ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ იესოს ლოცვაში ვარჯიშს ყოველთვის, ან თითქმის ყოველთვის, თან სდევს ხიბლი და გადაჭრით კრძალავენ ამ ლოცვით საქმიანობას.

ვინც ამ აზრს და ასეთ აკრძალვას იზიარებს, ის ჩავარდნილია საშიშ ღვთისგმობაში, იმყოფება ღიბლში და სიბრალულის ღირსია ასეთი ხიბლის გამო. უფალი იესო ქრისტე არის ჩვენი ცხოვნების ერთადერთი წყარო, ჩვენი ხსნის ერთადერთი იმედი და მისმა ადამიანურმა სახელმა, მისი ღვთაებრიობიდან მიიღო შეუზღუდავი, ყოვლადწმინდა ძალა ჩვენი ხსნისათვის და როგორ შეუძლია ჩვენს საცხოვნებლად მოქმედ ამ ძალას, ხსნის მომნიჭებელ ამ ერთადერთ ძალას, გადაგვარება და დაღუპვა? - ეს ხომ აზრს მოკლებულია! ეს ხომ სამწუხარო ღვთისგმობაა და სულის წარმწყმედი სიბრმავეა! ვინც ამგვარ აზრებს იზიარებს, ნამდვილად იმყოფება სატანურ ხიბლში და შემცდარია სატანისაგან მოტყუებული გონებით.

განიხილე წმიდა წერილი დაცხადად დაინახავ, რომ მასში ყველგან განდიდებული და ამაღლებულია უფლის სახელი და ადამიანთა მაცხოვნებელი მისი ძალა. განიხილე მამების ნაწერები და ცხადად დაინახავ, რომ უკლებლივ ყველა გვირჩევს და გვიანდერძებს იესოს ლოცვაში ვარჯიშს. მას უწოდებენ იარაღს და მასზე უფრო მძლავრი არაფერია, არც ცაში და არც დედამიწაზე; უწოდებენ მას მადლმოსილს, სანუკვარ მემკვიდრეობას, ერთ-ერთ საბოლოო, ამაღლებულ დანაბარებს ღმერთკაცისას, უტკბილეს და სიყვარულით აღსავსე მანუგეშებელს, საიმედო საუნჯეს. ბოლოს, მიმართე აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონმდებლობას და ცხადად დაინახავ, რომ მან ყველა თავის უწიგნური შვილისათვის - როგორც მონაზვნების, ასევე ერის ადამიანებისათვის - დაადგინა ფსალმუნთგალობების და ლოცვანის შეცვლა სასენაკო იესოს ლოცვის კანონით. მაშ, რაღას ნიშნავს წმიდა წერილის, ყველა წმიდა მამის და მსოფლიო ეკლესიის კანონმდებლობის საპირისპიროდ ზოგიერთი დაბრმავებულის საწინააღმდეგო სწავლება, რომელიც აღიტაცება და განიდიდება მათ მსგავსად დაბრმავებულთა მიერ. ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ იესოს <

255. ასრულებდნენ თუ არა გასულ საუკუნეებში ერისკაცები იესოს ლოცვას?
ჩემს სიჭაბუკეში, მახსოვს, ზოგიერთი ღვთისმოშიში ერისკაცი, მათ შორის ბევრი თავადიშვილიც, ძალიან უბრალოდ ცხოვრობდა და იესოს ლოცვას ლოცულობდა. დღეს ეს შესანიშნავი ჩვეულება ქრისტიანობისა მონაზვნობის საერთო დაცემის კვალდაკვალ თითქმის დაიკარგა. უფალ იესო ქრისტეს სახელით ლოცვა მღვიძარე, მკაცრ ცხოვრებასა და უცხოებას მოითხოვს, კაცი ამა სოფლისას აღარაფერს უნდა იყოს მიჯაჭვული, ჩვენ კი ნაცნობების ფართო წრე გვინდა, გულისთქმების აღსრულებას ვესწრაფვით და კეთილისმყოფელებს დავეძებთ. "იესო მიეფარა, რამეთუ ერი იყო ადგილსა მას" (იოან. 5.13).
ჩემს სიჭაბუკეში, მახსოვს, ზოგიერთი


იესოს ლოცვამ ხორციელი ღვაწლი შეამსუბუქა!

