წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე - ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

Loading..
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

610. ჩემო მამაო! ისინი, ვინც სულების წინასწარი არსებობის შესახებ ბრძნობენ, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველზე უსირცხვილოდ ამბობენ, რომ ქრისტეშობის და პასექის დღესთან დაკავშირებით, თავის სიტყვაში ისიც იგივეს ამტკიცებს, განმარტავენ რა პირადი შეხედულებით მის ზოგიერთ გამონათქვამს და ყურადღების მიღმა ტოვებენ იმას, რაც იქ ეკლესიის გადმოცემის შესაბამისად ნათლადაა ნათქვამი, პირველი ადამიანის შექმნისა და ასევე მისი სულის და სხეულის შესახებ. რამეთუ, აი, რას ამბობს ის: „ეს რომ ეჩვენებინა, შემოქმედებითმა სიტყვამ ორი ბუნებისაგან, უხილავისა და ხილულისაგან, ერთი ცოცხალი არსება - ადამიანი შექმნა. აიღო სხეული წინასწარ შექმნილი ნივთიერებისაგან და ჩაჰბერა მასში თავის სიცოცხლე, რასაც ჩვენ გონიერ სულს და ღვთის ხატებას ვუწოდებთ“ (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყვ. წ. III, გვ. 242, წ. IV გვ. 157). და სხვა მუხლებშიც ვაწყდებით მრავალ ნათელ და უეჭველ გამონათქვამს ადამიანის შესახებ, რომელიც წინასწარქმნილი მასალის და ღვთისაგან მინიჭებული სულითაა შექმნილი. ის იქვე ყოველმხრივ აქებს ადამიანის ბუნებას და სხეულისა და სულის ხსნას ღვთის ღირსეულ საჩუქარს უწოდებს და საერთოდ არ ამბობს იმას, რასაც ისინი მას მიაწერენ, რომ თითქოს სულმა დასჯის შედეგად შეიმოსა სხეული, რათა თავის ძველი შეცოდებების გამო სასჯელი იწვნიოს. და სხვა განსხვავებულ თხზულებებშიც ცხადდება, რომ მისი მიზანი ასეთი სწავლებისაგან სრულიად წმინდაა. ისინი სიხარულით ლაპარაკობენ წმ. გრიგოლიზე, ბასილი დიდის ძმაზე, რომ თითქოს მასაც იგივე აქვს ნათქვამი და ისიც უშვებს სულთა წინაარსებობას, თავისებურად განმარტავენ რა მის ზოგიერთ სიტყვას. მაგრამ ის თავის თხზულების 30-ე თავში „ადამიანის შექმნის შესახებ“, ძლიერ ეწინააღმდეგება აზრს სულის წინასწარი არსებობის შესახებ და ისევე უარყოფს მას, როგორც ნეტარი დავითი, და წმ. იოანე, და ათანასე, და ყველა სხვა მოძღვარი და მნათობი ეკლესიისა. აღდგენის შესახებ კი იგივე წმ. გრიგოლ ნოსელი ნათლად საუბრობს, ოღონდ ისე კი არა, როგორც ისინი ბრძნობენ, რომ თითქოს, ტანჯვის დასასრულს, ადამიანი თავის პირვანდელ მდგომარეობაში იქნება აღდგენილი, ანუ წმინდა გონება იქნება; არამედ ამბობს, რომ ტანჯვა შემსუბუქდება და დამთავრდება (შენიშვნა: კონსტანტინეპოლელი პატრიარქი გენადი (მე-8 ს) ამტკიცებს, რომ გრიგოლ ნოსელის წმინდა თხზულებებში ცრუ სწავლება ერეტიკოსებმა შეიტანეს). ამრიგად, მითხარი, ჩემო მამაო, რატომ არ ლაპარაკობს ასეთი ადამიანი სამართლიანად, როგორც ეს წმინდა მამას შეეფერება, რომელმაც სულიწმინდის შთაგონებით უნდა ილაპარაკოს. ასევე, ზოგიერთ მამასა და მოძღვარს შორის სამოთხის შესახებაც არაა თანხმიერება, ამბობენ რა, რომ ის არა გრძნობადი, არამედ საცნაურია, და ერთგვარი უთანხმოების პოვნა წერილების სხვა თავებშიც შეიძლება. გთხოვთ, მეუფეო, აგვიხსენი ჩვენ ეს, რომ თქვენგან განათლებულებმა, ღმერთი განვადიდოთ და ეჭვი არ შეგვეპაროს ჩვენს წმინდა მამებში იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

