ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

ეკლესია გვამცნებს, რომ განუწყვეტლივ ვილოცვიდეთ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია სხეული მუდამ დაძაბულ მდგომარეობაში ვამყოფოთ. რა ვქნათ?
შინაგან იესოს ლოცვას თავისი სპეციფიკა აქვს, აქამდე ვლაპარაკობდით ლოცვაზე, რომელიც ადამიანმა ყველა ამქვეყნიურ საქმეს მოწყვეტილმა უნდა აღუვლინოს ღმერთს. რაც შეეხება განუწყვეტელ ლოცვას, ამ შემთხვევაში სხეულის მდგომარეობას უნდა მივაქციოთ ყურადღება. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ კრძალულება უნდა დავიცვათ მაშინაც კი, როდესაც მარტონი ვართ.
შინაგან იესოს < =_1>ლოცვას თავისი სპეციფიკა

ამ ლოცვას იმიტომ ეწოდება იესოს ლოცვა, რომ უფალ იესოს მოუხმობს და ისევე, როგორც ყველა სხვა ლოცვა, სიტყვიერია. ის გონებრივია, როცა აღევლინება არამარტო სიტყვით, არამდ გონებით, გულით, შინაარსის აღთქმით და გაცნობიერებით და განსაკლუთრებით მაშინ, როცა ხანგრძლივი ყურადღებიანი აღსრულებისას ისე შეერწყმის სულის მოძრაობას, რომ არსებითად მხოლოდ ის იხილვება შიგნით დფა სიტყვები თითქოსდა აღარც კი არსებიბენ. ყველაირი მოკლე ლოცვა შეიძლება აყვანილ იქნეს ამ ხარისხში. იესოს ლოცვას კი იმიტომ ენიჭება უპირატესობა, რომ ის სულს მჭიდროს აკავშირებს უფალ იესოსთან, რადგან უფალი იესო არის ერთადერთი კარი ღმერთთან საუბრისა, რომლის მიგნებასაც ესწრაფვის ლოცვა, რამეთუ თავად მან თქვა: "არავინ მოვიდეს მამისა, ჩემ მიერ" (იოანე 14, 6). ამიტომ, ვინც მოიხვეჭს, ის ღვთის მიერ განხორციელებული მაცხოვარების სრულ ძალას ითვისებს, რაშიც თიტოაული ჩვენგანის ცხოვნება იგულისხმება. ამის გამგონე ნუ გაიკვირვებ, თუ რატომ არ იშურებდნენ ძალისხმევას ხსნის მაძიებელნი, როცა ამ ლოცვის მიჩვევას და მის გათავისებას ცდილობდნენ. შენც აირე მაგალითი მათგან.
იესოს ლოცვაში გარეგნული გაჩვევა, იმის მიღწევა სგულისხმობს, რომ ის მუდმივად თავისთავდ გვიტრიალებს ენაზე, შინაგანი გაჩვევა კი, გონების ყურადღებით მოკრებას გულისხმობს გულში და იქ ღვთის წინაშე მუდმივ დგომას, რომელსაც თან სხვადასხვა ხარისხის გულის სითბო, ყველანაირი აზრების მოკვეთა უფლისა და მაცხოვრისადმი საიმდაბლითა და შემუსვრილებით გამოხატული შევრდომა სდევს. ასეთ ჩვევას საფუძველი ეყრება, როცა ამ ლოცვას, შეძლებისდაგვარად, ხშირად და ყურადღებით ვიმეორებთ გულში. ხშირი გამეორება გონებას შეკრებს, გააერთიანებს და ღვთის წინაშე დააყენებს. შიგნით ასეთი განწყობის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს გულის შეთბობას და არამარტო ვნებიანი, არამედ უმნიშვნელო აზრების განდევნასაც კი, როცა გული ღმერთს მიეკვრება და მუდმივი ცეცხლი დაინთება, მაშინ მასთან ერთად შიგნით, გულში, მშვიდი განწყობა დაისადგურებს, რასაც მოსდევს შემუსვრილი, მდაბალი და აზრიანი შევრდომა ღმრთისადმი. ამ მდგომარეობამდე ღვთის მადლით ჩვენი შრომა მიგვიყვანს. ხოლო ის, რაც უფრო აღმატებულია, მხოლოდ ღვთის მადლით გვენიჭება, წმ. მამები წერენ: ვინც აღნიშნულ ზღვარს მიაღწევს, არ ეგონოს, თითქოს მას უკვე შეუძლია აღარაფერი ისურვოს და არ იოცნებოს, თითქოს სრულყოფილი ლოცვის ან სულიერების უმაღლეს საფეხურზე დგას...
ნუ ჩქარობ, ერთი ლოცვა მეორეს მიადევნო, არამედ ზომიერი შუალედით წარმოთქვი ისინი, როგორც ჩვეულებრივ საუბრობენ ხოლო მაღალი პირის წინაშე და სთხოვენ მას რაიმეს, თუმცა მხოლოდ სიტყვებზე არ იზრუნო, უპირველესად გონება გულში იქვე მყოფი ღვთის წინაშე დააყენე და მისი სიდიადე, მადლი და სამართლიანობა სრულიად განიცადე...
თავი რომ აარიდო შეცდომებს, იყოლიე დამრიგებლად სულიერი მამა, ან თანამოსაუბრე ძმა და გაუმხილე მას ყველაფერი, რაც ასეთი შრომის დროს შეგემთხვევა. თავად კი ყოველთვის უდიდესი უბრალოებით იმოქმედე, იყავი დიდ სიმდაბლეში და წარმატება შენს თავს არ მიაკუთვნო. იცოდე, ნამდვილი წარმატება აღმოცენდება შიგნით, შეუმჩნევლად, გაუცნობიერებლად ისე, როგორც იზრდება სხეული. ამიტომ, როგორც კი შიგნით შეამჩნევ ძახილს: აი, ისიც! - იცოდე ეს ბოროტის შეძახილია, ის გაჩეჩებს ხელში რაღაც მოჩვენებითს, ცრუს და არანამდვილს. აქაა ხიბლის სათავე. მაშინვე ჩახშე ეს ხმა. სხვა შემთხვევაში ის საყვირივით იხმიანებს და შენს თავმომწონეობას ასაზრდოებს. ამ ლოცვას იმიტომ ეწოდება < =_0>იესოს < =_1>

