წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე - ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

Loading..
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

547. რომელიღაც საცხოვრებლიდან წამოსულმა ძმებმა, იმ მიდამოებში, სადაც ეს საერთო საცხოვრებელი მდებარეობდა, აბბას (სერიდის) რჩევის გარეშე, თავისთვის სენაკები იყიდეს. იგრძნო რა თავი შეურაცხყოფილად, აბბა სერიდს მათი გაძევება უნდოდა, ვითარცა წესის დამრღვევებისა, ხოლო ისინი შეეპასუხნენ მას. მაშინ იმავე ბერს ჰკითხეს: კარგად მოიქცნენ თუ არა ის ძმები და როგორ უნდა მოქცეულიყვნენ? იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

546. სანამ აბბა ბარსანუფი მდუმარებისთვის აბბა სერიდის საერთო საცხოვრებელში მივიდოდა, ერთი ძმა მას სხვადასხვა საკითხზე მიმართავდა ხოლმე, რომელიც შემდეგ წავიდა მისგან; შემდგომ საერთო საცხოვრებელში კვლავ დაბრუნებულმა ამ ძმამ, რომელიღაც კეთილკრძალულ ძმას, როგორც უმეცარ და უღირს ადამიანს, დამცირება დაუწყო; ბერისაგან კი ძველი გზის გასაგრძელებლად დამოძღვრა ითხოვა და უთხრა: ღმერთმა შენს სიწმიდესთან მომიყვანაო იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

544. ერთ-ერთმა ძმამ დიდ ბერს ჰკითხა და უთხრა: მაქვს დოგმატური წიგნები და მათი კითხვისას ვგრძნობ, რომ ჩემი გონება ვნებიანი აზრებიდან დოგმატების შემეცნებაზე გადადის. ხოლო ზოგჯერ აზრი მათ კითხვას მიკრძალავს და მეუბნება: ნუ კითხულობ მათ, იმიტომ რომ გულფიცხელი და უწმინდური ხარ იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

543. ძმებმა, რომელთაც თავშეკავება სურდათ, ჰკითხეს აბბას, დართავდა თუ არა ის მათ ტრაპეზიდან ძმებზე ადრე ადგომის ნებას, ვინაიდან, დარჩენის შემთხვევაში, ძალები არ ჰყოფნიდათ სტომაქის დასამარცხებლად. როდესაც აბბამ მათ ნება დართო, ზოგიერთებმა ვერ გააცნობიერეს აქედან გამომდინარე სარგებელი და დაბრკოლდნენ, რის გამოც განიკითხეს ისინი და იმავე ბერს შეკითხვა გაუგზავნეს ამის თაობაზე იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

542. თუკი ვინმე ძმებთან ერთად ტრაპეზის დროს სხვებზე ადრე დანაყრდება, შეიძლება თუ არა, აბბასაგან კურთხევა აიღოს და ადგეს? თუ უნდა იჯდეს, სანამ სხვებიც ადგებიან? ანდა, ხომ არ აჯობებს, რომ მან თავისი წილი პური ყველა შემოთავაზებულ საჭმელზე გადაანაწილოს? იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: ლოცვა

541. ძმამ მეორე ბერს იოანეს ჰკითხა: ჩემო მამაო, ღვთის გულისათვის ილოცე ჩემთვის და მითხარი: კარგია თუ არა, როდესაც მამებს ჩვენთვის ლოცვას მრავალჯერ ვთხოვთ, მაშინ როცა უკვე დაგვარწმუნეს, რომ ამას აკეთებენ? და ისე ხომ არ ჩანს, თითქოს ჩვენ როგორღაც ვაბრკოლებთ მათ? იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

540. როგორ მოვიქცე, ჩემო მამაო, ბრძოლები მოსვენებას არ მაძლევენ და აზრები უფრო და უფრო მიჯანყდებიან. მითხარი რა არის იმის ნიშანი, რომ ღმერთს ვსასოებ და რა - ცოდვების შენდობის ნიშანი? როგორ ვიჯდე ღვთისნიერად სენაკში? იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

539. ძმამ დიდ ბერს ჰკითხა: სასარგებლო იქნებოდა მისთვის მდუმარება თუ არა? იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

537. თუკი რომელიმე მამათაგანი, ვისთან ერთადაც გზაზე მივდივარ, ჩემი ბარგის ტარებას მოისურვებს და არ მომეშვება, რასაც მე ვერ დავუშვებ, რამეთუ ვინც ამას დაინახავს, დაბრკოლდება, რადგანაც ჩემი თანამგზავრი ჩემზე უფროსია, მაშინ როგორ მოვიქცე? იხილეთ სრულად

link
0