წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები
90. როგორც მგრძნობიარე თვალს იზიდავს ხილულ საგანთა სიმშვენიერე, ასევე წმინდა გონებას - უხილავის შემეცნება. უხილავს მე უსხეულოს ვუწოდებ.
თემა: გონება, ღვთის შემეცნებაავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
88. თუკი ლოცვის დროს შენს გონებას არასდროს აბრკოლებს არანაირი მიწიერი ზრახვა, მაშინ იცოდე, რომ შენ არ იმყოფები უბიწოების მიღმა.
თემა: ლოცვა, სიწმინდე, უბიწოება, უმანკოებაავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
85. როგორც ფეხით დაბმული ფრინველი ფრენის დაწყებისთანავე მიწას უბრუნდება, რადგან თოკი აბრკოლებს, ასევე გონებაც, რომელმაც უბიწოებას ვერ მიაღწია, თუმცა კი მიილტვის ზეციური საგნების შეცნობისაკენ, მაგრამ ვნებებს მიჯაჭვულს, კვლავ მიწა იზიდავს.
თემა: გონება, სიწმინდე, უბიწოება, უმანკოება, ვნებებიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
84. თავიდან მეხსიერებას გონებაში უბრალო გულისთქმა შემოაქვს და თუ ის დაყოვნდება მასში, მაშინ მისგან ამოქმედდება ვნება; თუ არ მოაშთობ ვნებას, ის გონებას მიდრეკს სურვილისაკენ, და როცა ესეც მოხდება, მაშინ ცოდვა საქმითაც აღსრულდება. ამიტომაც ბრძენი მოციქული, როცა წარმართობიდან მოქცეულ ქრისტიანებს სწერს, პირველ რიგში, საქმით აღსრულებული ცოდვის აღკვეთას ურჩევს, შემდეგ კვლავ უბრუნდება იმავე თანმიმდევრობას და ცოდვის მიზეზებამდე მიდის. ვნების წარმომშობი და გამაძლიერებელი მიზეზი არის, როგორც ზემოთ ითქვა, ანგარება, რომელიც, ჩემი აზრით, აქ გულისხმობს ნაყროვანებას, ცოდვის დედასა და მასაზრდოებელს, რამეთუ ანგარება, როგორც ქონებასთან, ასევე საკვებთან მიმართებაში, ბოროტებაა, ისევე როგორც თავშეკავებულობა არა მარტო საკვებთან, არამედ ნივთებთან მიმართებაშიც არის სიკეთე.
83. "მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასონი: სიძვა, უწმინდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება" და სხვა (კოლ. 3,5). მიწიერი უწოდა ამ მოციქულმა ხორციელ სიბრძნეს: სიძვა - საქმით აღსრულებულ ცოდვას, უწმინდურება - სიძვის მოსურვებას, ვნება - ვნებიან აზრებს, ბოროტი გულისთქმა - ავხორცული ფიქრების ჩვეულებრივ მიღებას; ანგარება - ვნების აღმძვრელ და გამაძლიერებელ ნივთებს. ღვთაებრივი მოციქული მოგვიწოდებს, მოვაკვდინოთ ყოველივე ეს, როგორც ხორციელი სიბრძნის ნაწილი
81. ღვთის შიში ორგვარია: პირველს წარმოშობს დასჯის საშიშროება, რომლისგანაც ჩვენში თანმიმდევრობით იბადება თავშეკავებულობა, ღვთის სასოება და უბიწოება, ამისგან კი - სიყვარული. მეორე თავად სიყვარულს უკავშირდება და სულში შობს მოწიწებას, რათა სული, სიყვარულით გათამამებული, ღვთის უპატივცემულობამდე არ მივიდეს.
82. პირველი სახის შიშს სრულყოფილი სიყვარული „გარე განსდევნის“ (1იოან. 4,18) სულიდან, მის მომპოვებელს აღარა აქვს ტანჯვის შიში; ხოლო მეორე - როგორც უკვე ითქვა - ყოველთვის თან ახლავს სულს. პირველს შეესატყვისება წმინდა წერილის შემდეგი სიტყვები: „უფლის შიშით სიბრძნე ისწავლება და მორჩილება წინ უძღის დიდებას“ (იგავ. 15,33), „უფლის შიში ცოდნის სათავეა“ (იგავ. 1,7), მეორეს: „შიში უფლისაი წმინდა არს და ჰგიეს იგი უკუნით უკუნისამდე“ (ფს. 18,9) „და არა არს ნაკლულევანებაი მოშიშთა მისთა“ (ფს. 33,9).
თემა: ღვთის შიში, სიყვარული ღვთისადმიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