როცა ჯეროვნად დაიწყებ მამათა ლოცვების მიხედვით ლოცვებთან შეჩვევას, აღგეძვრება ღვტის მიმართ საკუთარი ლოცვისმიერი ღაღადებანი. არასოდეს დატოვო უყურადღებოდ შენს სულში გამჟღავნებული ასეთი აღმასვლები ღვთისაკენ. ამ დროს შეჩერდი და ილოცე შენი ლოცვიტ. ნუ იფიქრებ, რომ თითქოს ასეთი ლოცვით ზიანს აყენებ ლოცვას. არა, სწორედ ამ დროს ლოცულობ შენ ისე, როგორც საჭიროა და ეს ლოცვა ადვილად აღწევს ღმერთამდე. ამიტომაც არსებობს ყველას მიერ მოწონებული წესი: ტაძარში ან სახლშჰი თუ შენი სული ისურვებს საკუთარი სიტყვებით ილოცოს, მიეცი მას თავისუფლება, მიუშვი ილოცოს, თუნდაც მთელი მსახურება ჩამოილოცოს და ვერ მოასწროს მისი აღსრულება. ლოცვის როგორც ერთი, ისე მეორე სახე - ლოცვა ლოცვანის მიხედვით, ყურადღებით და შესაბამისი კეთილკრაძული აზრებით და გრძნობებით ან მის გარეშე საკუთარი სიტყვებით - ღმერთს სიამოვნებს. მას არ სიამოვნებს, როცა უყურადღებოდ ლოცულობს ვინმე სახლში ან ტაძარში მსახურებისას. ენა კითხულობს, ყური ისმენს, ხოლო აზრები დახეტიალობენ არავინ იცის, სად. ამას ლოცვას საერთოდ ვერ დავარქმევთ კითხვის გარეშე, ანუ საკუთარი ლოცვა, საქმის არსთან უფრო ახლოა და ნაყოფიერია. ამიტომ გვირჩევენ, არ დაველოდოთ იმას, თუ როდის მოგვესურვება თავად ლოცვა, არამედ ყოველთვის შევაჭირვოთ თავი, რათა ილოცოს მან იძულებით ყოველ ჟამს და არამხოლოდ საეკლესიო მსახურებისას ან სახლში. ასეთ თვითიძულებით ლოცვაში გასაცვევად გამოცდილმა მლოცველებმა აირჩიეს ერთი ლოცვა უფლისა და მაცხოვრისადმი და დაადგინეს წესი, თუ როგორ უნდა აღსრულდეს იგი, რათა მისი მეშვეობით ჩვენში თავითავადი ლოცვა აღორორძინდეს. ეს მარტივია, დადექი ღვთის წინაშე გონებით გულში და ილოცე: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე." და ასევე სახლში ლოცვის წინ, ლოცვების შუალედში, ბოლოში, ასევე ეკლესიაში და დღის განმავლობაში, დღის ყოველი მონაკვეთი შეავსე ლოცვით.
ეს საცხოვნებელი ლოცვა თავიდან ჩვეულებრივ შრომას და ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ვინც დაუზარებლად იშრომებს, მისთვის ის თვითმოძრავი გახდება და თავად დაიყებს აღსრულებას, როგორც გულში მოდუდუნე ნაკადული. დიდია ეს სიკეთე და ღირს მის მისაღწევად შრომა. ამისათვის ლოცვაში წარმატებული მოღვაწეები მიუთითებენ მცირე შრომაზე ან, უფრო სწაორად, ლოცვისათვის ოდნავ საძნელო ვარჯიშზე, კერძოდ: ლოცვამდე ან ლოცვის კანონის შმდგომ, დილით ან საღამოს, თუნდაც დღისით უნდა გამოიყოს განსაზღვრული დრო და მხოლოდ ამ ლოცვის აღსრულებისატვის და აღსრულდეს ის შემდეგნაირად: დაჯექი, თუმცა უმჯობესია იდგე; ჩადი ყურადღებით გულში ღვთის წინაშე, დარწმუნდი რომ ის ახლოსა, გისმენს და ასე მოუხმე მას: "უფალო ისესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე." თუ გაქვს სურვილი, აღასრულე მუხლმოდრეკა ან მცირე ქედმოხრა. ასე აკეთე საათის მეოთხედი, ნახევარი ან მეტი, ან ნაკლები, როგორც შენთვისაა უმჯობესი. რაც უფრო გულმოდგინედ იშრომებ, უფრო მალე შეერწყმება ეს ლოცვა გულს. უმჯობესია საქმეს შემართებით შეუდგე და არ დაიხიო უკან, სანამ არ მიაღწევ სასურველს, ან სანამ ეს ლოცვა თავად არ დაიწყებს მოძრაობას გულში; ამის შემდეგ მხოლოდ შეინარჩუნე იგი. გულის სითბო, ანუ სულის სიმხურვალე, რაზეც ზემოთ იყო საუბარი, მოდის სწორედ ამ გზით. რაც უფრო მეტად ინერგება იესოს ლოცვა გულში, მითუფრო მეტად ემატება სიმხურვალე გულს და თვითმოძრავი ხდება ლოცვა; ასე რომ, სულიერი ცხოვრების ცეცხლი, გულში ინთება და მისი სიმხურვალე უწყვეტი მაშინ ხდება, როცა იესოს ლოცვა მთელ გულს დაიკავებს და უწყვეტ აღსრულებას დაიწყებს. ამიტომაა, ვისშიც ჩაისახებასრულყოფილი ცხოვრება, ის თითქმის გამონაკლისის გარეშე ლოცულობს ამ ლოცვით და მისი მეშვეობით განსაზღვრავს თავის ლოცვით კანონს. როცა ჯეროვნად დაიწყებ მამათა ლოცვების

წმიდაო მამაო, ზრახვა მეუბნება: "შენ უკვე ამდენი წელია ცხოვრობ მონასტერში და არანაირი წარმატებისათვის არ მიგიღწევია".
მოდი, ერთი მეც მომასმენინე, ამას როგორ გეტყვის! თქვენ მეტისმეტად ბევრს უსმენთ ეშმაკს, რა ადვილად გატრიალებთ თითის გარშემო! რატომ უჯერებთ ეშმაკს? რატომ კარგავთ წონასწორობას? დამშვიდდით! ტყუილად ბრაზობთდა ტყუილად გამოდიხართ მდგომარეობიდან, ეშმაკი ილუზიონისტს ჰგავს, ყველაფერს შეცდომილად გაჩვენებთ, ის თავბრუს გახვევთ ბნელი, პესიმისტური აზრებით, რომ დრო წაგართვათ და ლოცვას მოგწყვიტოთ, ასევე - ყურადღება მოგიდუნოთ და მორჩილება დაგათმობინოთ. თუ მცირედ მაინც გამოუვა ის, რომ გონება აგიბნიოთ და მასთან ბრძოლის განწყობილება დაგაკარგინოთ, ეს უკვე საკმარისია იმისათვის, რომ იგი წინ წავიდეს და ახალი სიმაგრეები დაიკავოს. თუ განმარტოებით შრომობ, ეცადე, ეს წესი დაიცვა: იგალობე რომელიმე საეკლესიო საგალობელი, ადიდე ღმერთი, გუკითა და ხმით აღავლინე იესოს ლოცვა. ეს საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ გონების განბნევას გაექცე, ანუ - საჭიროა, ცვალო თემები, თული ეშმაკი ახერხებს თემების შეცვლას, შენ მითუმეტეს უნდა შეძლო ეს. ადრეც მითქვამს თქვენთვის, რომ ზოგჯერ მომსვლელთან საუბრისას, სწორედ იმ წუთებში, როდესაც მას რაღაც მისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო უნდა ვუთხრა, ვიღაც შემოდის და ჩემს ყურადღებას იქცევს ასეთ დროს ხმაური, ან რაღაც ამის მსგავსი იპყრობს ჩემს ყურადღებას, იმისათვის, რომ იძულებულნი გავხდეთ და საუბარი შევწყვიტოთ. მაგრამ თუკი მაცდური ფიქრობს ამდენს და ასეთ გეგმებს ხლართავს, ჩვენ რატომ ვერ უნდა შევძლოთ მასთან დაპირისპირება?! ჭკვიანურად მოიქეცით და ეშმაკი ხახამშრალი დატოვეთ!
მოდი, ერთი მეც მომასმენინე, ამას როგორ

