წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე - ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

Loading..
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

585. როგორი უნდა ვიყო ძმებთან ურთიერთობაში? იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

584. როდესაც ძმები ჩემგან კურთხევას იღებენ, გავუწოდო ხელი ამბორისთვის, თუ არა? აზრი მეუბნება, რომ თავზეც ვეამბორო. რამდენად კარგია ეს? იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

583. მოისმინა რა ეს აბბა ემელიანემ, ღმერთი ადიდა და ბერს უთხრა: ჩემო მამაო! მე ახალბედა ვარ და არაფერი ვიცი, რა ვუთხრა ძმებს, რას მიბრძანებ? იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

579. რაღაც დროის გასვლის შემდეგ, საერთო საცხოვრებლის იღუმენმა, აბბა სერიდმა, რომელიც ღვთის წინაშე წარსადგომად ემზადებოდა, უპირატესობის მიხედვით ძმებიდან თავის საქმის გამგრძელებლები დაადგინა, არა ისე, რომ ყველას ერთად ემართა მონასტერი, რამეთუ ეს არეულობას გამოიწვევდა, არამედ თანმიმდევრობით, ჯერ პირველს, უპირატესობის მიხედვით, მისი აღსრულების შემდეგ მეორეს, და ასე, რიგის მიხედვით. ყველაზე ბოლოს კი მან ქრისტესმოყვარე ძმა ემელიანე ჩაწერა, რომ ყველას შემდეგ მასაც, თუ ბერი გახდებოდა, ეს საქმე გაეგრძელებინა. ძმამ კი არ იცოდა ეს. ამ ანდერძის შემდეგ, როდესაც აბბა ღმერთს წარუდგა, ძმათაგან უფროსმა, ვისაც რიგის მიხედვით საერთო საცხოვრებლის მართვა უნდა ეტვირთა, ფრიადი სიმდაბლის და მორიდებული ხასიათის გამო უარი განაცხადა და რიგის მიხედვით ყველა სხვა ძმამ მის მაგალითს მიბაძა. ამასობაში, ამ ქრისტესმოყვარე ძმას, ემელიანეს, ეშმაკის მცდელობით ქვეყნის აღსასრულსა და მონასტრის წევრებზე თითქოსდა მოსალოდნელ უბედურებათა გამო და ასევე საუკუნო სატანჯველებზე, წუხილი დაეწყო. აზრებისაგან დამძიმებულს, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნის საშიშროება ელოდა, ამიტომ შეკითხვა გაუგზავნა აბბა იოანეს და სთხოვა, რომ ელოცა და მანუგეშებელი სიტყვა ეთქვა მისთვის. მან კი მას ქვემოთ მოყვანილი პასუხი მისწერა, რომელშიც უფრო მეტად მორჩილებას შეაგონებდა, რამეთუ, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, განზრახული ჰქონდა მისთვის საერთო საცხოვრებლის მართვა ჩაებარებინა იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: ღვაწლი

578. ჩემო ღირსო მამაო, ღმერთს ვმადლობ, რომ შენს უხვ სიკეთეთაგან არ განმაყენე; მაშ, შენი მონის მიმართ წყალობა აღასრულე და ილოცე ღმრთისა და მეუფისადმი ჩემი სულის საცხოვნებლად, რათა ბოროტ დავიწყების ვნებებს თავი დავაღწიო და შენი წმინდა ხელებით ამ საუკუნესა და მომავალშიც წყალობა მივიღო და რათა სხეულს განვუდგე და თქვენი მფარველობის ქვეშ ვიყო. ერთი სიტყვით, დაე შენი მონა გავხდე უკუნისამდე, რომ ერთადერთი შენი კეთილი ცხოვრების მადლით დავტკბე იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