608. ნუთუ არ შეიძლება ევაგრესეული წიგნების კითხვა? იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

606. ერთმა ძმამ წმინდა ბერს, აბბა ბარსანუფის, ჰკითხა: ჩემო მამაო, არ ვიცი, როგორ გამიტაცა ორიგენეს, დიდიმეს, ევაგრეს და მისი მოწაფეების გნოსტიკურმა თხზულებებმა. ისინი ამბობენ, რომ ადამიანთა სულები სხეულთან ერთად არ შექმნილა, არამედ მანამდე (მარტივი) გონებები ანუ უსხეულონი იყვნენ; მსგავსად ამისა, ანგელოზები და დემონებიც მარტივი გონებები იყვნენო. მაგრამ დაეცნენ რა დანაშაულით, ადამიანებს ამ სხეულში ცხოვრება მიუსაჯეს, ხოლო ანგელოზები, დაიცვეს რა საკუთარი თავი, ანგელოზები გახდნენ. ისინი ბევრ სხვა რამესაც წერენ ამის მსგავსს, რომ მაგალითად, მომავალი სატანჯველები დასრულდება და ადამიანები, ანგელოზები და დემონები კვლავ თავის პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდებიან, ანუ მარტივი გონებები გახდებიან და ამას ისინი (ერეტიკოსები) აღდგენას ეძახიან. მე არ ვიცი ჭეშმარიტია ეს თუ არა, ჩემი სული გაორებულია და ეჭვებითაა დამწუხრებული; ამიტომ გთხოვ მეუფეო, დამანახე ჭეშმარიტება, რომ მას მოვეჭიდო და არ დავიღუპო. რამეთუ ღვთაებრივ წერილში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. თვით ორიგენე, განმარტავს რა ტიტესადმი ეპისტოლეს, ამტკიცებს, რომ არც სამოციქულო და არც საეკლესიო გადმოცემა სხეულის შექმნამდე სულის არსებობის შესახებ არაფერს ამბობს და ამიტომ ორიგენე ერეტიკოსად მიიჩნევს მას, ვინც ამას აღიარებს. მაგრამ ევაგრეც თავის იმ ნაწერებში, რომელთაც გნოსტიკურს ვუწოდებთ, ამოწმებს, ეს ჩვენთვის არავის უცნობებია და თვით სულიწმიდასაც არ განუცხადებიაო. ე.წ. გნოსტიკური თავების მეორე ასეულში, 64-ე მუხლში, ის წერს: „პირველის შესახებ არავინ ლაპარაკობს, ხოლო მეორის თაობაზე იმან გვითხრა, ვინც ქორების მთასთან მეტყველებდაო“. და კვლავ იმავე ასეულის 69-ე მუხლში ამბობს: „სულიწმიდას ჩვენთვის არც გონიერი არსებების პირვანდელი დაყოფის და არც სხეულების პირველყოფილი არსებობის შესახებ არაფერი განუცხადებიაო“. ხოლო ის, რომ არც აღდგინება იქნება და არც ტანჯვა დასრულდება, თავად უფალმა გაგვიცხადა სახარებაში, როდესაც თქვა: „წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა“ (მათე 25, 46), და კიდევ: „მატლი მათი არა მოაკლდების, და ცეცხლი არა დაშრტების“ (მარკ. 9, 43). მაშ, საიდან აიღეს მათ ეს მეუფეო, როდესაც არც მოციქულებს გადმოუციათ ის ჩვენთვის, არც სულიწმიდას გაუცხადებია (როგოც თავადვე ამოწმებენ) და სახარებაშიც პირიქითაა ნათქვამი. შენი გულკეთილობით, ჩემო მამაო, წყალობით მოხედე ჩემს უძლურებას და მითხარი: როგორია ეს სწავლება? იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