პირველი საფეხური გულისხმობს გარეგნულ ლოცვას - კითხვით, დგომით და მუხლთადრეკით გამოხატულს. თუმცა ამ დროს ყურადღება იფანტება, გული ლოცვაში არ მონაწილეობს, განწყობა არ არის. ამიტომ საჭიროა მოთმინება, შრომა და ოფლისღვრა. ეს ნუ შეგაშინებს, დადექი მშვიდად და დაიწყე ლოცვა. ეს ქმედითი ლოცვაა.
მეორე საფეხური კი ყურადღებით ლოცვაა. ლოცვისას გონება ეჩვევა აზრების მოკრებას და აცნობიერებს წარმოთქმულ სიტყვებს. ყურადღება ამ დროს შერწყმულია ლოცვის სიტყვებთან და წარმოთქვამს მათ, როგორც საკუთარს.
მესამე საფეხური გრძნობით ლოცვაა. ყურადღებისაგან თბება გული და რაც იყო აზრებში, ახლა გადადის გრძნობაში. იქ სიტყვა შემუსვრილობას გამოხატავდა, ხოლო აქ თავად შემუსვრილობაა. იქ იყო ვედრება, ხოლო აქ სავედრებელიც განცდაა. ვინც გადავიდა გრძნობით ლოცვაზე, ის სიტყვების გარეშე ლოცულობს, რამეთუ ღმერთი მის გულშია. ამიტომ ეს არის მლოცველად ჩამოყალიბების დასაწყისი, ზღვარი, საიდანაც იწყება თანდათანობითი გადასვლა აზრებიდან გრძნობაში. ამ დროს ლოცვის კითხვა შესაძლოა შეწყდეს ისევე, როგორც აზროვნება და იყოს მხოლოდ გრძნობა, გამოხატული ლოცვითი ნიშნებით... როცა ლოცვით აღძრული გრძნობა მუდმივი ხდება, მაშინ იწყება სულიერი ლოცვა, რომელიც არის ლოცვის ბოლო საფეხური და ღვთისაგან ბოძებული ნიჭი.
თუმცა ამბობენ, რომ არის კიდევ გონებისათვის მიუწვდომელი ლოცვა, ანუ ისეთი, რომელიც სცდება ცნობიერების ფარგლებს (ასეა წმ. ისააკ ასურთან). უწყვეტ ლოცვამდე ასამაღლებელი უადვილესი საშუალებაა იესოს ლოცვა, რომელიც მასში გაჩვევით და დახელოვნებით მიიღწევა. სულიერ ცხოვრებაში გამოცდილმა, ღვტივგანბრძნობილმა მამებმა ყოველგვარ სულიერ საქმიანობაში სულის განსამტკიცებლად მიაგნეს ამ უბრალო, ქმედით საშუალებას და რამდენადაც მთელი თავისი ცხოვრებით გვიჩვენეს, ასევე თავიანთ დარიგებებშიც გადმოგვცეს და დაგვიტოვეს სრულყოფილი სწავლებები იესოს ლოცვის შესახებ.
ვშრომობთ თუ ვიღვწით, ვცდილობთ გულის განწმედას და სულის განახლებას. საამისოდ კი გზა ორია: ქმედითი, ანუ მოღვაწეობრივი ცხოვრების გზა, როგორც ეს ზემოთ აღინიშნა, და გონებამჭვრეტელობითი - გზა გონების ღვთისაკენ მიმართვისა. პირველით სული იწმინდება და ღვთის მადლს იღებს; მეორიტ კი ხილული ღმერთი წვავს ყოველგვარ უწმინდურებას და განწმენდილ სულში ახლდება. გრიგოლ სინელი, უყრის რა თავს ყოველივე ზემოთქმულს იესოს ლოცვაში, ამბობს: "ღმერთს ვიმეცნებთ ან შრომით და ღვაწლით, ან იესოს სახელის მხატვრული მოწოდებით". შემდგომ უმატებს, რომ პირველი გზა გრძელია მეორეზე, მეორე კი სწრაფი და ქმედითია. აქედან გამომდინარე, ზოგიერთები ღვაწლთა შორის პირველ ადგილს იესოს ლოცვას აკუთვნებენ, რომელიც განანათლებს, განამტკიცებს, აცოცხლებს, უხილავ და ხილულ ყველანაირ მტერს ამარცხებს და ღმერთამდე ამაღლებს. ასეთია იესო ქრისტეს ყოვლისშემძლე და ყოვლისმომცველი სახელი - სიკეთის, ძალის და სიცოცხლის სულისათვის.
ამიტომაც მონანულს ან ღვთის მაძიებელს აუცილებლად თავიდანვე უნდა მიეწოდოს სრულყოფილი სწავლება იესოს ლოცვის შესათვისებლად და მისი მეშვეობით განისწავლოს ყველა სხვა ლოცვაში, რადგან ამ გზით სწრაფად შეიძლება სულიერი გამოფხიზლება, მომძლავრება და შინაგან სამყარომდე ჩაღრმავება. წინააღმდეგ შემთხვევაში, უმრავლესობა ჩერდება სხეულებრივ ან მშვინვიერ მეთოდებზე და თითქმის ფუჭად ხარჯავს ენერგიას და დროს.
ეს ქმედება იწოდება "მხატვრობად" და ის ძალიან იოლია. გონებამოკრებილმა და გულში ყურადღებით მყოფმა წარმოსთქვი უწყვეტად: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი", არ გამოხატო და არ წარმოისახო რაიმე და გჯეროდეს, რომ უფალი გხედავს და გისმენს.
გონება აუცილებლად გულში უნდა მოამწყვდიო და ლოცვის დროს პერიოდულად მცირე ხნით შეაკავო სუნთქვა, მაგრამ ყველა მთავარია რწმენა, რომ უფალი ახლოსაა და გისმენს, ლოცვაც ისე თქვი, ღვთის სმენას რომ სწვდებოდეს.
თავიდან, დიდი ხნის განმავლობაში ასეთ ლოცვას, როგორც ყველანაირ საქმიანობას, მხოლოდ ქმედების სახე აქვს, შემდეგ ხდება გონიერი და ბოლოს მკვიდრდება გულში. ვინაიდან ხშირია სწორი გზიდან გადახვევის შემთხვევები, ამიტომ საჭიროა ისწავლო მისგან, ვინც ფლობს ამგვარი ლოცვის უნარს. დაბნეულობას ყველაზე მეტად იწვევს იმის გაურკვევლობა, თუ ვინ სად იმყოფება ლოცვისას თავში თუ გულში.
ვინც გულშია, ის უსაფრთხოდ არის და კიდევ უფრო უსაფრთხოდაა ის, ვინც შემუსვრილი გულით ყოველთვის ევედრება უფალს ხიბლისაგან დახსნას. პირველი საფეხური გულისხმობს გარეგნულ ლოცვას -


[24] წერილი ბარბარეს

წმიდა მთა, 30 ივლისი, 1945 წ.