სანამ მღვიძარების, სიფხიზლით შრომის შესახებ სწავლება სისტემურ სახეს მიიღებდა, საყოველთაო გახდებოდა და თავისუფლად გავრცელდებოდა, მამები და სულიერი მოშურნეობის მქონე ადამიანები ბევრს შრომობდნენ ხორციელი ღვაწლით: მარხულობდნენ, ღამეებს ათევდნენ, მრავალ გასაჭირს ითმენდნენ. მაგრამ როცა მღვიძარება, სიფხიზლით შრომა ცნობილი გახდა, როგორც სისტემაში მოყვანილი მეთოდი, ხორციელი ღვაწლი საგრძნობლად შემცირდა არა ზედმეტობის გამო, არამედ იმ მიზეზით, რომ მამებმა სულიერ საქმიანობას ხორციელ ღვაწლზე მეტად მიუძღვნეს თავი. სიფხიზლით შრომა მათ გულისსიტყვებისგან ათავისუფლებდა და ვნებებიც სუსტდებოდა. მღვიძარებამ მათ გულებს სიწმინდე მიჰმადლა. ამიტომაც აღარ ჰქონდათ სულის სიწმინდის მისაღწევად ხორციელი ღვაწლის უკიდურესი საჭიროება.
ამის გამო ჩვენც, მონაზვნებმაც არ უნდა მივატოვოთ ეს ლოცვა, რომელსაც 1000%-ით მოაქვს სარგებელი. როცა სიფხიზლით შრომა განწმენდს გონებასა და გულს და ადამიანს მისცემს უნარს კეთილგონივრულად იზრუნოს როგორც სხეულის გარეგან, ისე სულის შინაგან გრძნობებზე, მაშინ მონაზონს მიზნის მისაღწევად დიდი ხორციელი ღვაწლი აღარ ესაჭიროება. სანამ მღვიძარების, სიფხიზლით შრომის შესახებ


წმიდა ზოსიმეს განჩინება

წმიდა მოწამე ზოსიმე მეუდაბნოე ცხოვრობდა IV საუკუნეში (ხსენება 19/IX). ერთხელ ნადირობისას კილიკიის განმგებელმა დომეტიანემ უცნობი მოხუცი დაინახა, რომელიც მშვიდად და ალერსით ესაუბრებოდა მის გარშემო შეკრებილ გარეულ მხეცებს. მონადირეთა დანახვაზე მხეცები გაიფანტნენ. მოხუცი დაჰკითხეს - ვინ ხარ და უდაბნოში რისთვის ცხოვრობო. მეუდაბნოემ ასე მიუგო განმგებელს: "მე ზოსიმე მქვია და ქრისტიანი ვარ, ხოლო უდაბნოში იმის გამო ვცხოვრობ მხეცებთან, რომ არ მსურს ქალაქში ყოფნა უფალ იესოს მტრებთან". მაშინ დომეტიანე დაემუქრა წმიდა ზოსიმეს და უთხრა: „თუკი ნაზარეველს სცემ თაყვანს, მე ნაზარეთშივე გწევ საჯაროდ სასტიკ სატანჯველთ და გაიძულებ ქრისტეს განუდგე“. როცა წმიდანს ჰკითხეხ - ვითარი გრძნეულებით ათვინიერებო გარეულ მხეცებს, მან მიუგო: "მე ქრისტიანი ვარ!" შემდეგ იგი ნაზარეთს წაიყვანეს და ტანჯვა-წამება დაუწყეს. მოხუცი თავდაყირა დაკიდეს, კისერზე ლოდი გამოაბეს და რკინის ჭანგებით დაუგლიჯეს სხეული, თან დასცინოდნენ: "თუკი გარეული მხეცები გემორჩილებიან შენ, მაშინ უბრძანე რომელიმე მათგანს მოვიდეს აქ და ჩვენ ვირწმუნებთ შენს ღმერთს". წმიდა ზოსიმემ ლოცვა აღუვლინა უფალს და ანაზდად უდაბნოდან ვეება ლომმა მოირბინა. შეძრწუნებული წარმართები "შიშით მიმოიფანტნენ პირუტყვი კი მოხუც მოწამეს მიუახლოვდა და მის კისერზე გამობმული ლოდი თათით დაიჭირა. განმგებელი შეევედრა წმინდანს, უსაფრთხო გაეხადა ლომი და შემდეგ ბრძანა ჩამოეხსნათ მოწამე, რათა იმპერატორისთვის გაეგზავნათ განსასჯელად. მაგრამ წმ. ზოსიმე მეუდაბნოემ მაშინვე მიაბარა სული უფალს წმიდა მოწამე ზოსიმე მეუდაბნოე ცხოვრობდა IV

