წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე - ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

Loading..
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: ურჩობა,  ფიცი

621. იგივე ძმამ, რომელიც კიდევ ერთხელ ეურჩა აბბას, დიდ ბერს ჰკითხა: სასარგებლოა თუ არა განრისხებისას ნათქვამი ფიცის აღსრულება, თუ სჯობს შევინანო და ფიცი არ შევასრულო. ბერმა კი შემდეგი უპასუხა: იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

620. ძმამ რაღაც საქმეში შესცოდა და მრავალჯერ მოისმინა აბბასაგან: თქვი მხოლოდ: „შემინდე“, მაგრამ გული გაუსასტიკდა და არ თქვა ეს. აბბამ კი, სამჯერ მოიყარა მუხლი, ლოცვა წარმოთქვა და ძლივს დაარწმუნა, რომ ეთქვა: „შემინდე“. როდესაც ძმა თავის სენაკში მიდიოდა, აბბამ უთხრა: „ძმაო, შენს სენაკში მარტო რომ დარჩები, გამოიკვლიე შენი გული, და მიხვდები, რა მიზეზით დაგემართა ასეთი სისასტიკე“. როდესაც ძმამ ეს შეასრულა, შეიცნო თავის დანაშაული, აბბასათან მივიდა, ფეხებში ჩაუვარდა და სთხოვა, რომ ეს საქმე დიდი ბერისათვის, ბარსანუფისთვის ეცნობებინა და ლოცვა გამოეთხოვა იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

619. წმინდა დიდმა ბერმა ბარსანუფიმ ახალბედა ძმას, რომელიც ავად იყო და ჭირს ვერ უძლებდა, აი რა უპასუხა: ძმაო! რით მოიწონებდნენ ის მუშაკნი საკუთარ თავს, რომლებიც სახლის უფალს საზღაურს სთხოვდნენ, თუ არა იმით, რომ შეეძლოთ ეთქვათ... იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

618. რას ნიშნავს უფალმა სამარიტელ ქალს რომ უთხრა: „ხუთ ქმარ გესხნეს და აწ რომელი გივის, არა არს ქმარი შენი“? (იოანე 4, 18) იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

617. ვინ ეთანხმება საკუთარ თავში ცოდვას და ბოროტებას თავისი ნებით და ვინ უნებურად? იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: დათმობა

615. რას ნიშნავს „დრკუისა მისგან განეშორო“? (ფს. 17, 26) უფალმა თქვა: რომელმან გცეს შენ ყურიმალსა შენსა...

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

614. სხვა ძმამ იმავე დიდ ბერს ჰკითხა: მითხარი ჩემო მამაო, როდესაც ვინმეს სხვისი საქმიანობის შესახებ ვუყვები, და აღვნიშნავ, რომ მე არ განვიკითხავ მას, არამედ მხოლოდ ვლაპარაკობ, ამ დროს ძვირისხსენება ხომ არაა ჩემს აზრში? თუ ადამიანი საუბრისას ვნებიან მოძრაობას გრძნობს, ეს...

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

612. შემინდე, ღვთის გულისათვის, ჩემო კაცთმოყვარეო მამაო, წავიკითხე რა დოგმატური წიგნი, ფრიად ვწუხვარ და გულით ვშფოთავ. მეშინია გაგიმხილოთ, მაგრამ არ ძალმიძს აზრებისაგან გაჩუმება. ასე რომ, რას მიბრძანებ, როგორ მოვიქცე ჩემო მამაო? ვინაიდან ეშმაკს უსარგებლო ამაოდმეტყველებაში სურს შენი...

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

611. ჭეშმარიტად, ჩემო მამაო, თქვენ ხართ ბრმების წინამძღოლნი და ბნელში მყოფთათვის ქრისტესმიერი სინათლე, და თქვენი მეშვეობითაა ჩვენთვის ჭეშმარიტება გაცხადებული. მამათა ცხოვრებიდან ვიცით, რომ იყო ერთი ბერი, რომელიც თავისი უბრალოების გამო ამბობდა, პური, რომელსაც ვეზიარებით, არ არის ქრისტეს ჭეშმარიტი ხორცი, არამედ მხოლოდ მისი სახეაო. ამის თაობაზე მას ღვთისადმი რომ არ ელოცა, ჭეშმარიტებას ვერ შეიცნობდა. ასევე სხვა დიდი ბერი ფიქრობდა, მელქისედეკი ქრისტეაო; და როდესაც მან ამის შესახებ ღვთისადმი ილოცა, ღმერთმა ჭეშმარიტება გაუცხადა მას. ღვთის გულისათვის, შემინდე ჩემო მამაო, რამეთუ შეკითხვას ისეთ საკითხზე გიბედავ, რომელიც ჩემს შესაძლებლობებს აღემატება. ვინაიდან ღმერთმა შენი სიწმინდით ჭეშმარიტების უცდომელ გზაზე სვლისათვის დაგვმოძღვრა, ამიტომ გთხოვ სრულიად აგვიხსნა ჩვენ ეს, რომ ჩვენი გონება და უძლური გული ასეთი გამოკვლევებისაგან წმინდა დარჩეს. რატომ დაუშვა ღმერთმა, რომ ასეთ მამებს არასწორი აზრები ჰქონდათ, თუმცა კი მათ არ უთხოვიათ ამის გაცნობიერება; მაგრამ უსასყიდლოდ რატომ არ მიეცათ მათ ის, იმ ზიანის თავიდან ასაცილებლად, რომელსაც შემდგომში წამკითხველები იწვნევდნენ? მიუხედავად ამისა, ისინი არც მართალ რწმენაში და არც სათნოებებში არ შებრკოლებულან, მაგრამ ჩემნაირი სუსტები და ზარმაცები, რომელთაც დაუეჭვებლად სწამთ მათი, ადვილად დაზიანდებიან, რამეთუ არ იციან თქვენი ნათქვამი, რომ წმინდანებიც ვერ წვდებოდნენ ყველა საიდუმლოს და რომ მათ იმ შეხედულებების სამართლიანობაზე რწმუნების მისაღებად, ღვთისადმი არ ულოციათ. თანაუგრძნე ჩემს უძლურებას და ესეც ამიხსენი, ჩემო გულმოწყალეო მამაო! იხილეთ სრულად

link
0