წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე - ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

Loading..
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

503. ერთ-ერთმა ძმამ დიდ ბერს სთხოვა: მე სულით და სხეულით დაუძლურებული ვარ, ილოცე ჩემთვის, ჩემო მამაო, რომ ღმერთმა გამაძლიეროს, რათა ვმადლობდე მას. ჩემთან ერთად მცხოვრები ძმისთვისაც ილოცე, რამეთუ ის წყალობას საჭიროებს იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

501. თუ ბერთან მცხოვრებ ძმას მისი პასუხები არ აკმაყოფილებს და აზრები ტანჯავენ, უმჯობესი ხომ არ იქნება, რომ მან თავის ბერთან შეთანხმებით, ან, თუ შეიძლება, მისი ნების გარეშეც, შეკითხვებით სხვა ბერს მიმართოს, თუ უნდა მოითმინოს აზრებისაგან მიყენებული ზიანი? იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

500. ერთ-ერთ ბერთან მცხოვრებმა ძმამ, იმავე ბერს, იოანეს, საკვებზე, ძილის ზომიერებასა და იმ შფოთზე ჰკითხა, რომელიც, როგორც მას ეჩვენებოდა, იმიტომ ემართებოდა, რომ ბერი მას ზოგჯერ არასწორად ექცეოდა იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

499. როგორ მოვიქცე? ნაყროვანების, ვეცხლისმოყვარეობის და სხვა ვნებები მაწუხებს იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: ვნებები

498. ხშირად, როდესაც ძმას რაღაცას ვეუბნები, სიტყვას რისხვით წარმოვთქვამ; ხოლო როდესაც თქმას სიყვარულით ვცდილობ, მაშინვე სხეულში ისეთ ბილწ ტკბობას და მოძრაობას ვგრძნობ, რომ ამ გრძნობის გარეშე ძმის სახის შეხედვა არ შემიძლია. როგორ მოვიქცე, ჩემო მამაო? იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

496. აბბა, ღვთის გულისათვის, ჩემი უსირცხვილობა და უგუნურება შემინდე და მრავალ ცოდვებში ჩავარდნილს შემეწიე. თუკი მას, ვისაც ღვთის წინაშე ერთი ცოდვა ჩაუდენია, დიდი სინანული მოეთხოვება, მაშინ მე რა ვიღონო, ცოდვებთან თანაშეზრდილმა? მე, ყველანაირი საშუალებით, განუწყვეტლივ ვარისხებდი ღმერთს; ეს რომ მან შემინდოს, ამისთვის თქვენს ლოცვებს ვსაჭიროებ. ვიცი, ამ გზის შესწავლა დაუცადებლად მომეთხოვება მე, რომელსაც მრავალი თავგადასავლების (ბრძოლებისა და მკვლელობების) და ბოროტების შემდეგ, ღვთის უდიდესი წყალობით აქ მოსვლა მეღირსა. ამიტომ, ჩემო ღირსო მამაო, გთხოვ, ჩემს მიმართ წყალობა გამოიჩინე, როგორც საჭიროდ მიგაჩნია, ისე დამარიგე და ილოცე ჩემთვის, რომ ის შენი წმინდა მცნებები დავიცვა, რომელთა აღსრულებასაც მიბრძანებ იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

495. რადგან ცოდვილი ვარ და სხეულის უძლურების გამო ღვთისათვის სათნო და კეთილი საქმეების კეთებას მოვაკლდი, ამიტომ გთხოვ მეუფეო, ილოცე ჩემთვის, ღვთის განმარისხებლისთვის, რომელსაც, როგორც უკვე ვთქვი, არაფრის კეთება არ შეუძლია იმიტომ, რომ სხეულის უძლურება ეწინააღმდეგება იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

494. ჩემო წმინდა მამაო! რადგან უძლური და ცოდვილი ვარ, არა მაქვს კადნიერება, რომ ღმერთს რაიმე ვთხოვო, და ამიტომ მოგმართავ, ილოცე ჩემ ცოდვილისთვის. დაე, მან მისი მსახურების ღირსი გამხადოს და ძალა და გონიერება მომანიჭოს. რადგან ყოველმხრივ არარაობას წარმოვადგენ და ამ ყველაფერს (როგორც ეს შენმა გულმაც იცის) ვსაჭიროებ. მრწამს კეთილო მამაო, შენს ძლიერ ლოცვებს შეუძლიათ ღმერთი დაითანხმონ, რომ მან ჩემი ცოდვები არად ჩააგდოს, და რომ მისი კურთხეული გზის დაწყების ღირსად ჩამთვალოს, რათა შენი წყალობით დარიგებული, გონივრულად შევუდგე მას, ჩემო კურთხეულო მამაო, და შესაფერისი მადლიერება შევწირო კაცთმოყვარე ღმერთს, რომელმაც შენი მეშვეობით ყველანაირი სიკეთე მაღირსა. შემინდე მე უგუნურს და კადნიერს, და ილოცე ჩემთვის იხილეთ სრულად

link
0