ულოცველობა. ესაა არაეკლესიურობის კერძო შემთხვევა, საყოველთაოდ გავრცელებული ცოდვა. როდესაც სულიერი ცხოვრების ამ უმნიშვნელოვან მხარეზე ლაპარაკობს, აღმსარებელმა უნდა თქვას, როგორ ლოცულობს, რა ნაყოფი გამოაქვს მის ლოცვას, ლოცვა სულიერ ნუგეშისცემას ანიჭებს თუ უსიამოვნო ბეგარად აწევს, რომლისგანაც თავის დაღწევას ყველანაირად ცდილობს, მართლმადიდებლური ლოცვანით სარგებლობს თუ ზეპირად იცის ლოცვები, კითხულობს თუ არა სახარებას და ა.შ. ყოველი მორწმუნე ყოველდღიურად უნდა იხსენიებდეს ახლობლებს, ცოცხლებს, მიცვალებულებს, უნდა ლოცულობდეს "მწყევართათვის" (ლიკა 6, 28), იმათთვის, ვის მიმართაც თვითონა აქვს სიძულვილის გრძნობა ან ვინც იგი უსამართლოდ შეურაცხყო. ხშიარდ უნდა დავესწროთ ღმრთისმსახურებას, კვირაობით და დღესასწაულებზე ეკლესიაში ვიაროთ, დავიცვათ ეკლესიისაგან დადგენილი მარხვები, რაც მარტო საჭმელისაგან თავშეკავებას კი არა, ზნეობრივ სიწმიდესაც ნიშნავს. მტრებს შევურიგდეთ, მოწყალება გავიღოთ, მოვალეს ვალები შევუნდოთ, გავვერიდოთ ყოველივე ამაოს და მარადიულზე ფიქრს მივცეთ თავი.
გულწრფელ მორწმუნეს ნელთბილისაგან მხურვალე ლოცვა განასხვავებს. უბრალოდ ნუკი "ჩავიკითხავთ" ლოცვებს, ანდა ღმრთისმსახურების დროს "გაძლებაზე" ნუკი ვიქნებით, არამედ ლოცვის ნიჭი ვითხოვოთ ღმერთისაგან, შევიყვაროთ ლოცვა და მოუთმენლად ველოდეთ მის დაწყებას. მორწმუნე უნდა შეეჩვიოს ლოცვით გარემოს, გაიგოს და შეიყვაროს საეკლესიო საგალობლები, მათი შეუდარებელი სიღრმე და სილამაზე, ლიტურგიული სიმბოლოების მშვენიერება და მისტიკური ხატოვნება. ლოცვის ნიჭი არის საკუთარი თავის, საკუთარი ყურადღების ფლობის უნარი, ამ დროს კაცი მხოლოდ ბაგითა და ენით კი არ იმეორებს ლოცვის სიტყვებს, არამედ მთელი გულით ლოცულობს. უნდა შევეთვისოთ იესოს ლოცვას ("უფალო ისო ქრისტე, ძეო ღმრთიოსაო, შემიწყალე მე ცოდვილი"), და ყველგან ყოველთვის ვიმეოროთ იგი, განსაკუთრებით კი გასაჭირში, სულიერი ბრძოლების, განსაცდელის ჟამს.
მაშ, მოდი, ძმაო, ყურადღებით განიხილე აქ ჩამოთვლილი წესები, კანონები, ქრისტიანის მოვალეობები, დაუფიქრდი, რაში სცოდე ჩვენი სარწმუნოების, ჩვენი ეკლესიის წმიდა დადგენილების წინაშე, და არ დაგავიწყდეს - შეინანე! ულოცველობა. ესაა არაეკლესიურობის კერძო

