წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე - ციტატები, გამონათქვამები წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე | გამონათქვამები
533. თუ ვინმეს ეჭვით ერესში ადანაშაულებენ, ხოლო ის მართალ რწმენას აღიარებს, უნდა წარმოაჩინოს მან თავისი რწმენა თუ არა?
532. როდესაც მეჩვენება რომ რაიმე კარგია, მაგალითად, თავშეკავება ან მდუმარებაში ყოფნა ან ქველმოქმედება, ან მათი მსგავსი რამ, ჩემით უნდა გავაკეთო ეს, თუ მამების რჩევით?
531. ძმამ იმავე ბერს ჰკითხა: თუკი ვინმეს ავადმყოფობა ოპერაციას საჭიროებს, უნდა გაიკეთოს თუ არა? და უნდა ითხოვოს თუ არა რჩევა მამებისაგან?
529. თქვენ თქვით, თუ ექიმს ღვთის სახელით მივმართავთ, ამაში არაფერია დასაძრახიო, და კიდევ თქვით, რომ სჯობს ყველაფერი ღმერთს რწმენითა და სიმდაბლით მივანდოთო. აზრი კი მეუბნება: თუ სხეულით დაავადდები, ექიმს უნდა ეჩვენო, რამეთუ წამლების გარეშე განკურნება შენს ძალებს აღემატებაო; ხან კიდევ: ექიმებს კი არ მიმართო, არამედ წმინდანთაგან ლოცვა-კურთხევა აიღე და მხოლოდ ამით დაკმაყოფილდიო. ამიტომაც გთხოვ, ჩემო გულმოწყალეო მამაო, მითხარი, რომელია ჩემთვის უმჯობესი? იხილეთ სრულად
528. თუ თანაბრად ნოყიერი ორი საჭმელია შემოთავაზებული, და მათგან ერთი იაფია, ხოლო მეორე - ღირებული, მაშინ პირველით უნდა დავიკმაყოფილოთ მოთხოვნილება? და, თუ იაფი საკვები მეორეზე სასიამოვნოა, რომელი ავირჩიოთ?
526. მითხარი, ჩემო მამაო, ნუთუ მათ, რომლებიც ავადმყოფობისას წამლებს არაფრად აგდებდნენ და საჭმელის მრავალფეროვნებას ყურადღებას არ აქცევდნენ, სრულყოფილებას მიაღწიეს?
522. რადგან თქვენ აღნიშნეთ, დაავადებული სხეული სწორი კვებით უნდა ვასაზრდოვოთო, ესე იგი, თქვენ მირჩევთ, რომ განვეშორო იმას, რაც მავნებს?
521. შემინდე ბატონო აბბა, მამები გვასწავლიან, სხეული უნდა მოვიძულოთ, და ამავე დროს ამბობენ, გონივრულად უნდა ვმართოთო; გთხოვ, ამიხსენი, რა განსხვავებაა მათ შორის