დღეს უკვე გამოიკვეთა იმ აზრის სიმცდარე, ჩვენი საუკუნის დასაწყისში რომ მოედო მსოფლიოს. როცა ფიქრობდნენ, რომ მეცნიერულ აღმოჩენათა სიმრავლე ღვთის რწმენას საბოლოოდ შეარყევდა, რადგანაც იგი სამყაროს ყველა საიდუმლოს ახდიდა ფარდას და რელი...
იხილეთ სრულად
დღეს უკვე გამოიკვეთა იმ აზრის სიმცდარე, ჩვენი საუკუნის დასაწყისში რომ მოედო მსოფლიოს. როცა ფიქრობდნენ, რომ მეცნიერულ აღმოჩენათა სიმრავლე ღვთის რწმენას საბოლოოდ შეარყევდა, რადგანაც იგი სამყაროს ყველა საიდუმლოს ახდიდა ფარდას და რელიგიისთვის ადგილი აღარ დარჩებოდა.პირიქით კი მოხდა. რაც უფრო განვითარდა მეცნიერება, ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელი, მით მეტი აუხსნელი კითხვა დაიბადა, რადგანაც ამა თუ იმ აღმოჩენამ კიდევ უფრო დიდი ახალი საიდუმლოებანი გამოავლინ...
"მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იხსნეს იგინი უფალმან" (ფსალმუნი 33,19), - გვასწავლის დავით წინასწარმეტყველი. რატომ ხდება ასე? - იმიტომ, რომ მართალი უყვარს უფალს; მას სჯის და ამ დასჯით წვრთნის; სურს, ჩაახედოს ...
იხილეთ სრულად
"მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იხსნეს იგინი უფალმან" (ფსალმუნი 33,19), - გვასწავლის დავით წინასწარმეტყველი.რატომ ხდება ასე? - იმიტომ, რომ მართალი უყვარს უფალს; მას სჯის და ამ დასჯით წვრთნის; სურს, ჩაახედოს იგი საკუთარ სულში, დაანახოს შეცდომები და მათი დაძლევის გზები.
ცნობილი ფაქტია, ადამიანები ნაკლებად იზიარებენ სხვათა შეხედულებებს, მაგრამ როცა ეცნობიან მათ აზრებს და თავისას ადარებენ, ხშირად შესაბამისი ცვლილებები შეაქვთ თავის მოქმედებასა და მიმართულებაში.
ცოდვა უნდა გვძულდეს, მაგრამ ცოდვის ჩამდენი ადამიანი, როგორც ბოროტის საცოდავი იარაღი, უნდა გვიყვარდეს და გვებრალებოდეს. იგი არ უნდა მოვიძულოთ, არამედ უნდა დავეხმაროთ მას ნაკლის დაძლევაში.