978. რას ეტყოდით მას, ვისაც საშინელი წინააღმდეგობა აქვს ჩაგონებული იესოს ლოცვის მიმართ?
ვისაც საშინელი წინააღმდეგობა აქვს ჩაგონებული იესოს ლოცვის მიმართ და თანაც სრულიად არ იცნობს მას გამოცდილებით, იმისთვის უმჯობესი იქნება საერთოდ შეიკავოს თავი იესოს ლოცვაზე მსჯელობისაგან და აღიაროს, რომ არაფერი გაეგება ამ უწმინდესი ღვაწლისა, ვიდრე იესოს ლოცვის წინააღმდეგ მქადაგებლის როლი იკისროს და ამტკიცოს, რომ იგი ეშმაკის ხიბლისა და სულის წარწყმედის მიზეზია.
ვისაც საშინელი წინააღმდეგობა აქვს ჩაგონებული

გვირჩევენ თუ არა სულიერად განბრძნობილი ადამიანები თვითნებურად იესოს ლოცვის კითხვას და როგორ?
იესოს ლოცვა უნდა ილოცო ზეპირად, ჩვეულებრივად, ხოლო გონება-გულით სწავლა შესაძლებელია მხოლოდ გამოცდილი ბერების ხელმძღვანელობით და იესოს ლოცვის შესახებ წმიდა წიგნებით. მთავარი ის არის, რომ ამ ლოცვით არაფერს ეძიებდე, გარდა შეწყალებისა.
იესოს < =_1>ლოცვა უნდა ილოცო ზეპირად

მეკითხებით, საიდან წარმოიშვება იესოს ლოცვაში ვარჯიშის დროს ხიბლი? მისი წარმომშობი ლოცვა კი არაა, არამედ აღსრულების სწორედ ის სახეა, რომელიც სიკეთისმოყვარებაშია აღწეილი. იმ სახით მისი ათვისება ამ საქმეში კარგად გარკვეული მასწავლებლის დახმარებით უნდა მოხდეს და თანაც ეს უნდა ხდებოდეს მის თვალწინ. ხოლო, ვინც აღწერილი სწავლებების მიხედვით, საკუთარი ძალისხმევით შედუგება ამ საქმეს, ხიბლს ვერ გაექცევა. სწავლებაში გადმოცემულია საქმის მხოლოდ გარეგანი მოხაზულობა, ხოლო რას გულისხმობ ბერი ყოველივეს მიღმა, რომელიც ხედავს შინაგანი წყობის თავისებურებას, არ ჩანს. ვინც ასეთ საქმიანობას ცოცხალი რწმენის გარეშე შეეწიდება, ბუნებრივია, მხოლოდ გარეგანი საშუალებებით იფარგლება. მკაცრად ასრულებს სხეულის მდგომარეობას, სუნთქვის და გულის შეგრძნებების მიმართ დადგენილ წესებს. ასეთ მეთოდებს ბუნებრივად შეუძლიათ ყურადღების და სითბოს გარკვეულ ხარისხამდე მიყვანა. ამიტომ საიმედო შემფასებლის გარეშე, რომელიც ეტოდა მას, თუ რა ღირებულებისაა მასში მიმდინარე ცვლილებები, მიდის იმ აზრამდე, რომ ეს არის სწორედ ის, რასაც ეძებს, რომ მას ეწვია მადლი - როცა საერთოდ არ გააჩნია იგი. სწორედ ეს არის ხიბლი, რომელიც შემდგომში მისი შინაგანი ცხოვრების მთელ დინებას გაამრუდებს. აი, რატომ გვირჩევენ ახლა ბერები, საერთოდ არ გავეკაროთ ასეთ მეთოდებს. მათ არ ძალუძთ მოგვცეს რაიმე მადლისმიერი, რადგან მადლი არანაირ გარეგანთან არ შედის ურთიერთობაში, არამედ გარდამოეფინება მხოლოდ შინაგან წყობას. შინაგან წყობას აქვს ღირსება და მათ გარეშეც მიიზიდავს მადლს. ეს ყწობა გულისხმობს იესოს ლოცვის აღსრულების დროს ღვთის თანამყოფობაში სვლას; ღვთისადმი შიშისა და კეთილკრძალული გრძნობების გაღვივებას; განებივრებაზე უარის თქმას; ყოველთვის და ყველაფერში საკუთარი სინდისის მიყურადებას და მოფრთხილებას, რომ არ დაილაქოს იგი და სიმშვიდე არ დაიკარგოს, ასევე მთელი პირადი ცხოვრების - შინაგანის და გარეგანის ღვთის ხელში გადაბარებას. თავის დროზე მოვა, ამ სულიერ სტიქიებს ერთიანობაში მოაქცევს ღვთის მადლი და გულში ცეცხლს აღძრავს, რომელიც დაამოწმებს იქ ღვთის მადლის მოსვლას. აზრებში გახლართვა ასეთი გზით თითქმის შეუძლებელია, მაგრამ აქაც პირადი მასწავლებლის ყოლაა უმჯობესი, რომელსაც საშუალება ექნება დაინახოს ჩვენი სახე და გაიგონოს ჩვენი ხმა. რამეთუ ეს ორი რამ წარმოაჩენს იმას, თუ რა ხდება ჩვენში, შიგნით. მეკითხებით, საიდან წარმოიშვება იესოს <

