არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) - ციტატები, გამონათქვამები
არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) - ციტატები, გამონათქვამები არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) |
ერთი ადამიანიც რომ გძულდეს, სასუფევლიდან შორს ხარ, - გიყვარდეს ყველა და ეცადე, იპოვო სასუფეველი. სიყვარული ყველა სათნოების დედა!
ღმერთი არის სიყვარული. ერთმანეთის სიყვარული უნდა ვისწავლოთ. ნურავის ეგონება, რომ სიყვარული მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭია, სიყვარული ისწავლება და ყველამ უნდა ვისწავლოთ.
ჭეშმარიტი სიყვარული ჭეშმარიტი სიმდაბლიდან მოიპოვება
ისტორიულად მრავალი მაგალითია, როცა უფლის მოიმედე მისი სიმართლით, თავად უფალსვე შუადღის მზესავით ნათელი გაუხდია ადამიანთა წინაშე და სიმდაბლით დამთმენი უმეტეს პატივში აღუდგენია.
მართალი კაცი ქრისტეს წინაშე როგორც პირდაღებული ლომი, ისე დგას. მას არ ეშინია ღმერთის, იმიტომ, რომ მან იცის, მართალია. ღმერთს უყვარს ასეთი კაცი და იგი ქრისტეს ძმა არის. მას, როგორც თავის ტოლს და სწორს, უფალი ისე უყურებს. ჯერ არიან ... იხილეთ სრულად
ღმერთი ჩვენგან ითხოვს გულიდან გამოსულ კეთიულ საქმეს. რაც ერთ ადამიანს კეთილი უყავი, ის მე მიყავი, - ბრძანებს უფალი. როდესაც კეთილ საქმეს აკეთებ, ერთი საფეხურით ადიხარ, როდეააც სცოდავ, ჩამოდიხარ. ასეთი სვლაა მთელი ცხოვრება.
სიკეთის კეთებასაც სიბრძნე სჭირდება. კეთილი ის კი არ არის, ვინც სიკეთეს აკეთებს, არამედ ის - ვისაც ბოროტების ქმნა არ შეუძლია. ვისაც შენზე მცირე სახსარი აქვს, მას რომ დაეხმარები, ასეთი სიკეთეა ღვთის წინაშე შეწირული. ისე კი, კეთილი ყ... იხილეთ სრულად
"ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ". სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს დაგანახებს!
ნურასოდეს გაარტყამ შენზე პატარას, სუსტია და დაიჩაგრება. ნურასოდეს შეებრძოლები შენზე დიდს, ძლიერია და გაგთელავს. ჯერ შენს სულს შეებრძოლე და იმ ორივეს, სუსტს და ძლიერს დაამარცხებ, გამარჯვებული გამოხვალ და ღვთის წინაშე გამართლდები.
"ნუ ვინ თავსა თვისსა აცთუნებნ. უკეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თვისი თქუენ შორის ამას სოფელსა, სულელ იქმნენინ, რათა იყოს იგი ბრძენ. რამეთუ სიბრძნე ამის სოფლისა - სიცოფე არს წინაშე ღმრთისა, რამეთუ წერილ არს: რომელმან შეიპყრნის ბრძენ... იხილეთ სრულად