გამხნევდით, შვილებო, ქრისტეს ტკბილი სასოებითა და ღვთისმშობლის უძლეველი საფარველით წინ გასწიეთ და მტკიცედ მწამს, რომ ყველა კეთილად მოღვაწე და გვირგვინშემოსილთან ერთად საუკუნო ცხოვრებას მოვიპოვებთ ზეციურ მოზეიმე ეკლესიაში. ამინ. იყა...
იხილეთ სრულად
გამხნევდით, შვილებო, ქრისტეს ტკბილი სასოებითა და ღვთისმშობლის უძლეველი საფარველით წინ გასწიეთ და მტკიცედ მწამს, რომ ყველა კეთილად მოღვაწე და გვირგვინშემოსილთან ერთად საუკუნო ცხოვრებას მოვიპოვებთ ზეციურ მოზეიმე ეკლესიაში. ამინ. იყავნ.
ერთი წმინდანი ეშმაკებს განდევნიდა. დემონებს მისი ეშინოდათ. მორჩილმა მას ჰკითხა: „მამაო, რატომ ეშინიათ შენი ეშმაკებს?“ – „გეტყვი, შვილო, – უთხრა მოძღვარმა, – გულისსიტყვების სახით ხორციელი ბრძოლა მქონდა, მაგრამ გულისსიტყვებთან დათმო...
იხილეთ სრულად
ერთი წმინდანი ეშმაკებს განდევნიდა. დემონებს მისი ეშინოდათ. მორჩილმა მას ჰკითხა: „მამაო, რატომ ეშინიათ შენი ეშმაკებს?“ – „გეტყვი, შვილო, – უთხრა მოძღვარმა, – გულისსიტყვების სახით ხორციელი ბრძოლა მქონდა, მაგრამ გულისსიტყვებთან დათმობაზე წასვლის უფლება საკუთარი თავისთვის არასოდეს მიმიცია. მუდამ ისე ვიბრძოდი, რომ ფრონტის ხაზი გულისსიტყვის თავდასხმაზე გადიოდა, ხოლო თავდასხმის შემდეგ ეშმაკისთვის წინ წასვლის საშუალება არასოდეს მიმიცია. ამ უწყვეტი ბრძოლი...
არ არსებობს არც ერთი მოკვდავი, არც ერთი სულიერი და მოღვაწე ადამიანი, მტერი რომ არ ესხმოდეს თავს. ყოველი ადამიანი გაივლის განსაცდელს. თუ კარს და ფანჯრებს ღიას ტოვებენ, როგორც, ჩვეულებრივ, ისეთ ერის ადამიანებს ემართებათ, რომლებიც ღვ...
იხილეთ სრულად
არ არსებობს არც ერთი მოკვდავი, არც ერთი სულიერი და მოღვაწე ადამიანი, მტერი რომ არ ესხმოდეს თავს. ყოველი ადამიანი გაივლის განსაცდელს. თუ კარს და ფანჯრებს ღიას ტოვებენ, როგორც, ჩვეულებრივ, ისეთ ერის ადამიანებს ემართებათ, რომლებიც ღვთის შემეცნებისგან შორს არიან, მაშინ მტერი შიგნით აღწევს და იმარჯვებს.სულიერი ადამიანები იღვწიან, რომ მტერს არც კარი გაუხსნან, არც ფანჯარა, პატარა ჭუჭრუტანაც კი არ დარჩეთ ღია.
საქმით ცოდვა, რომელსაც გულში კი არა, სიტყვით, საქციელით ჩავდივართ, ხშირად გვიძნელდება, რადგან მას ბევრმა ვითარებამ უნდა შეუწყოს ხელი. გონებით ცოდვის ჩადენა კი ძალზე ადვილია. ამ სახით ადამიანს შეუძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგი...
იხილეთ სრულად
საქმით ცოდვა, რომელსაც გულში კი არა, სიტყვით, საქციელით ჩავდივართ, ხშირად გვიძნელდება, რადგან მას ბევრმა ვითარებამ უნდა შეუწყოს ხელი. გონებით ცოდვის ჩადენა კი ძალზე ადვილია. ამ სახით ადამიანს შეუძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე სცოდოს ისე, რომ ვერავინ გაიგოს. ცოდვის საქმით ჩადენას კი ხშირად ეშლება ხელი – ერთი მხრივ, იმის გამო, რომ მრავალი ხელშემწყობი პირობაა საჭირო, მეორე მხრივ – სირცხვილის გამო. ამის საპირისპიროდ, შინაგან, გონებით ცოდვას შ...