ლოცვა - "უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე!" - არის სიტყვიერი ლოცვა, როგორც სხვა ყველა. მასში განსაკუთრებული არაფერია, მთელ ძალას იღებს იმის მიხედვით, თუ როგორი განწყობით აღესრულება იგი.
ყველა ის საშუალება, რომლის შესახებაც წერენ (ჯდომა, მოხრილობა)... ასევე ლოცვის მხატვრული აღსრულებაა, ყველას არ წაადგება და პირადი მასწავლებლის გარეშე საშიშია. კარგი იქნება, თუ ყველაფერს არ შევეჭიდებით. ერთი მეთოდი კი საყოველთაოა: "ყურადღებით ვიდგეთ გულში". სხვა ყველაფერი გარეშეა, დამატებულია და საქმესთან არ გვაახლოვებს.
ამ ლოცვის ნაყოფების შესახებ ამბობენ, რომ მასზე აღმატებული ამქვეყნად არაფერია. სადაა სამართალი. თილისმა იპოვეს! ნაყოფებიდან არაფერი მიეკუთვნება ლოცვის სიტყვიერ და მეტყველით მხარეს. ის შეიძლება მიღებულ იქნეს ამ ლოცვის გარეშე და ყოველგვარი სიტყვიერი ლოცვის გარეშეც, მხოლოდ გონებით და გულით ღვთიაკენ სწრაფვით.
საქმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ "მივაღწიოთ ღმრთის მუდმივ ხსოვნას ან ღმერთის თანამყოფობის მუდმივ განცდას". ყველას მიმართ შეიძლება ითქვას: "როგორც გინდა ილოცე, ოღონდ მიაღწიე ამას... იესოს ლოცვას აღასრულებ თუ მუხლთადრეკას... ტაძარში ივლი თუ შენ ილოცებ... რასაც ისურვებ, ყველაფერი გააკეთე იმისათვის, რომ ღმერთი მუდამ გახსოვდეს".
მახსოვს კიევში ერთი ადამიანს შევხვდი, რომელიც ამბობდა: "არანაირი მეთოდი არ გამომიყენებია, იესოს ლოცვის შესახებ არაფერი ვიცოდი და ყველაფერი, რაზადაც იქ საუბარია, ამისრულდა და სრულდება, მაგრამ როგორ, მე ეს თავად არ ვიცი. ღმერთმა მომცა!.."
ის, რაც ღმერთმა მოგვცა ან მოგვცემს, უნდა მოვუფრთხილდეთ. ერთმანეთსი არ უნდა აგვერიოს თვითმოქმედების და მადლის ნაყოფები.
გვეუბნებიან: მოიპოვე იესოს ლოცვა, ანუ შინაგანი ლოცვა. იესოს ლოცვა არის კარგი საშუალება ასეთი ლოცვის მოსაპოვებლად, მაგრამ თავისთავად ის არაა შინაგანი, არამედ გარეგანი ლოცვაა. ვინც ცდილობს მიეჩვიოს მას, ძალიან კარგს აკეთებს; მაგრამ თუ მხოლოდ მასზე ჩერდება და შორს აღარ მიდის, ეს ნიშნავს, რომ შუაგზაზე ტოვებს საქმეს...
იესოს ლოცვის აღსასრულებლად აუცილებელი ხდება ღვთის გააზრება, სხვაგვარად ის მხოლოდ მშრალ საკვებსწარმოადგენს. კარგია თუ ვინმეს ენა შეისისხლხორცებს იესოს სახელს, მაგრამ ამ დროს შესაძლოა უფალი დავივიწყოთ და აზრებიც მისი საწინააღმდეგო გაგვაჩნდეს. ამიტომ ღვთისაკენ ჩვენი მოქცევა გაცნობიერებული თავისუფალი უნდა იყოს, და შრომის დორს ყოველთვის უნდა ვუხმობდეთ განსჯას. ლოცვა - უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო


