
480. ერთ-ერთ ძმას, მეორე ძმამ, ვისთან ერთადაც ის რაღაც საქმეს აკეთებდა, ეშმაკის ზემოქმედებით გაარტყა, ხოლო მან, აღშფოთებულმა, მასთან ერთად რომ აღარ ემუშავა, მისი მიტოვება განიზრახა და ამის თაობაზე დიდ ბერს ჰკითხა იხილეთ სრულად
480. ერთ-ერთ ძმას, მეორე ძმამ, ვისთან ერთადაც ის რაღაც საქმეს აკეთებდა, ეშმაკის ზემოქმედებით გაარტყა, ხოლო მან, აღშფოთებულმა, მასთან ერთად რომ აღარ ემუშავა, მისი მიტოვება განიზრახა და ამის თაობაზე დიდ ბერს ჰკითხა იხილეთ სრულად
479. ღმერთმა ადამიანი თავისუფალი შექმნა და ის მას მართალი საქმეების კეთებას არ აიძულებს; ჰოდა, ამიხსენი ჩემო მამაო, ამის შემდეგ, რატომ ეხმარება ის შეურაცხყოფილს და, ამავე დროს: „შეურაცხ-ჰყვნის გულის სიტყუანი ერთანი და შეურაცხ-ჰყვნის ზრახვანი მთავართანი (ფსალ. 32. 10)? ილოცე ჩემთვის, რომ ეშმაკისეულ ურწმუნოებას გავექცე და ყურად ვიღო თქვენი სულიერი სწავლებები იხილეთ სრულად
478. ჩემო მამაო, შენ თქვი, დუმილი ყველა შემთხვევაში კარგიაო. მაგრამ როგორც კი მას ვიცავ, მაშინვე მეჩვენება, რომ ამას შფოთის მოსაშორებლად ვაკეთებ და ვზიანდები. როგორ ხდება ეს?
477. როდესაც კეთილი საქმის გაკეთება ან მის შესახებ რაიმეს თქმა მსურს, მეშინია, რომ მან შფოთი არ წარმოშვას გულში, ამიტომ გავურბივარ მას. კარგად ვიქცევი თუ არა? იხილეთ სრულად
476. ზოგჯერ ღვთის სახელსაც მოვუხმობ, მაგრამ გონებაში კვლავ ერთგვარი სიმძიმე მრჩება. ამიტომ, რამდენჯერ უნდა მოვუხმო ღვთის სახელს? იხილეთ სრულად
475. ზოგჯერ, აზრი არა მარტო შფოთს მითესავს, არამედ მაიძულებს კიდეც, რომ რაღაც გავაკეთო ან ვთქვა, ხოლო ზოგჯერ პირიქით, სურს რა ხელის შეშლა, თუ რაღაცის თქმა და გაკეთება დავაპირე, მაკავებს და მეწინააღმდეგება. როგორ მოვიქცე? იხილეთ სრულად
474. ჩემო მამაო, შენ განმიცხადე, ყველაფერი რაც შფოთთან და პატივმოყვარეობასთანაა შერწყმული, დემონებისაგან წარმოდგებაო. ვმადლობ ღმერთს, რომ მან თქვენი სულიერი სწავლებით გონება გამინათა და ცოდვილებს, თავისი წმიდანების მეშვეობით სიცოცხლის გზა შეგვაცნობინა. ახლა გთხოვ, ისიც ამიხსნა, თუ რა არის თავის მართლება
473. ჩემო მამაო, შენ მითხარი, აზრი საუბრის დაწყებამდე გამოიკვლიეო, მაგრამ როგორ მოვიქცე, როდესაც საჭიროება მოითხოვს, რომ სიტყვა მანამდე ვთქვა, სანამ მოფიქრებას მოვასწრებ, ან როდესაც საუბარში მდუმარედ გამოჩენა არ მინდა და მეც მსურს მასში მცირედი მონაწილეობის მიღება; ამასთანავე, სათქმელში რაიმე აშკარა ცოდვას ვერ ვხედავ, არამედ პირიქით, მეჩვენება, რომ ის კარგი ან საშუალოა; ასეთ შემთხვევაში, რადგან ყოველმხრივი განხილვის დრო არა მაქვს და ვერც იმას ვხვდები სათქმელში ცოდვა იმალება თუ არა, რას მიბრძანებ, როგორ მოვიქცე? იხილეთ სრულად
472. ზოგჯერ, ვინმესთან საუბრის დაწყებისთანავე მტერი მაშფოთებს და როგორ მოვიქცე არ ვიცი. თუ, როგორც შენ მითხარი, საუბრის ავკარგიანობის განსახილავად და გასააზრებლად შევჩერდები, მაშინ მოსაუბრემ შესაძლოა მოულოდნელად შეწყვეტილი საუბრის გამო განმიკითხოს იხილეთ სრულად
471. დიდმა ბერმა თქვა: „თუ ვინმე აზრებში, თუნდაც თმის ღერისოდენა შფოთს შეიგრძნობს, ეს ბოროტისგან არისო“. ამიხსენი, რას ნიშნავს ეს იხილეთ სრულად