წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე - ციტატები, გამონათქვამები წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე | გამონათქვამები
567. ძმამ, მეორე ბერს, იოანეს, გაუგზავნა თხოვნა: თუ შენ რამე გჭირდება, მითხარი, ღვთის გულისათვის, და მოგაწვდი
566. საერთო საცხოვრებლის მდუმარე მამების ვედრება დიდი ბერისადმი მშვიდობისათვის.
მშვიდობა დაკნინდა და ჩვენ ყველანი გთხოვთ, რომ კეთილ ღმერთს სთხოვო, უკან წაიღოს ხელი (1 ნეშტ. 21, 15-27) და თავისი მახვილი ქარქაშში ჩააგოს. შენი წმინდა საკმევლით დახოცილთა და ცოცხალთა შორის დადექი (რიცხ. 17, 12-13), და მიაღწიე იმას, რომ შეწყდეს საყოველთაო მუსრვა; აღმართე წმინდა საკურთხეველი ორნანის წმინდა კალოზე (1 ნეშტ. 21, 28), და შეწყდება ღვთის რისხვა. ძლიერ გევედრებით და გთხოვთ: შეიწყალე დაღუპვის პირას მყოფი ქვეყანა; გაიხსენე, რომ ჩვენ ყველანი შენი კიდურები ვართ; ახლაც გვიჩვენე შენი გულმოწყალება და სასწაულები ღვთისაგან, რამეთუ მას შვენის უკუნისამდე დიდება, ამინ.
იხილეთ სრულად
565. საცხოვრებლის აბბას ვედრება იმავე ბერისადმი.
ჩემო მამაო, მძიმე ჟამი დაგვიდგა, ევედრე ღმერთს, რომ ჩაიაროს მან, და ჩვენ, შენი მონები ჩვენი ცოდვების გამო ყოველგვარი განსაცდელისაგან დაცულები ვიყოთ.
564. ერთ-ერთი მდუმარე მამის თხოვნა იმავე ბერისადმი.
ჩემო მამაო, ღვთის გულისათვის, გთხოვ ილოცე ჩემთვის, რამეთუ, როგორც ჩემი სიზარმაცე, ასევე მტრის თავდასხმა ძალიან მაჭირვებს და თუ ღმერთი თქვენი ლოცვებით ძალას არ მომცემს და მტერს არ შერისხავს, მაშინ არ ვიცი, მიაღწევს თუ არა ოდესმე ჩემი ნავი ნავსაყუდელს. როგორც მოსემ გამოითხოვა ოდესღაც, რომ ასეთი ხალხი ღვთის რისხვაში არ დაღუპულიყო, ასევე შენც, ჩემო ღირსო მამაო, გამოითხოვე ჩემი გულფიცხელი სული, რადგან ჩვენი ღმერთი კეთილია და უყვარს, როდესაც წმიდანები მისგან სულების ხნას ითხოვენ, და თქვენ შეგშვენით ასეთი თხოვნა. ჩვენს მეუფე აბბასაც (სერიდს) სთხოვოთ იქნებ, რომ რაღაცნაირად ჩვენც მოგვხედოს, რადგანაც ძალიან მიყვარს იგი და მისგან სულიერ გაძლიერებას ვსაჭიროებ
იხილეთ სრულად
563. ძმამ, რომელიც საერთო საცხოვრებლიდან წავიდა და შემდეგ კვლავ დაბრუნდა, იმავე ბერს მიმართა: ჩემო მამებო, შევცოდე, რამეთუ ეშმაკისგან გალანძღულმა საკუთარი დედა (წმინდა სავანე) და თქვენი მფარველობა მივატოვე; ამიტომ გევედრებით იმ ახალდამწყებთა რიგში ჩამრიცხეთ, რომელთაც ჯერ მონაზვნური სქემა არ შეუმოსიათ იხილეთ სრულად
562. როდესაც ბოროტი აზრი თავს მესხმის, გული ღიზიანდება, მის წინააღმდეგ აღიძვრება და ამას ხმითაც გამოვხატავ ხოლმე; ზოგჯერ კი სხვების თანდასწრებითაც ვიქცევი ასე. კარგია თუ არა ეს?
561. როდესაც მოწყინებისაგან ვთვლემ და წინამდებარე საქმეში ხელი მეშლება, ავდგე თუ მჯდომარემ გავაგრძელო საქმე?
560. მაგრამ თუ ის ადგილი, სადაც ეშმაკისეული მოწყინება იჩენს თავს, ფრიად მცხუნვარეა, რომელიც მოწყინებას უწყობს ხელს და კიდევ უფრო ამძიმებს ადამიანს, იმდენად რომ მას ძალები არ ჰყოფნის ორივეს შესაწინააღმდეგებლად? ამისთვის ხომ არ უნდა განერიდოს ის იქაურობას ბრძოლების დროს? იხილეთ სრულად
558. შესაძლოა ვინმე ძვირს არ ამბობს სხვაზე, მაგრამ სიამოვნებით ისმენს ძვირის ხსენებას, ამის გამო ედება თუ არა მას მსჯავრი?