იესოს ლოცვის განმარტება

მონაზონი ლოცვის ხუთ სიტყვას უნდა იმეორებდეს განუწყვეტლივ, როცა შრომობს, ჭამს, ზის და სხვა ნებისმიერი საქმიანობითაა დაკავებული. ამ სიტყვებს ან ბაგეებით ვამბობთ, ან გონებით, ან გულით: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“.
განუწყვეტლივ ამ სიტყვების წარმოთქმა არ გვღლის. თავიდან ადამიანს ცოტა ძალის დატანება სჭირდება, მაგრამ შემდეგ ეჩვევა, ძალიან ადვილად ამბობს ლოცვას და აღარ უნდა მისი შეწყვეტა. ლოცვისას ის ისეთ სულიერ მხიარულებას გრძნობს, რომ ყველაზე მძიმე წუთებშიც კი (თუკი ასეთი იარსებებს) არ აღელდება, არც შეწუხდება, არამედ მოთმინებით აღვსილი მიმართავს უფალს, შეწყალებას სთხოვს და ქრისტეც ანუგეშებს და სიხარულს მიანიჭებს. განა რა არის ამაზე მშვენიერი – ყოველ წუთს ქრისტეს ევედრებოდე და თიხის ბაგეებით მის წმინდა სახელს წარმოთქვამდე? არსებობს ამაზე დიდი პატივი?
ეს სიტყვები მთელ ჩვენს სარწმუნოებას მოიცავს. როცა ვამბობთ: „უფალო“, გვწამს, რომ ღვთის მონები ვართ და იგი ჩვენი უფალია. ქრისტეს პატივს მივაგებთ, როცა მას უფალს ვუწოდებთ, მაგრამ ჩვენთვისაც პატივია ის, რომ იმ ბატონის მსახურნი ვართ, რომელიც თავად ღმერთია.
როდესაც ვამბობთ „იესო“, რაც უფლის კაცობრივი სახელია, გვახსენდება ქრისტეს მთელი მიწიერი ცხოვრება შობიდან ამაღლებამდე.
ვამბობთ „ქრისტე“, რაც ნიშნავს ღვთის ცხებულს, ცისა და ქვეყნის მეუფეს, სხვა სიტყვებით კი – ღმერთს, ვაღიარებთ და გვწამს, რომ ქრისტე ჩვენი ღმერთია, რომელმაც ყველაფერი შექმნა, ზეცაში სუფევს და ისევ მოვა ქვეყნიერების განსასჯელად.
როცა ვამბობთ „შემიწყალე მე“, ღმერთს ვევედრებით, მოგვივლინოს თავისი შეწევნა და წყალობა, რადგან ვაცნობიერებთ, რომ ღვთის შეწევნის გარეშე არ შეგვიძლია რაიმეს კეთება. ესაა ამ წმინდა სიტყვების მცირე განმარტება. ვინც ლოცვის ამ სიტყვებს იმეორებს, ბევრ რამეს გამოცდის.
მთელი გულით გისურვებ, ჩვენმა ტკბილმა იესომ შენს სულს ეს ლოცვა მიჰმადლოს, რომ მისი სულიერი ამბროზია იგემო და ამით აღივსო. მონაზონი ლოცვის ხუთ სიტყვას უნდა იმეორებდეს

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3