ჩემო საყვარელო შვილო, ჩემო პატარა კრავო, უფრო სწორად კი, ჩემი ქრისტეს ბატკანო, რომელიც დიდ ცხვრებთან ერთ საღმრთო სამწყსოში ხარ, სადაც სულიერი რძით იკვებები, იზრდები, ყალიბდები ღმერთის მადლით, ღმერთის მშვიდობით, სულიერი სიმშვიდით, რითაც იდიდება მამა, იხარებს ძე და განისვენებს ყოვლადწმიდა სული. უფლის მადლი და წყალობა შენს კეთილ სულს.
ჩემო საყვარელო გოგონა, ჩემი დის სისხლო და საღმრთო სულის ნაშობო. მიხარია, თუ გიხარია; უხარიათ მთავრობათ და ხელმწიფებათ, ქერუბიმებს და სერაფიმებს, ანგელოზთა რაზმებს, მოწამეთა, წინასწარმეტყველთა, მართალთა და წმიდათა დასებს. ჩვენს ყოვლადუბიწო დედას, ყოველთა დედოფალს.
დღეს ჩემი სული გაახარე იმით, რაც მელნითა და ქაღალდით მითხარი. უკანას არ მივტირი, წინა მახარებს. უმცირესი უმეტესის მიერ იკურთხება – ცოდვაც. დიდი იქნება თუ მცირე, ჭეშმარიტი სინანულის მიერ ქრება.
ასე რომ, უკან კი ნუ იყურები, არამედ წინ წაიწიე. ძალიან გამიხარდება, თუ ბოლომდე საქმით აღასრულებ იმას, რასაც მწერ, რამეთუ მტერი ბრძოლას [მონასტერში მისვლიდან] სამი-ოთხი წლის მერე გვიწყებს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ მადლი გვშორდება, რათა გამოგვცადოს, ლამპარი ქრება და ის, რასაც ახლა ლამაზად მივიჩნევთ (და სინამდვილეშიც ლამაზი და მშვენიერია), უშნოდ, შავად და ბნელად გვეჩვენება. ამიტომ, მათ, რაც ახლა შეგემთხვევა, განსაცდელებად ნუ მიიჩნევ, რადგან ახლა სხვა ვინმე გიფარავს.
თუ რჩევას მთხოვ, ჩემო საყვარელო შვილო, მე, მდაბალს, გეტყვი: მხოლოდ ფოთლებს ნუ გამოისხამ, არამედ ფესვები გაუშვი ღრმად, იპოვე წყარო, როგორც ჭადარმა, რათა განუწყვეტლად ირწყვებოდე და ყვაოდე, ხოლო როდესაც გვალვა დადგება, არანაირი უარყოფითი ცვლილება არ გემუქრება, რამეთუ საკუთარი წყარო გაქვს ნაპოვნი; ანუ, როდესაც ის ლამპარი, რომელიც ახლა გინთია, ჩაქრება, შენ უკვე სხვა გექნება ანთებული შენი საქმეების წყალობით და ამგვარად, სიბნელეში არ მოხვდები.
ეს კი შემდეგნაირად მოიპოვება: პირველად საჭიროა სრული და განურჩეველი შორჩილება ყველასადმი, რაც სიმდაბლეს შობს. სიმდაბლის უტყუარი ნიშანი კი უზომო ცრემლებია, რომლებიც სამი-ოთხი წელიწადი წყაროსავით იდენს, რისგანაც, თავის მხრივ, განუწყვეტელი, ეგრეთ წოდებული გონებისმიერი ლოცვა იშვება – იტყვი თუ არა: „იესო ჩემო უტკბილესო“, ცრემლები წამოვა; იტყვი თუ არა: „სიყვარულო ჩემო იესო“, თავის შეკავებას ვერ შეძლებ; იტყვი თუ არა: „ტკბილო ღმრთისმშობელო“, საკუთარ თავს ვერ შეიკავებ. ეს ყოველივე აწყნარებს მთელ სხეულს და სრულ მშვიდობას განიჭებს.
ერთ ძმას ერთხელ სურდა თავი შეეკავებინა, რადგან ცრემლები მოსდიოდა, ხოლო კარზე ვიღაც აკაკუნებდა, მაგრამ ვერ შეძლო მანამ, სანამ ცრემლები თავისით არ შეჩერდა. ასეთი ძალა აქვს! თუ ამ ყველაფერს შეიძენ, შინაგანი უსიამოვნო ცვლილებებისა აღარ შეგეშინდება, რადგან სხვა ბუნების ადამიანი ხდები.
გალობა თავმდაბლობით უნდა სრულდებოდეს, გონება ტროპარის აზრზე უნდა ნადირობდეს. აზროვნება გონების მიერ გააზრებულით უნდა ტკბებოდეს და მის ჭვრეტაში ადიოდეს. სულიერი კითხვაც ასე უნდა ხდებოდეს. ამ ყველაფრის მეშვეობით სული იზრდება და ძლიერდება, ხოლო ძველი კაცი კვდება, ახალი კი – განახლდება და იმატებს ქრისტეს სიყვარული. ამის მერე ადამიანს არაფერი ამქვეყნიური აღარ აკმაყოფილებს.
აგრეთვე, სხეულს რაც შეეხება, მთელი ძალისხმევით უნდა იღვაწო, რათა მუდამ სულს დამონებული იყოს. საერთოდ არ შეგეცოდოს. ჭამ თუ საქმიანობ, იესოს ლოცვას ნუ შეწყვეტ. ყველა ლოცვის დროს გონება უნდა მისდევდეს და იაზრებდეს, რას ლოცულობ და რას ამბობ. რამეთუ, შენ თვითონ თუ არ გესმის, რას ამბობ, ღმერთს როგორ შეუთანხმდები, როგორ მოგცეს, რასაც სთხოვ?
ეს იყოს პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, მეტს რჩევას ნუ მთხოვ, რადგან „მეთაურის თანდასწრებით სხვა აღარავინ მეთაურობს“. გყავს მოძღვარი და იღუმენია, მე ზედმეტი ვარ. ჩემი სული ვერ მოისვენებს.
დედაზე ნუ ღელავ. მე ნელ-ნელა, ზოგჯერ „ჰო“-თი, ზოგჯერ „არა“-თი, დავაწყნარებ და დაგაახლოვებთ. დიონისესაც რამეს მოვუფიქრებ. ღმერთის მადლით, ესაა ჩემი სამსახური. მაგრამ თქვენთვის წერა არ შემიძლია. რაც მოგწერე, იმას თუ დაიცავ, შენთვისვე იქნება სასიკეთო – მარადიულად ცხონდები და მეც გამახარებ, ხოლო თუ არ დაიცავ, მე პასუხს აღარ ვაგებ.

