სიკვდილის დათრგუნვით ჩვენთვის ჯვარცმულმა იესო ქრისტემ სძლია თვით მთავარი იგი ამის სოფლისა (იოანე 12,31), ანუ ეშმაკი, რომელსაც ხელმწიფება ჰქონდა სიკვდილზე და ჩვენც ამ დიადი გამარჯვების თანაზიარნი გვყო.
იესო ქრისტეს აღდგომის რწმენა ჩვენი მრწამსის ქვაკუთხედია. უფალი რომ არ აღმდგარიყო, ქრისტიანული რწმენის ყველა ჭეშმარიტება ძალასა და აზრს დაკარგავდა. მოციქული პავლე, რომელიც ადრე დაუზოგავად დევნიდა იესოს მიმდევართ, შემდეგ კი წმიდა სა...
იხილეთ სრულად
იესო ქრისტეს აღდგომის რწმენა ჩვენი მრწამსის ქვაკუთხედია. უფალი რომ არ აღმდგარიყო, ქრისტიანული რწმენის ყველა ჭეშმარიტება ძალასა და აზრს დაკარგავდა. მოციქული პავლე, რომელიც ადრე დაუზოგავად დევნიდა იესოს მიმდევართ, შემდეგ კი წმიდა სახარების ერთ-ერთი უპირველესი მქადაგებელი გახდა, ასე სწერს კორინთელ ქრისტიანებს: "უკეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ცუდად სამე არს ქადაგებაჲ ჩუენი, და ცუდად არს, სარწმუნოება ეგე თქუენი" (I კორინ, 15,14). "ქრისტე ღმერთისა ძალ ...
მეცნიერებამ და ტექნიკამ გიგანტური ნაბიჯები გადადგა წინ, რასაც მოჰყვა საზოგადოებრივი ცხოვრების სულ უფრო გართულება. შეძლებს კი ადამიანი, ალღო აუღოს, შეისწავლოს და გამოიყენოს ეს ყველაფერი; შეძლებს, გაუმკლავდეს მის წინააღმდეგ დაძრული ...
იხილეთ სრულად
მეცნიერებამ და ტექნიკამ გიგანტური ნაბიჯები გადადგა წინ, რასაც მოჰყვა საზოგადოებრივი ცხოვრების სულ უფრო გართულება. შეძლებს კი ადამიანი, ალღო აუღოს, შეისწავლოს და გამოიყენოს ეს ყველაფერი; შეძლებს, გაუმკლავდეს მის წინააღმდეგ დაძრული რობოტების მრავალმილიონიან ჯარს, თუ ამ უსულო მანქანების მონად იქცევა კაცი? შეეფარდება მეცნიერულ პროგრესს პიროვნების შესაძლებლობათა განვითარება მაშინ, როდესაც ტექნიკური წინსვლა მომავალში გაცილებით სწრაფი იქნება?
დღეს უკვე გამოიკვეთა იმ აზრის სიმცდარე, ჩვენი საუკუნის დასაწყისში რომ მოედო მსოფლიოს. როცა ფიქრობდნენ, რომ მეცნიერულ აღმოჩენათა სიმრავლე ღვთის რწმენას საბოლოოდ შეარყევდა, რადგანაც იგი სამყაროს ყველა საიდუმლოს ახდიდა ფარდას და რელი...
იხილეთ სრულად
დღეს უკვე გამოიკვეთა იმ აზრის სიმცდარე, ჩვენი საუკუნის დასაწყისში რომ მოედო მსოფლიოს. როცა ფიქრობდნენ, რომ მეცნიერულ აღმოჩენათა სიმრავლე ღვთის რწმენას საბოლოოდ შეარყევდა, რადგანაც იგი სამყაროს ყველა საიდუმლოს ახდიდა ფარდას და რელიგიისთვის ადგილი აღარ დარჩებოდა.პირიქით კი მოხდა. რაც უფრო განვითარდა მეცნიერება, ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელი, მით მეტი აუხსნელი კითხვა დაიბადა, რადგანაც ამა თუ იმ აღმოჩენამ კიდევ უფრო დიდი ახალი საიდუმლოებანი გამოავლინ...