ქრისტეს ეკლესიის ერთ-ერთი ძირითადი თავისებურებაა სამღვდელოების ერთიანობა. წმ. კვიპრიანე კართაგენელი ამბობს: "მსოფლიო ეკლესია ერთია, განუშორებელი და განუყოფელია. ამიტომ უნდა გაერთიანდეს ყველა მღვდელთმთავარი ერთ მთლიანობაში". სხვაგა...
იხილეთ სრულად
ქრისტეს ეკლესიის ერთ-ერთი ძირითადი თავისებურებაა სამღვდელოების ერთიანობა. წმ. კვიპრიანე კართაგენელი ამბობს: "მსოფლიო ეკლესია ერთია, განუშორებელი და განუყოფელია. ამიტომ უნდა გაერთიანდეს ყველა მღვდელთმთავარი ერთ მთლიანობაში". სხვაგან იგივე წმიდა მამა წერს: "ეს მთლიანობა მტკიცედ უნდა დავიცვათ ჩვენ, ეკლესიის თავში მდგომმა ეპისკოპოსებმა, რათა ვაჩვენოთ, რომ თვით ეპისკოპოსები ერთნი და განუყოფელნი არიან..."
ამ დიდებულსა და ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელ დღეს ქრისტეს აღდგომისა, ჩვენ უნდა შევხვდეთ განწმენდილნი, განვაახლოთ ჩვენი სულიერნი სწრაფვანი და ქრისტიანული შემეცნების სიღრმეში მივეახლოთ ჭეშმარიტებისა და ცხოვრების გზას - უფალსა ჩ...
იხილეთ სრულად
ამ დიდებულსა და ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელ დღეს ქრისტეს აღდგომისა, ჩვენ უნდა შევხვდეთ განწმენდილნი, განვაახლოთ ჩვენი სულიერნი სწრაფვანი და ქრისტიანული შემეცნების სიღრმეში მივეახლოთ ჭეშმარიტებისა და ცხოვრების გზას - უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს.
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !ეს ის სიტყვებია, რომელთაც აზრობრივად გადავყავართ იმ დროში, როცა ღრმა მწუხარებას მოეცვა მაცხოვრის მოწაფენი და მენელსაცხებლენი დედანი. ზოგიერთის გულში ეჭვსაც დაესადგურა: იყო კი იეს...
იხილეთ სრულად
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !ეს ის სიტყვებია, რომელთაც აზრობრივად გადავყავართ იმ დროში, როცა ღრმა მწუხარებას მოეცვა მაცხოვრის მოწაფენი და მენელსაცხებლენი დედანი. ზოგიერთის გულში ეჭვსაც დაესადგურა: იყო კი იესო ის მესია, საუკუნეთა მანძილზე რომ ელოდა ტანჯული კაცობრიობა; და თუ ჭეშმარიტად ქრისტე იყო, როგორღა შეძლეს ჯვარს ეცვათ იგი?
თითოეული ჩვენგანის ცხოვრება, ისევე როგორც წარსული ჩვენი ერისა, განსაცდელითაა სავსე. უფალი ადამიანს უგზავნის სხვადასხვა გასაჭირს, მწუხარებასა და უბედურებას, ათასგვარ სიძნელესა და დამცირებას, რათა მან ბოლოსდაბოლოს შეიცნოს თავი თვისი...
იხილეთ სრულად
თითოეული ჩვენგანის ცხოვრება, ისევე როგორც წარსული ჩვენი ერისა, განსაცდელითაა სავსე. უფალი ადამიანს უგზავნის სხვადასხვა გასაჭირს, მწუხარებასა და უბედურებას, ათასგვარ სიძნელესა და დამცირებას, რათა მან ბოლოსდაბოლოს შეიცნოს თავი თვისი. განგიცდია შენ ეს ყოველი? - ეს სისასტიკეა. - შეიძლება თქვა, ან გაიფიქრო; მაგრამ სხვა გზა არ არსებობს.
ეკლესია მარტო ჩვენ, მიწაზე მცხოვრებნი კი არა ვართ, ეკლესიაა, უპირველეს ყოვლისა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი, საქართველოს დედა და დიასახლისი, მოციქულები, წინასწარმეტყველები, ჩვენი მეფეები და პატრიარქები, ყველა ადამიანი, ვინც კ...
იხილეთ სრულად
ეკლესია მარტო ჩვენ, მიწაზე მცხოვრებნი კი არა ვართ, ეკლესიაა, უპირველეს ყოვლისა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი, საქართველოს დედა და დიასახლისი, მოციქულები, წინასწარმეტყველები, ჩვენი მეფეები და პატრიარქები, ყველა ადამიანი, ვინც კი რწმენითა და სიყვარულით წავიდა ამ ქვეყნიდან; ეკლესიაა ათასობით მოწამე და წმიდანი, დიდი მოღვაწენი. ესენი ყველანი ჩვენთან ერთად ქმნიან ერთიან ეკლესიას, რომლის თავიც ბრძანდება მაცხოვარი ჩვენი, იესო ქრისტე. ამ ეკლესიის დიად...
მაცხოვარმა ეკლესიას მიმადლა ძალა სულისა წმიდისა. ყოველგვარი არსებობა განსაზღვრულ ფორმას მოითხოვს. ფორმა საჭიროა ქრისტიანის რელიგიური ცხოვრებისთვისაც და იგი პოვებს კიდეც მას ეკლესიაში მრავალგვარი სახით გამოვლენილს. ჩვენს ტაძრებში ა...
იხილეთ სრულად
მაცხოვარმა ეკლესიას მიმადლა ძალა სულისა წმიდისა. ყოველგვარი არსებობა განსაზღვრულ ფორმას მოითხოვს. ფორმა საჭიროა ქრისტიანის რელიგიური ცხოვრებისთვისაც და იგი პოვებს კიდეც მას ეკლესიაში მრავალგვარი სახით გამოვლენილს. ჩვენს ტაძრებში აღესრულება საიდუმლოებანი: ნათლობისა, მირონცხებისა, აღსარებისა, ზიარებისა, ქორწინებისა, ავადმყოფზე სრულდება საიდუმლო ზეთის კურთხევისა, საიდუმლოა ასევე მღვდლობა, ანუ ხელდასხმა სამღვდელო ხარისხში. ამ შვიდი საიდუმლოს გარდა ტა...
ქრისტეს ნათელი თვით მის სხეულშია, ღვთაებრივი ლოგოსის სხეულში - ეკლესიაში. ეს ის ეკლესიაა, რომელიც კლდესა ზედა არს დაშენებული და რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ სძლევენ.