წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე - ციტატები, ამონარიდები
598. საცხოვრებელში მოსულმა ერთმა უცნობმა მოგვატყუა და უღირსად მოიქცა. მან ნეტარი აბბას სახელით და მისი ნებართვის გარეშე ნივთები აიღო. გაიგო რა ეს, აბბამ ბრძანა, აღარ შემოეშვათ ის მონასტერში. ხოლო მან, ეს რომ შეიტყო, მოტყუებით შემოაღწია კარიბჭეში. მეკარემ ის დაინახა და აბბას აცნობა. მან კი უთხრა: „გარეთ გაიყვანეო“. მეკარემ გაიყვანა და საერთოდ მოაშორა იქაურობას; კვლავ თუ მოვიდა, დავრთო შემოსვლის ნება თუ არა? იხილეთ სრულად
597. ზოგჯერ საცხოვრებელში ერთი მღვდელმონაზონი მოდის, რომლის ლაპარაკი და მოქმედება ძმებს აბრკოლებს და აზიანებს. მან აქვე, ორი სტადიონის მანძილზე დაშორებით, სადაც ზოგჯერ ძმებს გავლა უწევთ ხოლმე, ცხოვრება მოისურვა. როგორ გვიბრძანებ: დავრთო თუ არა მას საცხოვრებელში მოსვლის და აღნიშნულ ადგილზე ცხოვრების ნება? იხილეთ სრულად
593. როგორ უნდა მივიღოთ უცხონი და როგორ უნდა აღვასრულოთ მცნება გლახაკთა შესახებ? დაუყოვნებლივ მივიღოთ თუ არა ყველა მომსვლელი? როცა ტანსაცმლის თაობაზე თხოვნებით გვაწუხებენ, თუ ის ზედმეტი გვაქვს, მივცეთ თუ არა და კერძოდ ვის?
591. მითხარი ჩემო მამაო: როგორია მიწიერი შინაარსის შეკითხვა, და როგორ უნდა ვუპასუხოთ მას ღვთისნიერად?
589. თუ ინებებ, ძმებს მოთმინების და მორჩილების შესახებ გამოუცხადე, რამეთუ ისინი შენს სიტყვას რწმენით იღებენ. ბერმა მათ ეს შემდეგნაირად აუხსნა:
588. ვინც საერთო საცხოვრებელში მოთმინებით იცხოვრებს, როგორ ცხონდება? და რა უპირატესობა აქვს მას, ვინც იმ ადგილზე ცხოვრობს, სადაც წმინდა მამები იმყოფებიან?