577. ვიცი, აზრების შესახებ შენს სიწმინდეს შეკითხვები რომ დავუსვა, ეს ჩემს შესაძლებლობებს აღემატება; მაგრამ რადგან მოვისმინე, ღვთაებრივი ხმა: „არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ რომელნი ბოროტსა სენსა შინა არიან“ (ლუკა 5, 31), და ვხედავ რა, რომ ბოროტი საქმეებით და ფიქრებით დამძიმებული ვარ, საკუთარ თავს შენი წყალობის მორევში ვაგდებ, მის იმედად, ვინც თქვა: „ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ მინდოდეს ბოროტეულის სიკვდილი, თუ ბოროტეულის მოქცევა თავისი გზიდან და მისი გადარჩენა არ მინდოდეს!“ (ეზეკ. 33, 11), რათა შენი მეშვეობით მისგან მოვისმინო: „შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ (მათე 9, 2). სანამ რაიმეს გკითხავთ, ვიცი და მრწამს, რომ ღმერთმა სულიწმინდით მოგანიჭათ მადლი, იმისა, იცოდეთ თუ რა მსურს, ან როგორი აზრების შესახებ უნდა გკითხოთ; მაგრამ, რადგან ვუსმენ წინასწარმეტყველის ნათქვამს: „გამახსენე, განვიკითხოთ ერთმანეთი; მოჰყევი, რომ თავი გაიმართლო“ (ის. 43, 26), ამიტომ მეც წერილობით გიხსნით და გთხოვთ, არ უგულებელმყოთ მე უბადრუკი, არამედ მიიღეთ ჩემისთანა ცოდვილისაგან ეს ვედრება. ღმერთმა თავის სიკეთით თქვენ სიკვდილის წყვდიადისა და აჩრდილისაგან გამოყვანისა და ჭეშმარიტი ნათლისაკენ დამოძღვრის ხელმწიფება მოგანიჭათ. მიბრძანეთ, როგორ მოვიქცე? ყველაფერი, ყოველგვარი ზრუნვის გარეშე მივატოვო, თუ ჯერ საქმეები მოვაგვარო და შემდეგ წავიდე, რომ შემდგომში, ოდესღაც საზრუნავები არ შემხვდეს, რომლებიც წუხილს და შფოთიან აზრებს აღმიძრავენ და სულიერ და კეთილ ნაყოფებს მოაშთობენ. თუ თქვენ საკუთრების წინასწარ განაწილებას განმისაზღვრავთ, მაშინ, თუ შეიძლება, მომწერეთ, უნდა ვიზრუნო თუ არა ჩემი მცირედი სავარგულების გაყიდვაზე; და გამოითხოვეთ ღვთისაგან ჩემთვის დახმარება. იმიტომ კი არ გეკითხებით, რომ ჩემი ძალებით თქვენი მცნების შესრულებას შევძლებ, არამედ იმიტომ, რომ თქვენი ლოცვების იმედი მაქვს და კიდევ იმისა, რომ თქვენ არა მარტო მიბრძანებთ, არამედ დამეხმარებით კიდეც. მრწამს, თუ თქვენ ღმერთს ჩემთვის შეევედრებით, რათა იგი კეთილ და სასარგებლო საქმეში შემეწიოს და მის აღსასრულებლად ძალა მომცეს, მაშინ ის არ უგულებელყოფს თქვენს თხოვნას; მხოლოდ ამის გამო ვკადნიერდები მე უძლური იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

576. ერთ ქრისტესმოყვარე ძმას (სავარაუდოდ აბბა ემელიანეს, რომელიც შემდგომში მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს), წმიდა ბერების: აბბა ბარსანუფის და აბბა იოანეს მიმართ დიდი რწმენა ჰქონდა და მათგან დარიგების მიღება უნდოდა; მან აბბა იოანეს ცხოვრებისეულ საკითხებზე კითხვა გაუგზავნა და უთხრა:
ჩემო მამაო! მონაზვნური ცხოვრების დასაწყებად ღვთის გულმოწყალებას ვევედრები, და ეჭვი მეპარება, ახლავე უნდა მივატოვო ყველაფერი, თუ ჯერ საქმეები მოვაგვარო და მერე წავიდე აქედან, რათა მომავალში ყველანაირი ზრუნვა - განსაკუთრებით ბებიაზე, ბავშვებზე და მიწების გაყიდვაზე - თავიდან ავირიდო. აზრი ჩამაგონებს, რომ ბებია ნათესავების მახლობლად დავასახლო და მათ მინდვრების რაღაც ნაწილი მივცე, რომელიც მასაც და ახლობელთა სახლეულობასაც გამოკვებავს; ამის შემდეგ კი დანარჩენი მინდვრების გაყიდვაზე ვიზრუნო. მითხარი რომელი ავირჩიო და როგორ მოვიქცე, რამეთუ ყველაფერს, რაც სასარგებლოა, ღმერთი თქვენ გიცხადებთ იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

570. მე აბბა სერიდის შესახებ შემიძლია მრავალი დიდი, საკვირველი და განცვიფრების ღირსი მონათხრობი გადმოგცეთ; მაგრამ, ბევრს ვტოვებ და სიტყვის შესამოკლებლად, მხოლოდ მცირედს გავიხსენებ, რაც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ამ მამის სათნ... იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

569. ერთხელ ისე მოხდა, რომ იმავე ბერმა აბბას რაღაც საქმე დაუდგინა. აბბას კი, მცირედი მანძილის გავლის შემდეგ, ნათქვამი დაავიწყდა; როდესაც კვლავ მივიდა მასთან, ბერმა, სანამ გაისტუმრებდა, უთხრა: „თუ გაიხსენებ, გააკეთე ის, რაც გითხარი... იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

568. აბბა სერიდმა იმავე ბერის შესახებ თქვა: მე არასოდეს მინახავს, ეს ბერი გაღიმებული ან აღშფოთებული, ან როდესაც ამბობდა: „უფალო, ნუ სასჯელად, გინდა დასასჯელად მექმნების მე ზიარება წმიდათა შენთა საიდუმლოთა“, ცრემლის გარეშე წმინდა ზ... იხილეთ სრულად

link
0