თავდაპირველი ბოროტი და ვნებიანი აზრი, უწინარეს ყოვლისა კი მისი ვნებიანი წარმოდგენა, ყოველგვარი ცოდვის სათავეა. შეუძლებელია რაიმე ცოდვის საქმით ჩადენა, თუ მას ბოროტი აზრი არ უსწრებს წინ წარმოსახვის სახით.
თავდაპირველი ბოროტი და ვნებიანი აზრი, უწინარეს ყოვლისა კი მისი ვნებიანი წარმოდგენა, ყოველგვარი ცოდვის სათავეა. შეუძლებელია რაიმე ცოდვის საქმით ჩადენა, თუ მას ბოროტი აზრი არ უსწრებს წინ წარმოსახვის სახით.
იმისთვის, რომ უდიდეს სიკეთეს – სიწმინდეს მივაღწიოთ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, საჭიროა განვიწმინდოთ გონება ცოდვიანი წარმოდგენებისა და ფიქრებისგან. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება სიწმინდეს მყარი საფუძველი.
თუ შინაგან გულისსიტყვებზე ზრუნვის გარეშე გვსურს აღვკვეთოთ ბოროტი ქცევა, ამაოდ ვშრომობთ.
როცა სულის სიწმინდეზე ვიზრუნებთ, მასში დამკვიდრდება ღმერთი დიდებისა და სული იქცევა უფლის წმინდა, ბრწყინვალე ტაძრად, რომელიც ღვთისადმი უწყვეტი ლოცვის საკმევლის სურნელებას აფრქვევს.
რა სარგებელი გვექნება, თუ დღედაღამ ფიზიკურ შრომასა და ჯაფაში ვიქნებით, შინაგანად კი იმ ფესვების ამოძირკვაზე არ ვიზრუნებთ, საიდანაც ყოველგვარი ბოროტება აღმოცენდება?!
აუცილებელია მღვიძარება და უწყვეტი ლოცვა, რომ ჩვენში დაბუდებული ბოროტებისგან გავთავისუფლდეთ და ის სულიერი სიკეთით შევცვალოთ.
გაფრთხილდით, რომ საქმემ დღის განმავლობაში ბაგეებით ლოცვა არ მოგპაროთ. ხმამაღლა იმეორეთ ჩვენი იესოს ყოვლადდიდებული, ტკბილი სახელი და უფალი თქვენს საშველად და სანუგეშებლად მოსვლას არ დააყოვნებს. და რა არის ისეთი, რისი გამოსწორება და... იხილეთ სრულად
რა არის ისეთი, რისი გამოსწორება და განახლებაც არ შეუძლია კურთხეულ ლოცვას!
თავი აიძულეთ იესოს ლოცვისთვის. რატომ უნდა იხეტიალოს გონებამ აქეთიქით და არ მიემართებოდეს იესოსკენ, ვისთვისაც ყველაფერი დავტოვეთ და ყველაფერს ვითმენთ?!
შვილო, დაიცავი გონება ბოროტი აზრებისგან. ისინი მოსვლისთანავე იესო ქრისტეს ლოცვით განდევნე.