განახლებული ქრისტიანის მიზანი მტკიცე რწმენასთან ერთად, უნდა იყოს სიყვარული, კეთილმოქმედება, სულიერი სრულყოფა, რის შედეგადაც ადამიანი დაუსრულებელ სიხარულსა და ნეტარებას აღწევს.
ღმერთი არის უმაღლესი იდეალი ყველა ჩვენი ზნეობრივი სწრაფვისა. ეს უზენაესი ძალა უდევს საფუძვლად და იგია შინაარსი და მისწრაფება ადამიანის მორალური ცხოვრებისა.
როცა ვუერთდებით სიცოცხლის წყაროს - უფალს - მისი უკვდავი ხორცისა და სისხლის ზიარებით, ვხდებით ნაწილი მისი მარადიული და უკვდავი სხეულისა, რომელიც შეაერთებს თავის არსში ცოცხალთა და მკვდართა და წარმოქმნის ერთს, ქრისტეს წმიდა ეკლესიას.
როგორი ურთიერთდამოკიდებულება იყო დამყარებული ღმერთსა და ადამიანს შორის? ადამიანის სულს თავისი საზრდო უნდა ეპოვა ღმერთში, და ღვთით ეცხოვრა, ხოლო ადამიანის სხეული უნდა დაქვემდებარებოდა სულს, - ასეთი იყო ადამიანის უკვდავი ბუნების თავ...
იხილეთ სრულად
როგორი ურთიერთდამოკიდებულება იყო დამყარებული ღმერთსა და ადამიანს შორის? ადამიანის სულს თავისი საზრდო უნდა ეპოვა ღმერთში, და ღვთით ეცხოვრა, ხოლო ადამიანის სხეული უნდა დაქვემდებარებოდა სულს, - ასეთი იყო ადამიანის უკვდავი ბუნების თავდაპირველი სახე.კარგავს რა ღმერთს, ადამიანის სული იწყებს საზრდოობას თავისივე ფიზიკური სხეულით, საიდანაც წარმოდგებიან ვნებები, ხოლო სხეული, რომელიც იძულებულია გარე სამყაროში - უსულო და მკვდარ მატერიაში - ეძიოს საზრდო, შედე...
წმ. ბასილი დიდის სიტყვით, - ადამიანი არის ქმნილება, რომელმაც მიიღო ბრძანება განღმრთობისა, მაგრამ ეს ბრძანება ადამიანის თავისუფლებაზე ძალდატანება როდია, ადამიანმა, როგორც თავისუფალმა და პიროვნულმა არსებამ, შეიძლება მიიღოს ან უარყოს...
იხილეთ სრულად
წმ. ბასილი დიდის სიტყვით, - ადამიანი არის ქმნილება, რომელმაც მიიღო ბრძანება განღმრთობისა, მაგრამ ეს ბრძანება ადამიანის თავისუფლებაზე ძალდატანება როდია, ადამიანმა, როგორც თავისუფალმა და პიროვნულმა არსებამ, შეიძლება მიიღოს ან უარყოს ბრძანება ღვთისა. იგი რჩება პიროვნული თავისუფლების გვირგვინით შემოსილი იმ შემთხვევაშიც კი, როცა ძალიან შორდება ღმერთს და მაშინაც, როცა თავისი ბუნებით ღვთის მსგავსებასაც კი კარგავს.
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !ეს საზეიმო მილოცვის სიტყვა გამოსახავს არსს ჩვენი რწმენისა, გამოსახავს ჩვენი სასოების სიმტკიცესა და უძლეველობას, უდიადეს ძალას ჩვენი საუკუნო სიყვარულისა.ქ რ ი ს ტ ე ...
იხილეთ სრულად
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !ეს საზეიმო მილოცვის სიტყვა გამოსახავს არსს ჩვენი რწმენისა, გამოსახავს ჩვენი სასოების სიმტკიცესა და უძლეველობას, უდიადეს ძალას ჩვენი საუკუნო სიყვარულისა.ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !მაშ, მიღებული და შეწყნარებულია ღვთის მიერ საცხოვნებელი მსხვერპლი და აღსრულებულია საიდუმლო კაცთა მოდგმის განოხსნისა.ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !გამოისყიდა უფალმა ის ქმნილება, რომელიც ყოველი მისი ქმნილების გვირგვინად შეიქმნა - ადამიანი, და რომელსაც ღვთი...
