას გადასცემს, ხოლო თვითონ სხვათა განსაცდელს იღებ... იხილეთ სრულად
სიყვარული აერთიანებს ადამიანს ადამიანთან და ღმერთთან. ასე იქმნება სამი - ღმერთი, შენ და მე. ადამიანები სიყვარულით ერთიანდებიან ერთ მთლიანობაში, ერთ ეკლესიად, ქრისტეს ერთ სხეულად.
ყველასი და ყველაფრის შემაკავშირებელი სიყვარულია, რომელიც პავლე მოციქულის სიტყვებით: სულ-გრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად... იხილეთ სრულად
ცდებიან ისინი, რომელთაც მტკიცებანი სჭირდებათ თავიანთი რწმენისათვის. რწმენა თავისუფალი არჩევანია. და იქ, სადაც თუნდაც დაფარული სურვილია სარწმუნოების მტკიცებისა - არ არის რწმენა. ამ შემთხვევაში ჩვენ რწმენისათვის ადგილს აღარ ვტოვებთ,... იხილეთ სრულად
ადამიანს განსაცდელი გაცილებით შეუმსუბუქდება, თუ მას მარადიულობის თვალით შეხედავს. თუ მას მხოლოდ მიწიერი ცხოვრება სწამს, მაშინ ამქვეყნიური - ავადმყოფობა, ტანჯვა, განშორება და სიკვდილი უაზრობად წარმოუდგება. სად არის გამოსავალი ... იხილეთ სრულად