წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე - ციტატები, ამონარიდები
633. მითხარი, ბატონო აბბა, ვისაც არაფერი აქვს მისაცემი, მაშინ ის როგორ გახდება იმ კურთხევის თანაზიარი, რომელიც უფალმა მის მარჯვნივ მდგომებს აღუთქვა: „მოვედით, კურთხეულნო, მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით, რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი“, და ა.შ. (მათე 25, 34-35) იხილეთ სრულად
632. როდესაც მსურს მიცემა, მაგრამ აზრი ეჭვს აღმიძრავს და მეუბნება, რომ არ მივცე, მაშინ როგორ მოვიქცე?
631. თუკი ორი უპოვარი მოწყალებას მთხოვს და არ შემიძლია ორივეს დაკმაყოფილება, მაშინ რომელ მათგანს მივანიჭო უპირატესობა?
630. თუკი ვინმე დაუფიქრებლად წარიტაცება და ქველმოქმედებაში იმასაც დახარჯავს, რაც თვითონ სჭირდება, ხოლო შემდეგ ინანებს, მაშინ რით უნდა ინუგეშოს მან საკუთარი თავი, რათა ეშმაკისეულმა მწუხარებამ არ შთანთქას ის?
629. ხოლო ვინც თავიდან გაცემაში გულმოდგინე არაა, რა უნდა იღონოს, რომ გაცემას მიეჩვიოს?
627. ამიხსენი, ჩემო მამაო, რას ნიშნავს შენი ნათქვამი: „თუკი ვინმეს აუცილებლად სჭირდება ის, რაც აქვს, მაშინ ისე, შემთხვევით, მოწყალებაში არ უნდა გასცეს, რომ შემდეგ წუხილი არ დაიწყოს“. კი მაგრამ, რატომ უნდა წუხდეს ვინმე იმის გამო, რაც მან თავის კეთილი ნებით გააკეთა? იხილეთ სრულად
626. ერთმა ქრისტემოსყვარე კაცმა იმავე ბერს ჰკითხა: როგორ უნდა მოიქცეს ის, ვისაც არაფერი აქვს და მოწყალებას სთხოვენ?
624. ძმამ იმავე ბერს ჰკითხა: გლახაკთათვის დასარიგებლად, უნდა ავიღო თუ არა სხვებისგან რაიმე? რადგან ზოგიერთები მარწმუნებენ, ასე უნდა მოიქცეო
623. ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა მეორე ბერს ჰკითხა და უთხრა: ჩემო მამაო, მსურს ჩემი საკუთრების ნაწილი ქველმოქმედებისთვის გავცე. ამიტომ გთხოვ, მითხარი როგორ მოვიქცე, რომ სიხარულით დავბრუნდე სახლში: მცირედ-მცირედ აღვასრულო ქველმოქმედება, თუ ერთ ჯერზე? იხილეთ სრულად
622. იგივე ძმამ, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით ოდნავ დაწყნარდა, კვლავ ჰკითხა იმავე დიდ ბერს: ღვთისადმი შენმა სიყვარულმა ასეთი რამ წარმოთქვა, რომ ცოდვილს თავის ცოდვების აღხოცვა სინანულით შეუძლია; კი მაგრამ, როგორ? ნუთუ ის წმინდანთა ლოცვებს არ საჭიროებს და თავის თავად შეძლებს ამას? ხოლო, თუ თვითონ ჭეშმარიტად არ შეინანებს და მარტო წმინდანები ილოცებენ მისთვის, მაშინ მიეტევება თუ არა მას ცოდვები მათი გულისთვის? იხილეთ სრულად