მოიკითხე ყველა და.
მოძღვარს წმიდა ამბორისყოფით ვცემ თაყვანს.
მოიკითხე კეთილი დედა იღუმენია.
უკანასკნელი იოსები

წმიდა მთა, 30 ივლისი, 1945 წ.ჩემო საყვარელო


[33] წერილი ბარბარეს

წმიდა მთა, 27 თებერვალი, 1947 წ.


ჩემო ნამდვილო და საყვარელო შვილო, ჩემი სულის ნაწილო, წმიდა სამკაულო, უტკბილესი იესოს პატარა სარძლოო, სამოთხის პაწაწინა ყვავილო და ჩვენი გვარის კეთილსურნელებავ – ჩემს დიდი ხნის საყვარელ ბარბარეს გისურვებ, რომ ჩემმა მდაბალმა ცრემლიანმა ლოცვებმა შენში ნაყოფი გამოიღოს.
დიდი დრო გავიდა მას მერე, რაც ჩემი ეკალბარდიდან მოკრეფილი ყვავილები გამოგიგზავნე – მეორე ეპისტოლე, მაგრამ არანაირი პასუხი არ მომსვლია იმის შესახებ, მიიღეთ თუ არა. ვფიქრობდი, იქნებ სადმე დაიკარგა-მეთქი. შემდეგ კი ძილში გიხილე: ჩემს წინ დაიჩოქე და ფეხები დამილბე ამბორით. გავიღვიძე და გავიფიქრე. ჩანს, მიიღო ეპისტოლე-მეთქი, და ასე დავწყნარდი.
ახლა ჩვენთან ღამის პირველი საათია ბიზანტიური დროით. მამა ათანასე მოვიდა და სხვების წერილებთან ერთად (შენთვის უცნობი, ჩემთვის კი ნაცნობი ჩემი შვილებისგან) შენიც მომიტანა. დაუყოვნებლივ გავხსენი, რათა გამეგო, კარგად ხართ თუ არა, და რომ უფლისგან თქვენი სულისთვის სასარგებლო გამომეთხოვა.
წერილი მცირე იყო, ხოლო რომ მწერ, მოგწერეო, ის, როგორც ჩანს, დაიკარგა. ამაში კი არ წერია, ჩემი მიიღეთ თუ არა.
ვკითხულობდი რა შენს ეპისტოლეს და მივაღწიე იმ ადგილს, რამაც ჩემი სული ანუგეშა, იმწუთას სიხარულისგან შეშლილივით წამოვხტი და მუხლი მოვიყარე, ხელები განვაპყრე და... გითხრა, რა სიტყვებს წარმოთქვამდა ენა, რას ჩურჩულებდა განუწყვეტლად ბაგე, რას ღმრთისმეტყველებდა გონება დაუცხრომლად, თვალები კი მოუკლებლად ცრემლებს ღვრიდნენ?! გმადლობ-მეთქი, ვამბობდი, ტკბილო ნიავო, ჩემი სულის ცხოვრებავ, ჩემი გონების ნათელო, ჩემი გულის ნუგეშო, ჩემო ტკბილო იესო. გმადლობ, ჩემო უტკბილესო სიყვარულო, საწადელო იესო, რომ არ უგულებელყავი ჩემი მდაბალი ვედრება, არამედ შეისმინე ჩემი ხმა და შეიწყალე ჩემი პატარა ბარბარე და აი, ორი დღის შემდეგ წმიდა სქემას შეიმოსავს, სახელს გამოიცვლის, ცოდვები შეენდობა, ქრისტეს სარძლო გახდება, ჩაიწერება ზეცაში, ანგელოზების წინაშე აღთქმებს დადებს, საქორწინე სამოსად მადლს შეიმოსავს და აღარ ეწოდება ბარბარუნა, აღარ ეყოლება ერში დედა და ძმა, არამედ ზეცისას განიზრახავს, ზეციერთ შეეჯიბრება, ზეცისაზე იფიქრებს, საკუთარი ნება-სურვილი აღარ ექნება, თავის გემოზე აღარ იცხოვრებს, თავის სხეულზე აღარ ექნება უფლება, არამედ ყველაფერს უარყოფს და იღუმენიას სიტყვაზე იქნება დამოკიდებული უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, ისევე, როგორც სულიერ მოძღვარზე.
აღარ უყურებს, რას აკეთებს მოყვასი, არამედ მუდმივად მდუმარეა, გონებრივ საქმიანობაში, გონებისმიერ საუბარში, თვალებზე შეუშრობელი ცრემლებით, თაფლმოუბარი ენით, უბიწო სხეულით, სუფთა და უფანტაზიო გონებით, გონებაგაუფანტავი ლოცვით, ზომიერი საუბრით, განუწყვეტელი მშვიდობით, სრული მორჩილებით, უტკბილესი იესოსადმი ცეცხლოვანი სიყვარულით, რომლის საღმრთო ალიც მუდმივად ანთებული აქვს და არასდროს უქრება, არამედ, იტყვის თუ არა: „იესო“, იმწუთას სული იხარებს, ბაგეები ტკბება და მთლიანად იღვიძებს გონებითნაშენი ადამიანი.
სიყვარულს ასეთი თვისება და საღმრთო პრივილეგია აქვს: როდესაც საყვარელის სახელი ესმის, გული აუძგერდეს – გინა ხორციელი იყოს, გინა სულიერი – და სიყვარულის სიტკბოებას აფრქვევდეს. როდესაც მადლი სულის საღმრთო ბრწყინვალების ნათელს გამოანათებს, ადამიანი „გიჟდება“ და როგორც წმიდა დავითი, რომელიც საღმრთო კიდობნის წინაშე მხიარულებდა და ცეკვავდა, ასევე ჩვენც გონებრივად ვიხარებთ საღმრთო ხატის წინაშე.
აი, წავიკითხე თუ არა შენი ეპისტოლე, იმწუთას ვილოცე და პასუხი მოგწერე, რომ დაწყნარდე და არ თქვა, რომ დამავიწყდი. ხოლო კვირას (ახლა პარასკევი თენდება), იმ დროს, როცა აღთქმებს დადებ და სულიერი მოძღვარი ლოცვებს წაგიკითხავს, მეც მანდ ვიქნები გონებრივად და მეც თქვენთან ერთად ვიგალობებ: „წიაღნი მამულნი”... და ა.შ. მთელი ღამისთევა ვილოცებ შენთვის და იმ დებისთვის, რომლებზეც მწერ, ასევე, ყველა ქრისტესმიერ დიდი და უმცროსი დედისა და დისთვის.
წმიდა მამის მარჯვენას ვემთხვევი.

