წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე - ციტატები, გამონათქვამები წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე | გამონათქვამები
518. ამიხსენი, მეუფეო, ბუნებრივია თუ არა ის ავადმყოფობა, რომელიც დაუდევრობისა და ცხოვრების უწესრიგობის გამო გვემართება? და რატომ ეგზავნება ადამიანს ავადმყოფობა ღვთისაგან? ასევე სამწუხარო შემთხვევები, ღვთისაგან გასაფრთხილებლად დაიშვება ვინმეზე თუ არა? იხილეთ სრულად
516. ფსალმუნთა გალობისათვის ღამე ადგომა ძალიან მიჭირს, თავს თითქოს ცუდად ვგრძნობ, მაგრამ ამის მიზეზს ვერ ვხვდები და ყველაფერს დამძიმებული ვაკეთებ. უძლურებაა ეს თუ დემონებისგანაა?
515. მითხარი, ჩემო მამაო, დავუთმო თუ არა სხეულს, როცა ის უძლურების შესაფერის საჭმელს მთხოვს; და შეიძლება თუ არა ჩვეულებრივზე ადრე საჭმლის ჭამა? თუ პირიქით, ყველაფერი ეს არად ჩავაგდო, მოვიძულო და რომც გამიჭირდეს, მაინც ჩვეულებრივი რეჟიმი დავიცვა? იხილეთ სრულად
514. წინას მსგავსი მისივე შეკითხვა გულის წუხილის შესახებ, და თუ რატომ დარჩა მასში კვლავ ერთგვარი სისუსტე
509. ჩემო მამაო! საჭმლის ჭამა ძალიან მამძიმებს, მაგრამ მარხვაც არ შემიძლია. სხეული მიუძლურდება და ოფლი მასხამს, გულის უგრძნობელობა და ამპარტავნება კი ცრემლებს მაშორებს
507. შენს სიწმიდეს ვთხოვ, ჩემო მამაო! სულით და სხეულით უძლური ვარ და რამოდენიმე დღეა ფიზიკურად ავადვმყოფობ, ისე რომ, იძულებული ვხდები ყოველ დილით საკვები მივიღო; აბაზანითაც ხშირად ვსარგებლობ. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ჩემი სული ღმერთს ჰმადლობს და ამბობს: „მან ეს ავადმყოფობა ჩემი მრავალი ცოდვების გამო დაუშვა“; ხოლო ზოგჯერ ვწუხვარ და სულმოკლედ ვამბობ: „ალბათ არა ვარ ღირსი, სხვებივით წყნარად დღეში ერთხელ რომ ვჭამო ჩემი პური“. მაგრამ აზრი ისევ მეპასუხება: „განა შეიძლება ღმრთის შეპასუხება? განა მან ყველაფერი არ იცის? მის გარეშე ხომ არაფერი ხდება? მოითმინე მადლიერებით“. გთხოვ, ჩემო მამაო, ღვთის წყალობით, ილოცე ჩემთვის და ამიხსენი, როგორ მოვიქცე, რომ წუხილმა არ შთანმთქას იხილეთ სრულად
506. ილოცე ჩემთვის, ჩემო მამაო, და მითხარი, რას ნიშნავს ეს: როცა ფსალმუნების ან ლოცვების გალობა მსურს, ვგრძნობ, რომ მეზარება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცივა. ამიტომ, უკვე მრავალი ღამეა, ფსალმუნთა გალობას და ლოცვას მჯდომარე ვასრულებ. ვშიშობ, სიმზარმაცე ხომ არ იწვევს ამას. ამიტომ, შენი დარიგებების ღირსად ჩამთვალე და ილოცე, რომ ყველაფერი ისე შევასრულო, როგორც მეტყვი იხილეთ სრულად
504. ჩემო მამაო, ილოცე ჩემთვის და გთხოვ ამიხსენი, რატომ მემართება ასეთი უძლურება ლოცვითი კანონის აღსრულების და ხელსაქმის დროს? უძლურებიდან კი აზრი იქითკენ მიზიდავს, რომ ვჭამო და დავიძინო