605. საცხოვრებლის ზოგიერთმა ბერმა იმავე ბერს ჰკითხა: მეუფეო, გთხოვთ გვიპასუხო, თქვენ გვითხარით, რომ თქვენს შემდეგ უფალ ღმერთს ნეტარი აბბას (სერიდის) დატოვებაზე ევედრებოდით, მაგრამ ღმერთმა, რომელიც ყოველთვის ასრულებს მის მოშიშთა ნებას, პირიქით თქვენზე ადრე აბბა წაიყვანა. რატომ მოხდა ეს? ასევე აგვიხსენი, რატომ უმალავს ღმერთი წმინდანებს ზოგჯერ თავის საქმეებს? როგორც ეს წინასწარმეტყველ ელისეს დროს მოხდა. და აბბას, აღსასრულის წინ, სხეულზე გაღვივებული ნაკვერჩხლების მსგავსი, ცეცხლოვანი წყლულები რატომ გაუჩნდა? იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

604. მეუფეო! შენ შენი აღსასრული გვიწინასწარმეტყველე (იხ. პას. 221), და მე შიში და ნაღველი მიპყრობს, რამეთუ შესაძლოა ღმერთმა ჩემი უღირსების გამო მიგვატოვოს. ამიტომ გთხოვ, მომეცი სიტყვა, რომ როგორც ეხლა თქვენს სიცოცხლეში გვაქვს შეწევნა, ასევე მივიღებთ მას თქვენი გასვლის შემდეგ და ღმერთი თავის წყალობით, ყველაფერში დაგვეხმარება იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

603. თუ საჭიროდ მივიჩნიე, რომ ნეტარი აბბას დადგენილ ანდერძში რაღაცა შესაცვლელია, ან სავანეში რაიმე შესასწორებელია, დამრთავ ამის ნებას თუ არა? იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

602. თუ მომეჩვენა, რომ თქვენს რჩევებში რაღაცის შეცვლა აუცილებელია, შემიძლია ამის გაკეთება, თუ არა? და თუ არ შეიძლება, მაგრამ ადამიანური სისუსტით წარვიტაცე, მაშინ როგორ მოვიქცე? იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

601. ზოგჯერ ჩვენთან მორწმუნე ქალები და ძმების დედები მოდიან, ჩვენ კი მათ მონასტრის იმ გარე სენაკში ვიღებთ, რომელსაც მონასტერთან ფანჯრები აკავშირებს. ვესაუბრო მათ ამ ფანჯრებიდან თუ არა? და კიდევ: რადგან ჩემმა ბებიამ არ მოისურვა ბიძაშვილებთან ცხოვრება და მთელი თავისი საკუთრება მე გადმომცა, დამრთავ თუ არა ნებას, რომ როდესაც ის დროგამოშვებით მოვა, ვესაუბრო და მივაწოდო რაც სჭირდება? თუ არა? როგორ მოვიქცე? იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

600. თუკი ვინმე რაიმე ნივთს მოიტანს უფრო მეტის მიღების იმედით, როგორ მოვიქცე, ავიღოთ ის, თუ არა? ვინაიდან, ზოგჯერ ჩვენ იმ ნივთს ვსაჭიროებთ თუ არ გჭირდებათ, არ აიღო, ხოლო თუ გჭირდებათ, უთხარი...

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

599. სხვა ძმა, რომელიც ადრე მონასტერში ცხოვრობდა და არც სასარგებლო იყო ძმობისთვის, წავიდა; მან, რაღაც დროის შემდეგ, დაბრუნება მოისურვა, მაგრამ აბბამ არ მიიღო ის და უთხრა: „მე, რომც მსურდეს შენი მიღება, ამას მაინც ვერ გავაკეთებ, რამეთუ ძმების სინდისს დავაზიანებ. შენ რომ მიგიღო, ისინი წუხილს დაიწყებენ. ამიტომ ეს შეუძლებელია“. მაგრამ ის კვლავ მოვიდა და მიღებას ითხოვს, რას მიბრძანებ, რა ვუთხრა? იხილეთ სრულად

link
0