მოგიკითხავთ ყველას,
უკანასკნელი მონ. იოსები


გაწყვეტილ სიმს ვაგრძელებ. მიიღებთ თუ არა ამ წერილს, მომწერეთ ახალი და მართლაც ზეციური სახელი, რათა „ბარბარე“ წავშალოთ და მის მაგივრად ახალი ჩავწეროთ. ისიც მომწერეთ, მიიღეთ თუ არა ჩემი ვრცელი წინა წელს დაწერილი ეპისტოლე. კონვერტს აეროფოსტის მარკა დააკარით, რომ მალე ჩამოვიდეს და მე, საწყალიც, დავწყნარდე.
ოღონდ ყველაფერი წმიდა მამისა და იღუმენიის ლოცვა-კურთხევით უნდა მოხდეს.

ისევ მოგიკითხავთ,
ისევ მე


იმავე ქაღალდზე დავწერე, რათა წამითაც არ დავაყოვნო.
ვინ არის დედა კირიაკია? წმიდა მთა, 27 თებერვალი, 1947 წ.ჩემო ნამდვილო

ლოცვა გონიერი წარდგომაა ღვთის წინაშე, მეტყველი გულით, მადლიერებით, ვედრებითა და შემმუსვრელი სინანულით. ეს ყველაფერი სულიერია. ყველაფრის ფესვი ღვთისადმი კეთილკრძალულ შიშშია, მისგანაა ღვთის რწმენა, თავის უარყოფა, სასოება, ყოველივე ამსოფლიურის დავიწყება და ღვთის ნებისადმი სიყვარულით მინდობა... როცა ლოცვა ძლიერდება, მაშინ გულს ყველა ეს გრძნობა და სულის მოძრაობა, შესაბამისად თან ახლავს.
მაშ როგორ მიმართებშია მასთან იესოს ლოცვა? ისეთივე მიმართებში, როგორც ის სითბო, რომელიც ამ ლოცვის ზემოქმედებით გულსა და მის მახლობლად, მკერდში წარმოიშვბეა.
ლოცვითი ჩვევები უცებ არ ყალიბდება, ის ხანგრძლივ შრომას და თავის იძულებას მოითხოვს.
სწორედ, ლოცვითი ჩვევების ჩამოყალიბებისათვისაა აუცილებელი შრომა. ყველაზე მეტად ამ საქმეშიიესოს ლოცვა და მისი თანმხლები სითბო დაგეხმარება.
შესაძლოა, იესოს ლოცვაც სრულდებოდეს, სითბოც თან ახლდეს, მაგრამ ლოცვა ნამდვილი მაინც არ იყოს და, რაც უნდა უცნაურად გვეჩვენოს, ეს ასე ხდება!..
როცა ვლოცულობთ, გონებით ღვთის წინაშე უნდა ვიდგეთ და მხოლოდ მასზე ვფიქრობდეთ. ამ დროს განუწყვეტლივ წარმოიშვება სხვადასხვა ზრები, რომლებიც გონებას ღვთისაგან განაშორებენ. იმისათვის, რომ გონება მიჩვეულიყო ერთ ადგილზე დგომას, წმიდა მამები ყენებდნენ მოკლე ლოცვებს, რომელთაც განუწყვეტლივ წარმოთქვამდნენ...
მოკლე ლოცვების ასეთი უწყვეტი წარმოთქმისას გონება მტკიცედ იდგა ღვთის სათნო ფიქრებში და ადვილად დევნიდა გარეშე აზრებს. ლოცვები მოკლე იყო, მაგრამ სხვადასხვაგვარი, ამიტომჩვენში გამორჩეულად დამკვიდრდა და საერთო წესად იქცა იესოს ლოცვა: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი!"
და მაინც, რა არის იესოს ლოცვა? ის ხომ ერთ-ერთი მცირესიტყვიანი ლოცვათაგანია ისევე, როგორც ყველა სხვა სახის მოკლე ლოცვა. შემოღებული კი იმისათვისაა, რომ გონება მხოლოდ ღმერთზე ფიქრით იყოს დაკავებული.
ვინც ეს ლოცვა გაითავისა და სათანადოდ დაეუფლა, მან მართლაც მიაღწია ღვთის განუწყვეტელ ხსოვნას. რამეტუ ღვთის ხსოვნა ბუნებრივია და გულწრფელად მორწმუნე გულში ბადებს კეთილკრძალულების, სასოების, მადლიერების, ღვთის ნებისადმი მინდობისა და სხვა რელიგიური გრძნობებს, რომლებიც არსით სულიერნი არისნ და რადგან იესოს ლოცვა წარმოშობს და ამკვიდრებს ღვთის ასეთ ხსოვნას, ჩვენ მას სულიერსვუწოდებთ. ეს უტყუარია მაშინ, თუ ლოცვა განმსჭვალულია აღნიშნული სულიერი გრძნობებით. ხოლო როცა ლოცვას ასეთი გრძნობები არ ახლავს, ის ისეთივე მხოლოდ სიტყვიერი რჩება, როგორც მისი მსგავსი ყველა სახვა ლოცვა.
დავიდგინოთ, რომ იესოს ლოცვის შესახებ ასე ვიფიქროთ.
ახლა კი იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ის სითბო, რომელიც თან სდევს იესოს ლოცვას?
მოკლე ლოცვებით წარმოთქმისას გონება რომ არ გაიფანტოს საჭიროა გულში მისი ყურადღებით მოთავსება, რადგან თავში, სადაც აზრების ჭიდილია, ის ძალაუნებურად იბნევა. როცა გონება გულში დამკვიდრდება, ის თავს მოუყრის მთელ სულიერ და სხეულებრივ ძალებს... ადამიანის მთელი სასიცოცხლო ძალების ასეთი თავმოყრა, მაშივნე პოულობს გამოძახილს განსაკუთრებულ შეგრძნებაში; ეს შეგრძნება არის, სწორედ, დასაწყისი შედგომი სითბოსი... ეს განცდა თავიდან მსუბუქია, შემდგეგ თანდათან ძლიერდება, მძლავრდება, ღრმვანედა და ცივიდან, როგორც ის დასაწყისშია, გადადის თბილ გრძნობაში და ყურადღებას მიიპყრობს. ხდება შემდეგი რამ: გონება, რომელიც თავიდან ნებისყოფის მეშვეობით კავდებოდა გულში, თავისი ძალით იწყებს გულში სითბოს დაბადებას. ეს სითბო კი სულ მალე თავად გონებას ისე აკავებს, რომ ის თითქმის აღარ იძაბება. შემდგომში ისინი ერთმანეთს აძლიერებდნენ და ერთად უნდა მოქმედებდნენ, რამეთუ გონების გაბნევით იკარგება სითბო, ხოლო სითბოს მოკლებით სუსტდება ყურადღება.
აქედან ყალიბდება სულიერი ცხოვრების წესი: გული გძნობით ამყოფე ღმერთთან და ყოველთვის ღვთის ხსოვნაში იქნები, - ამბობს წმ. იოქნე კიბისაღმწერელი.
ახლა საკითხი - სულიერია თუ არა ეს სითბო? არა, არაა სულიერი! ჩვეულებრივია, სისხლის მოქმედებისგანა. ამიტომ, სულიერი, ზომთ აღნიშნული განწყობების აღმოცენებას, სულიერად იწოდება ისინი იმ შემთხვევაში, თუ არ ახლავს თუნდაც მსუბუქი ხორციელი ტკბობა და სული და სხეული ფხიზელ მდგომარეობაში რჩება. ე.ი. სითბო, რომელიც თან სდევს იესოს ლოცვს, თუ არაა მოცული სულიერი გრძნობებით, მაშინ არ ეგების მას ეწოდოს სულიერი, არამედ უბრალოდ, სისხლის სითბოა და ის, როგორც ამბობენ, ცუდი როდია, თუ კავშირი არ აქვს თუნდაც უმნიშვნელო ხორციელ ტკბობასთან. ტუ აქვს, მაშინ საშიშია და საჭიროა მისი გაძევება.
ეს არამართებული მდგომარეობა მაშინ გვხვდება, როცა სითბო გულს ქვემოთ ვრცელდება, კიდევ არის შემთხვევა, როცა სითბოს შეგრძნებისას მასე ვჩერდებით, რის გამოც სულიერ განწყობაზე და ღვთის ხსოვნაზე აღარ ვზრუნავთ. თუმცა ეს ხდება არა ყოველთვის, არამედ პერიოდულად. საჭიროა მისი შემჩნევა და გამოსწორება, რადგან სხვა შემთხვევაში შეგვრჩება სისხლისმიეწრი, ცხოველური სითბო, რომელსაც არ ეგების ეწოდოს მადლმოსილი და სულიერი... სულიერად ის მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, როცა თან სულიერი, ლოცვითი მოძრაობები ახლავს... ვინც ამის გარეშე თვლის სითბოს სულიერად, ის შეცდომას უშვებს და ვისაც მადლმოსილი ჰგონია ის, კიდევ უფრო მეტად ცდება...
მადლმოსილი სითბო განსაკუთრებულია და სინამდვილეში მხოლოდ იგია სულიერი... ის სხეულთან არაა კავშირში და არც რაიმე შესამჩნევ ცვლილებებს იწვევს მასში, გარდა ფაქიზი, სასიამოვნო შეგრძნებისა.
ამ შეგრძნებების მიხედვით ყველას შეუძლია განსაზღვროს სითბო.. ეს ყველამ უნდა გაკეთოს; ლოცვა გონიერი წარდგომაა ღვთის წინაშე

