ეშმაკები ცნობენ ადამიანებს და ეშინიათ იმათი, რომელთა გონება შებოჭილია არა ამქვეყნიური საქმეებით და თუმცა დედამიწაზე დადიან, სული და გონება მათი ზეცაშია.
როცა ქრისტიანის სული თავის ქვეყნიურ ტაძარს (სხეულს) დატოვებს და საჰაერო სივრცეში თავის ზეციურ სამშობლოს მიელტვის, დემონები აჩერებენ და ცდილობენ მასში იპოვონ თავიანთი მსგავსება, თავიანთი ცოდვიანობა, თავიანთი დაცემა და ადამიანის სულ...
იხილეთ სრულად
როცა ქრისტიანის სული თავის ქვეყნიურ ტაძარს (სხეულს) დატოვებს და საჰაერო სივრცეში თავის ზეციურ სამშობლოს მიელტვის, დემონები აჩერებენ და ცდილობენ მასში იპოვონ თავიანთი მსგავსება, თავიანთი ცოდვიანობა, თავიანთი დაცემა და ადამიანის სული ჯოჯოხეთში ჩააგდონ, რომელიც „განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის“ (მათ. 25, 41). ბოროტი სულები თავიანთი მოპოვებული უფლებით იქცევიან ამგვარად“.
link
როგორც ოსტატი, რომელიც ცოდნას გადასცემს თავის შეგირდს, ნახავს რა, რომ შეგირდი კეთილად ეუფლება ხელობას, ტოვებს თავის სამუშაოსთან მარტოს და არ საჭიროებს მის გვერდით ჯდომას. მხოლოდ დრო და დრო მიაკითხავს მას, რომ არ შეეშალოს რაიმე, ან...
იხილეთ სრულად
როგორც ოსტატი, რომელიც ცოდნას გადასცემს თავის შეგირდს, ნახავს რა, რომ შეგირდი კეთილად ეუფლება ხელობას, ტოვებს თავის სამუშაოსთან მარტოს და არ საჭიროებს მის გვერდით ჯდომას. მხოლოდ დრო და დრო მიაკითხავს მას, რომ არ შეეშალოს რაიმე, ან არ გაზარმაცდეს.
ასევეა დემონებიც, თუ დაინახეს, რომ სული ისმენს იმათსას და იმათ ბოროტ განზრახვებს ადვილად იღებს, მას ასწავლიან ეშმაკის ხელოვნებას და უკვე საჭიროდ აღარ თვლიან მის გვერდით ყოფნას, რადგან იციან, რომ საკუთარ...
link
გონება ყოვლისშემძლეა. მხურვალე გონებას შეუძლია ღმერთს ერთ საათში მეტი სათნოება შესძინოს, ხოლო დამძიმებულმა გონებამ ორმოცდაათ წელიწადს შრომითაც კი ვერა.
რაც არ უნდა მოაწიონ მდაბალზე, იგი მორჩილად უნდა იდგეს ლოცვად და მასზე მოწეულ ყოველივეს იღებდეს როგორც კეთილის მყოფელთაგან.
მოაცილე ქვეყანას განსაცდელები და აღარავინ იქნება წმიდა, რამეთუ რომელიც გაურბის განსაცდელს, სულთა მარგებელს, იგი გაურბის საუკუნო ცხოვრებას. ვინ მიანიჭა წმ. მოწამეებს გვირგვინი დიდებისა? – იმათმა მკვლელებმა ვინც მიუბოძა წმიდა სტეფან...
იხილეთ სრულად
მოაცილე ქვეყანას განსაცდელები და აღარავინ იქნება წმიდა, რამეთუ რომელიც გაურბის განსაცდელს, სულთა მარგებელს, იგი გაურბის საუკუნო ცხოვრებას. ვინ მიანიჭა წმ. მოწამეებს გვირგვინი დიდებისა? – იმათმა მკვლელებმა ვინც მიუბოძა წმიდა სტეფანეს ესოდენი დიდება? – იმათ, ვინც იგი ქვებით ჩაქოლეს.
link
თუ ვინმე იხსენებს თავის შემაწუხებელს, შემასმენელს ან სხვა რაიმე ბოროტის მყოფელს და აძლიერებდეს ბოროტ გულისთქმას მის მიმართ, – ასეთი ეშმაკზე უფრო მეტად ემტერება თავის სულს. თუ არ იქნება მადლიერი ბოროტისმყოფელისა, იგი დიდად ავნებს თ...
