კეთილი ხასიათი, განათლებული გონება, განწმედილი გული, მართალი და წრფელი სვლა, შიში ღვთისა და სიყვარული მოყვასისა – აჰა, რაი არს და რასა შინა მდგომარეობს ქრისტიანობა.
ვიცით, რომელ აწმყოს ჩვენს დროებაში, არიან მრავალნი სახელმწიფონი; რომელნიმე მათგანნი აღიარებენ სჯულსა ქრისტესსა, გარნა სხვანი არიან ძველითგანვე ურწმუნონი, კერპთმსახურნი, ანუ მაჰმადიანნი. რომელთა სახელმწიფოთა შინა არის ახლა უმეტესი ...
იხილეთ სრულად
ვიცით, რომელ აწმყოს ჩვენს დროებაში, არიან მრავალნი სახელმწიფონი; რომელნიმე მათგანნი აღიარებენ სჯულსა ქრისტესსა, გარნა სხვანი არიან ძველითგანვე ურწმუნონი, კერპთმსახურნი, ანუ მაჰმადიანნი. რომელთა სახელმწიფოთა შინა არის ახლა უმეტესი განათლება, წარმატება, კეთილდღეობა და ბედნიერება? ყოველი დიდება და აღმატება არის ახლა ხელთა შინა ქრისტიანეთასა; ხოლო ურწმუნოთა სამფლობელონი არიან დაცემულნი და დაბნელებულნი. ვინც ღრმად განიზრახავს, თუ რაი არს მიზეზი ბედნირ...
გარეშე ქრისტეს სჯულისა არ არის შესაძლებელი, რომ კაცმან შეიძინოს ჭეშმარიტი სათნოება და სიწმიდე. შეიძლება კი ცოტაოდენი ანუ დაბლისა ხარისხისა სიმართლე, პატიოსნება ჰქონდეს ურწმუნოსაცა კაცსა; შეიძლება და კიდეც მომხდარა მრავალ გზის, რომ...
იხილეთ სრულად
გარეშე ქრისტეს სჯულისა არ არის შესაძლებელი, რომ კაცმან შეიძინოს ჭეშმარიტი სათნოება და სიწმიდე. შეიძლება კი ცოტაოდენი ანუ დაბლისა ხარისხისა სიმართლე, პატიოსნება ჰქონდეს ურწმუნოსაცა კაცსა; შეიძლება და კიდეც მომხდარა მრავალ გზის, რომელ თვით კერპთმსახურნიცა, ეგრეთვე მაჰმადიანნი და სხვა სჯულის ხალხი იქმოდენ რომელთამე კეთილთა საქმეთა: კაცი ებრალებოდესთ, მოწყალება მისცენ, სიმართლე უყვარდესთ, გარნა არა ოდეს არ არის შესაძლებეილ, რომელ მათ მიითვისონ ნამდვი...
ნუ დაივიწყებ, რა პატიოსანს სასყიდელს აღუთქვამს ქრისტე მისთა აღმსარებელთა. რა დიდი არის და საკვირველი, რომ შენ წინაშე რაოდენთამე კაცთა აღიარო სახელი ქრისტესი მაშინ, ოდეს იგი აღგითქვამს შენ: „ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგ...
იხილეთ სრულად
ნუ დაივიწყებ, რა პატიოსანს სასყიდელს აღუთქვამს ქრისტე მისთა აღმსარებელთა. რა დიდი არის და საკვირველი, რომ შენ წინაშე რაოდენთამე კაცთა აღიარო სახელი ქრისტესი მაშინ, ოდეს იგი აღგითქვამს შენ: „ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოსთა ღვთისათა“. ოდეს ყოველნი ტომნი, ანგელოსნი და კაცნი შეიკრიბებიან მეორედ მოსვლაზედ წინაშე დიდებისა უფლისა, მაშინ აღგიარებს შენ უფალი, მაშინ გამოაჩენს შენსა ერთგულებასა, რომელი მოგვცეს ჩვენ ყოველთა ღმერთმან. ამინ.
როგორიცაა მიწა გეოგრაფიულ რუკასთან შედარებით, ისეთივეა სამყაროს ქრისტიანული გაგება კაბინეტურ ფილოსოფიასთან შედარებით. ეს სიმართლეა: ზოგჯერ რუკა მიწაზე უფრო ლამაზად გამოიყურება, მაგრამ რუკაზე ვერასოდეს ამოიზრდება თავთავი და ვერასოდ...
იხილეთ სრულად
როგორიცაა მიწა გეოგრაფიულ რუკასთან შედარებით, ისეთივეა სამყაროს ქრისტიანული გაგება კაბინეტურ ფილოსოფიასთან შედარებით. ეს სიმართლეა: ზოგჯერ რუკა მიწაზე უფრო ლამაზად გამოიყურება, მაგრამ რუკაზე ვერასოდეს ამოიზრდება თავთავი და ვერასოდეს ამოხეთქავს ანკარა ნაკადული