ვინც მოძღვრის მითითებებს და დარიგებებს უგულებელყოფს, კანონად არ თვლის და მის შესრულებას არ ცდილობს, უნდა იცოდეს, რომ ჯოჯოხეთი ელოდება! შვილო, მართალი მსაჯულის გეშინოდეს და სულიერი მამის დარიგებებს დაემორჩილე. მოძღვარს შენი სული...
იხილეთ სრულად
ვინც მოძღვრის მითითებებს და დარიგებებს უგულებელყოფს, კანონად არ თვლის და მის შესრულებას არ ცდილობს, უნდა იცოდეს, რომ ჯოჯოხეთი ელოდება!შვილო, მართალი მსაჯულის გეშინოდეს და სულიერი მამის დარიგებებს დაემორჩილე. მოძღვარს შენი სულის გადარჩენა სურს, ხოლო ეშმაკს უნდა პატივმოყვარეობით და ურჩობით ჩაგიგდოს ხელში.
ვინც სულიერი მამის სწავლებას იცავს, მისი ლოცვა-კურთხევა დაიფარავს, ხოლო ვინც არღვევს, მას მოძღვრის კურთხევა ამქვეყნადაც და მომავალ ცხოვრებაშიც განეშორება.
რა სარგებელს მოგვიტანს ერის, ნათესავების დატოვება, თუკი ღვთის წინაშე დადებულ აღთქმას არ ვასრულებთ? იქნებ უფლისმიერი ცხოვრების აღთქმა ადამიანებს მივეცით? რას ვუპასუხებთ? მაშ, სრული მორჩილების გზას მთელი გულით შევუდგეთ და ჩვენი სულე...
იხილეთ სრულად
რა სარგებელს მოგვიტანს ერის, ნათესავების დატოვება, თუკი ღვთის წინაშე დადებულ აღთქმას არ ვასრულებთ? იქნებ უფლისმიერი ცხოვრების აღთქმა ადამიანებს მივეცით? რას ვუპასუხებთ? მაშ, სრული მორჩილების გზას მთელი გულით შევუდგეთ და ჩვენი სულები ღვთის მადლით გადარჩებიან.
მორჩილებაზე უკეთესი გზა არ არსებობს. მორჩილებაზე შეყვარებული სიხარულს, სულის განსვენებას, საზრუნავის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, შენდობას და მრავალ სხვა სიკეთეს მიიღებს. უპირველესი კი ის არის, რომ მორჩილება მას სატანის მახ...
იხილეთ სრულად
მორჩილებაზე უკეთესი გზა არ არსებობს. მორჩილებაზე შეყვარებული სიხარულს, სულის განსვენებას, საზრუნავის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, შენდობას და მრავალ სხვა სიკეთეს მიიღებს. უპირველესი კი ის არის, რომ მორჩილება მას სატანის მახეებში გაბმისგან დაიფარავს, რადგან მორჩილი მოძღვრის გამოცდილებით ხელმძღვანელობს და სულიერი ცხოვრების გზაზე დაბრკოლების გარეშე მიაბიჯებს.