სინანულის მადლი, მათში მოქმედი, ვინც მოსაგრეობს, მემკვიდრეობაა, მამათაგან დატოვებული. ეს გაცვლა და ღმრთაებრივი ვაჭრობაა, რომელშიც ჩვენ ვაძლევთ მიწას, სანაცვლოდ კი ზეცას ვიღებთ, ვცვლით ნივთიერებას და ვიღებთ სულს. ყოველი ოფლი, ყოველი ტკივილი, ყოველი ღვაწლი ჩვენი ღმრთისათვის გაწეული - სავაჭო გაცვლაა. სისხლის გაღება და სულის ჩაღვრაა.
ეს მადლი იზრდება, რამდენადაც ადამიანს დატევნა ძალუძს, ჭურჭლის მსგავსად, თუ რამდენად ეტევა მასში.
ხოლო იწოდება ქმედების მადლად და განწმენდილ მადლად. ახლა "ქმედების" შემდეგ მოდის "განათლება". ეს მეორე საფეხურია, ანუ განმანათლებელი მადლი.
ანუ, როცა მოღვაწე კარგად აღიზრდება ქმედების მადლით და მრავალჯერ დაეცემა და ადგება, ამას მოსდევს ცოდნის განათლება, გონების გაცისკროვნება, რომელიც ჭეშარიტებას ჭვრეტს, საგნებს მათ არსში ხედავს, ხელოვნებისა და ადამიანურ საშუალებათა და განსჯათა გარეშე. ყოველი საგანი ბუნებრივად დგას თავის ნამდვილ ჭეშმარიტებაში. მაგრამ აქამდე მოსვლას მრავალი გამოცდა და ავადმყოფური ცვლილება უძღვის. აქ კი იგი გულისსიტყვათა დამშვიდებასა და განსაცდელთაგან შესვენებას პოვებს.
ხოლო განათლებას მოსდევს ლოცვის გაწყვეტა და ხშირი ჭვრეტა: გონების აღტაცება, გრძნობათა შეწყვეტა, ასოთა უმოძრაობა და უკიდურესი დუმილი, ღმერთისა და კაცის შეერთება.
ეს ღმრთაებრივი გაცვლაა, რომლის დროსაც, თუკი ვინმე დაითმენს განსაცდელს და მოღვაწეობისას არ შეწყვეტს თავის გზას, ნივთიერს ცვლის არანივთიერზე.
ამიტომ უკან მისდიეთ ზეციურ სიძეს, ჩემი იესოს ქურციკნო! შეიწყნარეთ გონიერი მირონი. თქვენი ცხოვრება, სული და სხეული სიწმინდისა და ქალწულების საკმეველად აქციეთ. სხვა არაფერი ვიცი ისეთი, აგრერიგად რომ მოსწონდეს უტკბეს იესოსა და მის უტკბეს დედას, როგორც სიწმინდე და ქალწულება. და თუკი ვინმეს უნდა, რომ დატკბეს მათი დიდი სიყვარულით, დე იზრუნოს განწმენდაზე, განისპეტაკოს სული და სხეული. და ამით მას მოელის ყოველგვარი ზეციური სიკეთე.
ახლა აგიხსნით, თუ რა იგულისხმება გამოთქმაში "ლოცვის გაწყვეტა", როცა ადამიანში მადლი მრავლდება.
ქმედების მადლი ვარსკვლავთა კაშკაშს ემსგავსება; განათლებისა - სავსე მთვარეს; სრულყოფის, ჭვრეტის მადლი კი - შუადღის მზეს, ცის კაბადონზე რომ მიცურავს, რადგან მამებმა სულიერი ცხოვრება სამ წესად დაჰყვეს.
მაშ ასე, როცა ადამიანში მადლი მრავლდება, და მან იცის ყველაფერი ის, რაც მოგწერეთ, როგორც უკვე ვთქვით, დიდ უბრალოებას იძენს. მისი გონება ვრცელი ხდება, იძენს რა უზარმაზარ ტევადობას. და როგორც იგემე იმ მადლის წვეთი, როცა გეწვია დიდი სიხარული და ლხინება, ისევ მოდიან ისინი, როცა გონება ლოცვაშია დანთქმული. მხოლოდ ძლიერად, როგორც სუსტი ქროლვა, როგორც სწრაფი კეთილსურნელოვანი სუნთქვა. და აღავსებს მთელ სხეულს და წყდება ლოცვა. ასოები გარინდულია. და მხოლოდ გონება ჭვრეტს თვალისმომჭრელ ნათელში. ხდება ღმერთისა და კაცის შეერთება, ისე, რომ მას თავადაც არ ძალუძს გაყოფა - როგორც რკინას. მანამ, ვიდრე მას ცეცხლში ჩადებენ, რკინაა. ხოლო როცა გავარვარდება და გაწითლდება, ერთიანი ხდება ცეცხლთან. ანდა როგორც ცვილი, რომელიც ცეცხლთან მიახლოებისას დნება, ვერ რჩება ისეთად, როგორიც ბუნებრივადაა.
მხოლოდ როცა ჭვრეტა გაივლის, ის კვლავ თავის არსებას უბრუნდება. მაშინ როცა ჭვრეტაში ყოფნისას, იგი თითქოს სხვაა და სხვისგან. მთლიანად შეერთვის ღმერთს. ფიქრობს, არა აქვს რა სხეული, არც საცხოვრებელი. მთლად ლივლივებს, სხეულის გარეშე ადის ზეცად.
ჭეშმარიტად დიდია ეს საიდუმლოება. რადგან ადამიანი ხედავს იმას, რისი მოყოლაც მის ენას არ ძალუძს.
და როცა ჩაივლის ეს ჭვრეტა, ისეთ სიმდაბლეშია, რომ ჩვილივით ტირის იმის გამო, თუ როგორ ანიჭებს ამას უფალი, მაშინ, როცა თვითონ არაფერს აკეთებს. და ისეთი თვითშემეცნება უხდება, რომ თუკი დაელაპარაკები მას, თავის თავს მიიჩნევს უუბადრუკესად, უღირსად ამ ქვეყნად არსებობისა.
და ვიდრე ასე ფიქრობს, მას უფრო მეტი ეძლევა. საკმარისია! შეჰაღადებს ღმერთს.
მადლი კი მრავლდება. იგი უფლისწული ხდება.
და თუ ჰკითხავ მას:
- ვისია, რაც გაცვია?
- უფლისა ჩემისა, - ამბობს.
- პური და საკვები, რასაც ჭამ?
- უფლისა ჩემისა.
- შენი მამული?
- უფლისა ჩემისა.
-საკუთარი რა გაქვს?
- არაფერი.
მიწა ვარ, ლაფი ვარ, მტვერი ვარ.
ამაყენებ - ავდგები.
დამაგდებ - ვეცემი.
აღმამაღლებ - მივფრინავ.
მისვრი - ვვარდები. ჩემი არსება არარაა. ამას ამბობს დაუცხრომელად. ხოლო რა არის ეს "არარა"? ეს არის ის, რაც არარა იყო მანამ, ვიდრე ღმერთი ცასა და მიწას შექმნიდა. მაშ ასე, ეს ჩვენი არსებობის დასაბამია. ჩვენი თბე და წარმომავლობა კი თიხაა. ჩვენი ძალა? ღმრთაებრივი ქროლვა, ღმრთის სუნთქვა.
ამრიგად, მიიღე ღმერთო, მიიღე ღმრთაებრივი ქროლვა, რომელიც შთაგვბერე პირში და ჩვენ სიცოცხლის სული მივიღეთ, და ისევ მიწად მივიქცევით.
მაშ ასე, რას ფლობ ისეთს, ყოყოჩო კაცო, რაც არ მიგიღია? ხოლო თუკი მიიღე, რას იქადი, თითქოს არ მიგეღოს? შეიცან, მდაბალო სულო, შენი ქველისმოქმედი და უყურე, სხვისი არ მიითვისო - ღმრთისა, როგორც საკუთარი მონაპოვარი. შეიცან, ბედკრულო, შენი არსება, შეიგნე შენი წარმომავლობა. არ დაივიწყო, რომ აქ უცხო ხარ და ყველაფერი სხვისია! და თუკი გიბოძა ტკბილმა ქველისმოქმედმა ღმერთმა, მიაგე მას სუფთა სინდისით მისი მისთაგან, "შენნი შენთაგან".
თუკი ზეცად ახვედი და იხილე ანგელოზთა არსებანი და ისმინე ღმრთაებრივ ძალთა ჰანგები, თუკი ღმრთისმეტყველებ და მოძღვრავ, თუკი გიძლევია ეშმაკის ხრიკები, თუკი წერ, ლაპარაკობ, აკეთებ - ეს ყველაფერი ღმრთის ნიჭებია.
მაშ ასე, უთხარი შენს უფალს: "მიიღე, ჩემო ტკბილო სუნთქვავ, იესო ჩემო, "შენნი შენთაგან!" და მაშინ ჰოი! მაშინ, ო, სულო ჩემო! რისი ხილვა გიწევს, როცა ღმრთის საუნჯენი იხსნება და გეუბნება: "მიიღე, ძეო ჩემო, ყველაფერი, რადგან სარწმუნო და კეთილი მნე გამოდექი". სინანულის მადლი, მათში მოქმედი, ვინც