საჭიროა მუდმივი მოუდუნებელი ყურადღება და სიფხიზლე. შინაგანი მცველი, გუშაგი უნდა გვყავდეს, რომელიც შიგნით შემავალ და გამომავალ გულისსიტყვებს გააკონტროლებს, ვინაობას შეუმოწმებს, რომ სულის სახელმწიფოში ჯაშუშები არ შეიპარონ და სამოქალ...
იხილეთ სრულად
საჭიროა მუდმივი მოუდუნებელი ყურადღება და სიფხიზლე. შინაგანი მცველი, გუშაგი უნდა გვყავდეს, რომელიც შიგნით შემავალ და გამომავალ გულისსიტყვებს გააკონტროლებს, ვინაობას შეუმოწმებს, რომ სულის სახელმწიფოში ჯაშუშები არ შეიპარონ და სამოქალაქო ომი არ გამოიწვიონ.სულიერი თვალი ძალიან სუფთა და მახვილი უნდა იყოს, მტერი შორიდანვე რომ დაინახოს და შესაბამისი ზომები მიიღოს.
როგორი გულისსიტყვა აღარ გვესხმის თავს მუდმივად! ყოველ ვნებას თავისი გულისსიტყვები მოაქვს. თუ სულს გამჭრიახი თვალი აქვს, გულისსიტყვებს შორიდანვე აღუდგება წინ და როგორც კი რომელიმე ამხედრებული ვნების „სიმყრალეს“ იგრძნობს, მაშინვე ემ...
იხილეთ სრულად
როგორი გულისსიტყვა აღარ გვესხმის თავს მუდმივად! ყოველ ვნებას თავისი გულისსიტყვები მოაქვს. თუ სულს გამჭრიახი თვალი აქვს, გულისსიტყვებს შორიდანვე აღუდგება წინ და როგორც კი რომელიმე ამხედრებული ვნების „სიმყრალეს“ იგრძნობს, მაშინვე ემზადება, გუშაგებს აყენებს, მიწაყრილებს თხრის და მზადაა ამ ვნების თავდასხმის მოსაგერიებლად.
ადამიანები ვნების ტყვეები ხდებიან. ვნება კი შხამიანი გველივითაა. დიდი გველები სისინით აფრქვევენ შხამს, გესლავენ ყველაფერ ცოცხალს მათ გარშემო და შემდეგ მსხვერპლს შთანთქავენ. ასევეა ცოდვის გველიც. ის შორიდანვე აფრქვევს შხამს – ტკბობ...
იხილეთ სრულად
ადამიანები ვნების ტყვეები ხდებიან. ვნება კი შხამიანი გველივითაა. დიდი გველები სისინით აფრქვევენ შხამს, გესლავენ ყველაფერ ცოცხალს მათ გარშემო და შემდეგ მსხვერპლს შთანთქავენ. ასევეა ცოდვის გველიც. ის შორიდანვე აფრქვევს შხამს – ტკბობას, რაც გონებისა და სულიერი ძალების პარალიზებას იწვევს. ადამიანს ვნება ატყვევებს და საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ბოროტებისკენ მიიქცევა.
როცა ადამიანი წარმოდგენას დაუთმობს, მაშინ მას ცოდვის გულისსიტყვები სძლევს. ამრიგად, მთელი ბოროტება სწორედ წარმოდგენიდან მოდის! და თუ ადამიანის სულიერი, გონებრივი ხომალდი ბევრჯერ ჩაძირულა და სიამოვნებისმოყვარე წარმოდგენისგან არაერთ...
იხილეთ სრულად
როცა ადამიანი წარმოდგენას დაუთმობს, მაშინ მას ცოდვის გულისსიტყვები სძლევს. ამრიგად, მთელი ბოროტება სწორედ წარმოდგენიდან მოდის! და თუ ადამიანის სულიერი, გონებრივი ხომალდი ბევრჯერ ჩაძირულა და სიამოვნებისმოყვარე წარმოდგენისგან არაერთგზის დაჭრილა, კვლავ დაბრუნებული სატანა მსგავს წარმოდგენებს მათ გონებაში წარმოაჩენს და ადამიანი მაშინვე ტყვევდება. ამიტომ, ვნებები და წარმოდგენები რომ არ გამყარდეს და მომძლავრდეს, მონაზონი დათმობაზე არ უნდა წავიდეს.