იხილეთ სრულად
თუ ვინმე იხსენებს თავის შემაწუხებელს, შემასმენელს ან სხვა რაიმე ბოროტის მყოფელს და აძლიერებდეს ბოროტ გულისთქმას მის მიმართ, – ასეთი ეშმაკზე უფრო მეტად ემტერება თავის სულს. თუ არ იქნება მადლიერი ბოროტისმყოფელისა, იგი დიდად ავნებს თავს. ყოველი ხორციელი ბოროტისმყოფელი განმწმედელია ჩვენი სულისა, ამიტომაც უნდა მივიღოთ იგი, როგორც მკურნალი ქრისტეს მიერ მოვლინებული. უფლისათვის უნდა დავითმინოთ ყოველი ვნება, რათა მით ჩვენი ცოდვები შევინანოთ. თუ მას მწუხარ...
link
ვისაც სურს განკურნება და სენიდან გათავისუფლება, ევალება ყოველივეს დათმენა, რასაც მკურნალი მოითხოვს მისგან. ხორცით ავადმყოფსაც უმძიმს სხეულის ავადმყოფი ნაწილის მოწვა ან მოკვეთა, ან მწარე წამლის მიღება, მათი ხსენებაც კი გონებას ურევ...
იხილეთ სრულად
ვისაც სურს განკურნება და სენიდან გათავისუფლება, ევალება ყოველივეს დათმენა, რასაც მკურნალი მოითხოვს მისგან. ხორცით ავადმყოფსაც უმძიმს სხეულის ავადმყოფი ნაწილის მოწვა ან მოკვეთა, ან მწარე წამლის მიღება, მათი ხსენებაც კი გონებას ურევს მას, მაგრამ სჯერა, რომ ამის გარეშე შეუძლებელია სნეულების მოცილება, რწმენით უჯერებს ექიმს და მცირედი ტკივილის დათმენით თავისუფლდება ხანგრძლივი დაავადებისგან. მაშასადამე, ყოველი ხორციელი ჭირი, გინდა შეურაცხებანი, წამალია...
link
ვინც ჩვენ მწუხარება მოგვაწია თავს, უნდა ვმადლობდეთ, რადგან მის მიერ ჩვენი უძლურება და სატკივარი ვიცანით. და ყოველივე მის მიერ მოწევნული მივიღოთ, როგორც წამალი ქრისტესგან. მაგრამ თუ არ გვსურს განკურნება, სულიერ სენთაგან გათავისუფლე...
იხილეთ სრულად
ვინც ჩვენ მწუხარება მოგვაწია თავს, უნდა ვმადლობდეთ, რადგან მის მიერ ჩვენი უძლურება და სატკივარი ვიცანით. და ყოველივე მის მიერ მოწევნული მივიღოთ, როგორც წამალი ქრისტესგან. მაგრამ თუ არ გვსურს განკურნება, სულიერ სენთაგან გათავისუფლება, არამედ გვინდა ჩვენს მძიმე ტკივილებში ყოფნა, რა უნდა გვიყოს უფალმა; ხომ მოგვცა წამალი მცნებების სახით. ხოლო ჩვენ არ ვისარგებლეთ ამ წამლით ჩვენივე ნებით, რასაც შეეძლო ჩვენი განწმენდა, როგორც ქვეყნიური წამალი განწმენდს ...
link
როგორც უმარილო ხორცს უმალ დაესევა მატლი და სიმყრალის გამო ყველა ერიდება, ხოლო მოეყრება რა მარილი, მაშინვე მოშორდება არაწმიდება, რადგან მარილი თავისი ბუნებით მაშორებელია მატლისა და სიმყრალისა, ასევეა ის მონაზონიც, რომელმაც თავი მიუ...
იხილეთ სრულად
როგორც უმარილო ხორცს უმალ დაესევა მატლი და სიმყრალის გამო ყველა ერიდება, ხოლო მოეყრება რა მარილი, მაშინვე მოშორდება არაწმიდება, რადგან მარილი თავისი ბუნებით მაშორებელია მატლისა და სიმყრალისა, ასევეა ის მონაზონიც, რომელმაც თავი მიუძღვნა ქვეყნიური საქმეებისათვის ზრუნვას, არ ზის თავის სენაკში ღვთის შიშით გარემოცული და არ ეწევა სამონაზვნო საქმეს – მარხვასა და ლოცვას, რომელიც მარილია სულისა, ასეთი წამხდარია შინაგანად და აღვსებულია მრავალი სიმყრალითა დ...
link