ჩვენი მეექვსე შერკინება მოწყინების სულის წინააღმდეგაა, რომელიც თანაშეუღლებულია მწუხარების სულთან და თანამოქმედებს მასთან ერთად. ესაა საშინელი და ულმობელი ეშმაკი, მონაზვნებს რომ გამუდმებით ებრძვის. იგი მეექვსე ჟამზე (დაახ. 12 საათი, შუადღე) დაეცემა მონაზონს, შთაუნერგავს მას სისუსტესა და ძრწოლას, შეაძულებს საკუთრივ იმ ადგილსაც და იქ თანამცხოვრებ ძმებსაც, აგრეთვე, ყოველგვარ საქმეს და თვით საღვთო წერილთა კითხვასაც, თანაც შთაუგდებს (ჩააგონებს) ადგილის გამოცვლის გულისზრახვას, ისე თითქოს სხვა ადგლებში გადასვლის გარეშე ფუჭად დაიკარგებოდა მისთვის მთელი შრომა და დრო. ამ ყოველივეს გარდა, შიმშილსაც შთაუდებს მას მეექვსე ჟამზე იმგვარს, როგორიც სამდღიანი მარხვის, უშორესი გზისა თუ უმძიმესი შრომის შემდეგაც რომ არ განუცდია. ამის მომდევნოდ, იმ გულისზრახვებსაც ჩააგონებს, თითქოსდა ვერანაირი სხვა საშუალებით ვერ დააღწევდეს თავს ამ სნეულებასა და დამძიმებულობას, თუ არა ხშირი გასვლებითა და სხვა ძმებთან მისვლით, ვითომცდა უძლურებაში მყოფთა შეწევნისა და მათი მონახულების მიზეზით, თუმცა როდესაც ამ გზით ვერ შეძლებს მის შეცდენას, მაშინ უღრმესი ძილით დანთქავს მას, რითაც მასზე უმძლავრესი და უღონიერესი ხდება, ამხობს რა არათუ სხვა რამ ხერხით, არამედ უმოქმედობით ლოცვასა და მარხვაში, ისევე როგორც – საღვთო სიტყვათა დასწავლასა და განსაცდელთა დათმენაში, რადგან თუ ვერ ჰპოვებს იგი ამ ადამიანს ხსენებულ საჭურველთა მიერ შემტკიცებულს, სტყორცნის რა თავის ისრებს, გამოაჩინებს მას როგორც დაუდგრომელს, მოხეტიალედ, მცონარედ და უსაქმურად აქცევს მას, ამასთან მიმართავს იქითკენ, რომ მრავალი მონასტერი მოვლოს მან და მხოლოდ იმის დაკვირვებაში იყოს და იმაზე წუხდეს, თუ სად იმართება სადილები და ნადიმები. მართლაც, სხვა არაფერი ეზმანება მოწყინებაში მყოფის გონებას, თუ არა ამათგან ქმნილი განლაღებანი. აი, ამგვარად კრავს მას ეშმაკი სოფლის საქმეებით და თანდათან აცთუნებს მავნებელ მოუსვენრობათა მიერ, იმ ზომამდე, რომ სამონაზვნო აღთქმისგანაც სავსებით განაშორებს მას. ამ უმძიმესი სენის მცოდნე საღვთო მოციქული, რომელსაც ბრძენი მკურნალის მსგავსად სურს, რომ ჩვენი სულებიდან ძირითურთ აღმოფხვრას იგი, უპირატესად მის წარმომშობ მიზეზებს ააშკარავებს და ასე ამბობს: „გამცნებთ თქვენ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, განეკრძალოთ ყველა იმ ძმას, ვინც კი უწესოდ მიმოდის და არა თანახმად იმ გადმოცემისა, ჩემგან რომ მიგიღიათ, რადგან თქვენ იცით, თუ როგორ გმართებთ ჩვენდამი ბაძვა, ვინაიდან უწესოდ არ მოვქცეულვართ თქვენს შორის, არცთუ ვინმესგან უფასოდ გვიჭამია პური, არამედ დღედაღამ შრომითა და რუდუნებით ვსაქმობთ, რომ არავის თქვენგანს დავაწვეთ ტვირთად, არათუ იმიტომ, რომ ძალაუფლება არ გვაქვს, არამედ იმიტომ, რომ ნიმუში მოგცეთ ჩვენს მისაბაძად, და რადგან თქვენთან ყოფნისას სწორედ ეს გამცნეთ თქვენ, რომ ვისაც არ ნებავს საქმის კეთება, ნუღარ ჭამს. ვიგებთ, რომ მავანნი მიმოდიან თქვენს შორის უწესოდ, არას საქმობენ, არამედ მიმომწვლილველობენ, ვამცნებთ კი ამგვართ და შევაგონებთ ქრისტე იესოს მიერ, რომ მყუდროებით იშრომონ და ასე ჭამონ თავიანთი პური“ (II თეს. 3.12). ვისმინოთ, თუ როგორ ნათლად წარმოგვიჩენს ჩვენ მოციქული მოწყინების მიზეზებს, რადგან იგი „უწესოებს“ უწოდებს იმათ, რომლებიც არ შრომობენ, და ამ ერთი სიტყვით მრავალ ბოროტებას ასაჩინოებს, გამომდინარე იქიდან, რომ ვინც „უწესოა“, იგი არის უკრძალველიც, დაუფიქრებლად მოლაპარაკეც, მგმობელობისთვის მზადყოფნაშიც, აქედან დაყუდებითი მოღვაწეობისადმი უუნაროც და მონაც მოწყინებისა. ამიტომაც გვამცნებს მოციქული, რომ განვერიდოთ ამგვარ ადამიანებს, ანუ გავემიჯნოთ მათ როგორც წყლულოვან სნეულებს, ხოლო სიტყვები: „არა თანახმად იმ გადმოცემისა, ჩვენგან რომ მიგიღიათ“, იმას ააშკარავებს, რომ ამპარტავანნი ყოფილან ისინი, მომძაგებელნი და სამოციქულო გადმოცემათა დამარღვეველნი. ასევე, როდესაც ამბობს: „არცა ვინმესგან უფასოდ გვიჭამია პური, არამედ დღედაღამ შრომითა და რუდუნებით ვსაქმობთ“, ამით აშკარა ხდება, რომ თუ იგი, ვინც იყო წარმართთა მოძღვარი, სახარების მქადაგებელი და მესამე ცამდე ამაღლებული, რომლის თქმითაც უფალს უბრძანებია სახარების მქადაგებელთათვის, რომ ვინც დღედაღამ შრომა–ჯაფით დამაშვრალობდა, რომ არავის დასწოლოდა ტვირთად, ასეთ დროს რაღა ვქნათ ჩვენ, რომლებიც მოწყინებაში ვართ საქმეთაგან და სხეულებრივ შვებას მიდევნებულნი, ჩვენ, რომლებსაც არც სახარების ქადაგება დაგვკისრებია, არცთუ ეკლესიათა გამო ზრუნვა, არამედ მხოლოდღა საკუთარ სულზე მეურვეობა? შემდეგ, უფრო ცხადად ასაჩინოებს რა უსაქმობისგან აღმოცენებულ მავნებლობას, ასე დასძენს იგი: „არას საქმობენ, არამედ მიმომწვლილველობენ“, რადგან უსაქმობისგან გამომდინარეობს მიმომწვლილველობა, მიმომწვლილველობისგან – უწესოება, უწესოებისგან კი – ყველა უკეთურება. ამასთან, შეუმზადებს რა მათ კურნებასაც, ურთავს: „ვამცნებთ კი ამგვართ, რომ მყუდროებით იშრომონ და ასე ჭამონ თავიანთი პური“. იქვე უგამკიცხველესად ამბობს: „ვისაც არ ნებავს საქმის კეთება, ნუღარ ჭამს“. ამ სამოციქულო განწესებით აღზრდილი ეგვიპტელი წმინდანები მონაზონთათვის იმას განაჩინებენ, რომ არასოდეს იყვნენ ისინი უსაქმოდ, განსაკუთრებით უფრო ახალგაზრდები. იციან მათ, რომ შრომითი მოთმინების გზით განდევნიან მოწყინებას, თავიანთ სარჩოს მოიპოვებენ და შეჭირვებულთ შემწეობას აღმოუჩენენ, რადგან არა მარტოოდენ საკუთარი საჭიროებისთვის დამაშვრალობენ ისინი, არამედ თავიანთი შრომით ყარიბებსაც, ღარიბ–ღატაკებსაც და პატიმრებსაც შეეწევიან, სწამთ რა, რომ ამგვარი ქველმოქმედება წმინდა მსხვერპლია, ღვთისთვის სათნო მამები კი იმას ამბობენ, რომ მშრომელი ერთ ეშმაკს ებრძვის ხშირად და მისგან არის შეჭირვებული, უსაქმური კი მრავალი უკეთური სულის მიერ ხდება დატყვევებული. გარდა ამისა, კარგი იქნება გავიხსენოთ მამათა შორის უგამოცდილესი ამბა მოსეს სიტყვები, რაც მან მე მითხრა, რადგან ვიყავი რა მცირე დროით უდაბნოში დამკვიდრებული, შემაწუხა მოწყინებამ, რის გამოც მივედი მასთან და ვუთხარი, რომ რადგან წინა ღამით ასე ძლიერად შემაწუხა და დამაუძლურა მოწყინებამ, მანამ ვერ გავთავისუფლდი მისგან, სანამ არ წავედი და არ მივედი ამბა პავლესთან. სწორედ ამაზე მიპასუხა ამბა მოსემ და ეს მითხრა: „გამხნევდი, რადგან არათუ გაგითავისუფლებია შენი თავი მოწყინებისგან, არამედ უმალ მას მიცემულხარ და დამონებულხარ, იცოდე კი, რომ უფრო მძიმედ შეგებრძოლება იგი შენ, როგორც ბრძოლისგან გაქცეულს, თუ არ ეცდები ამის შემდეგ მის დამარცხებას მოთმინების, ლოცვისა და ხელსაქმის გზით“. ჩვენი მეექვსე შერკინება მოწყინების სულის

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3