ღმერთმა ძე თვისი გამოგვიგზავნა, რათა მისი არცერთი მორწმუნე არ დაღუპულიყო, არამედ მოეპოვებინა მარადიული ცხოვრება, რადგან ქრისტეში არის სიცოცხლე და სიცოცხლე იგი არის ნათელი კაცთა (იოანე 1,4). ეს ნათელი განგვაშორებს ბნელს; იგია ნათელ...
იხილეთ სრულად
ღმერთმა ძე თვისი გამოგვიგზავნა, რათა მისი არცერთი მორწმუნე არ დაღუპულიყო, არამედ მოეპოვებინა მარადიული ცხოვრება, რადგან ქრისტეში არის სიცოცხლე და სიცოცხლე იგი არის ნათელი კაცთა (იოანე 1,4). ეს ნათელი განგვაშორებს ბნელს; იგია ნათელი იმედისა და სიხარულის მომტანი, და ამავე დროს, მამხილებელი, განწმენდისაკენ მომწოდებელი. იესოსმიერი ნათლით უნდა შევხედოთ ჩვენს თავს და გამოვიკვლიოთ იგი, თუ გვსურს სწორად ვიცხოვროთ, სწორად შევაფასოთ მოვლენები და თვით ჩვენ ...
სერგეი ბულგაკოვი, ცნობილი რუსი ფილოსოფოსი, თავის წიგნში "მეურნეობის ფილოსოფია" ჩვენს ყოველდღიურ საზრდელს ქვეყნიურ ხორცთან ზიარებას უწოდებს და ასე წერს: "თუ საჭმელი მიუხედავად მისი სახისა და რაოდენობისა, არის ზიარება მიწიერ ხორცთან...
იხილეთ სრულად
სერგეი ბულგაკოვი, ცნობილი რუსი ფილოსოფოსი, თავის წიგნში "მეურნეობის ფილოსოფია" ჩვენს ყოველდღიურ საზრდელს ქვეყნიურ ხორცთან ზიარებას უწოდებს და ასე წერს: "თუ საჭმელი მიუხედავად მისი სახისა და რაოდენობისა, არის ზიარება მიწიერ ხორცთან, ღვინისა და პურის სახით მიღება ქრისტეს ხორცისა და სისხლისა, არის ზიარება მაცხოვრის სხეულთან. მატერიალური საზრდელი მიწიერ წარმავალ ცხოვრებას ახანგრძლივებს, ევქარისტიული ტრაპეზი კი მარადიულ სიცოცხლესთან გვაკავშირებს" (გვ....
ოცი საუკუნის წინ იესო ქრისტეს მიერ მსოფლიოს მიენიჭა ღვთაებრივი მადლი და ჭეშმარიტება. მოვედი არა განსჯისათვის, არამედ ცხოვრებისათვის სოფლისა. - ბრძანებს იგი. მან ახარა და უჩვენა გაწამებულ კაცობრიობას, რომ ღმერთი არის სიყვარული, ამი...
იხილეთ სრულად
ოცი საუკუნის წინ იესო ქრისტეს მიერ მსოფლიოს მიენიჭა ღვთაებრივი მადლი და ჭეშმარიტება. მოვედი არა განსჯისათვის, არამედ ცხოვრებისათვის სოფლისა. - ბრძანებს იგი. მან ახარა და უჩვენა გაწამებულ კაცობრიობას, რომ ღმერთი არის სიყვარული, ამიტომაც ვის უნდა მივმართოთ ჩვენ, სიყვარულისაგან განძარცვულებმა, თუ არა მას, ვინც დაამტკიცა, რომ იგი არის გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე, მხოლოდ მას ძალუძს გვიწყალობოს ის, რაც ასე გვჭირდება და სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენთვის...