რწმენის გარეშე სიცოცხლე ძალიან ძნელი, შიშისმომგვრელი და გაუმართლებელია. სიკვდილი უაზროს ხდის მას და აუხსნელ, მტანჯველ გამოცანად აქცევს. ხშირად მხოლოდ ახლობლის გარდაცვალება, მძიმე ავადმყოფობა, ან სხვა რაიმე დიდი ტკივილი იხსნის ხოლმ...
იხილეთ სრულად
რწმენის გარეშე სიცოცხლე ძალიან ძნელი, შიშისმომგვრელი და გაუმართლებელია. სიკვდილი უაზროს ხდის მას და აუხსნელ, მტანჯველ გამოცანად აქცევს. ხშირად მხოლოდ ახლობლის გარდაცვალება, მძიმე ავადმყოფობა, ან სხვა რაიმე დიდი ტკივილი იხსნის ხოლმე თავდაჯერებულ ურწმუნოებს სულიერი სიბრმავისაგან.
რწმენა არ გამორიცხავს მეცნიერებას: პირიქით, მის მიღწევებსა და მტკიცებულებებს იყენებს და ახალი აღმოჩენებისათვის თვითონაც იღწვის (XIX-XX საუკუნეებში არაერთი გამოგონება უკავშირდება მორწმუნე მეცნიერთა და მკვლევარ სასულიერო პირთა სახელ...
იხილეთ სრულად
რწმენა არ გამორიცხავს მეცნიერებას: პირიქით, მის მიღწევებსა და მტკიცებულებებს იყენებს და ახალი აღმოჩენებისათვის თვითონაც იღწვის (XIX-XX საუკუნეებში არაერთი გამოგონება უკავშირდება მორწმუნე მეცნიერთა და მკვლევარ სასულიერო პირთა სახელებს). მისთვის გასაგებია, რომ ესა თუ ის თეორია ან ჰიპოთეზა შეიძლება ხვალ საერთოდ მიუღებელი აღმოჩნდეს, ან უკეთესით შეიცვალოს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ადამიანის გონება და მისი შესაძლებლობები შეზღუდულია და სრულყოფილებისაგან ...
ბევრს ეჩვენება, რომ მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევები დადასტურებაა ადამიანური გონების სრულყოფილებისა და ჰგონიათ, რომ მეცნიერებას დროთა ვითარებაში მთელი სამყაროს საიდუმლოებათა ახსნა შეუძლია. ამიტომაც შემოქმედის რწმენა ან ნაკლებად განცო...
იხილეთ სრულად
ბევრს ეჩვენება, რომ მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევები დადასტურებაა ადამიანური გონების სრულყოფილებისა და ჰგონიათ, რომ მეცნიერებას დროთა ვითარებაში მთელი სამყაროს საიდუმლოებათა ახსნა შეუძლია. ამიტომაც შემოქმედის რწმენა ან ნაკლებად განცობიერებული ადამიანების დამახასიათებლად და დღეისათვის სრულიად ზედმეტად მიაჩნიათ, ანდა იმდენად მისაღებად, რამდენადაც შეიძლება იგი გამოადგეთ მოსახლეობის დაბალი ფენების მართვის საშუალებად. ისინი უარყოფენ სასწაულს, რადგან ნები...
თავისთავად სიმდიდრე ცოდვა არ არის, თუ იგი გონივრულად იქნება გამოყენებული და თანაც არა მხოლოდ პირადი კეთილდღეობისათვის. ერთ მდიდარს იმდენად უყვარდა ოქრო, რომ დასახარჯადაც ვერ იმეტებდა; შინ იკეტებოდა, ოქროს ფულს იატაკზე ფენდა, ...
იხილეთ სრულად
თავისთავად სიმდიდრე ცოდვა არ არის, თუ იგი გონივრულად იქნება გამოყენებული და თანაც არა მხოლოდ პირადი კეთილდღეობისათვის.ერთ მდიდარს იმდენად უყვარდა ოქრო, რომ დასახარჯადაც ვერ იმეტებდა; შინ იკეტებოდა, ოქროს ფულს იატაკზე ფენდა, ტანზე იხდიდა და მასზე წვებოდა, რადგან ამით დიდ სიამოვნებას იღებდა.ამის საპირისპირო მაგალითია ალექსანდრე მაკედონელი. მან მრავალი ქვეყანა დაიპყრო და მისმა ჯარმა დიდი ალაფი იგდო ხელთ. როცა მხედართმთავრებს მასთან ეს სიმდიდრე მიჰქო...
ხშირად ვეცემით, მაგრამ დაცემას არასოდეს არ უნდა შევეგუოთ, უნდა ვძლიოთ ცოდვას და სინანულით განვიბანოთ, რათა უფლის სიყვარული არ მოგვაკლდეს. როგორც ამბობს ხალხური სიბრძნე: სცოდავ? – შეინანე და სასუფევლისაკენ ისწრაფე.
საყვარელნო ძმანო და დანო, ვემსგავსოთ პეტრე მოციქულს, რომელიც შეცდა, მაგრამ დაცემული დიდი სინანულის და სიყვარულის წყალობით აღდგა და უწინდელზე მეტი მადლით შეიმოსა; ვემსგავსოთ იმ ავაზაკს, რომელმაც სიკვდილის წინ მთელი გულით შესთხოვა უ...
იხილეთ სრულად
საყვარელნო ძმანო და დანო, ვემსგავსოთ პეტრე მოციქულს, რომელიც შეცდა, მაგრამ დაცემული დიდი სინანულის და სიყვარულის წყალობით აღდგა და უწინდელზე მეტი მადლით შეიმოსა; ვემსგავსოთ იმ ავაზაკს, რომელმაც სიკვდილის წინ მთელი გულით შესთხოვა უფალს შეწყალება და ცხონდა.
როგორც უმადური იუდა, ისე მისი ხვედრი, - თვითმკვლელობა, სიმბოლური სახეა ყველა იმ ადამიანისა და მათი აღსასრულისა, რომელნიც, მიუხედავად უფლის მადლთან ზიარებისა, მაინც განუდგებიან ჭეშმარიტებას და მას ამქვეყნიური სიკეთით ანაცვლებენ.
უფლის მოწაფეთა შორის პეტრე ყველაზე გულმხურვალე იყო და მთელი არსებით უყვარდა იესო, მაგრამ მაცხოვრის ჯვარცმის წინ ადამიანური სისუსტის გამო, სიკვდილის შიშით უარყო იგი, რასაც შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე მწარედ განიცდიდა და გულით ს...
იხილეთ სრულად
უფლის მოწაფეთა შორის პეტრე ყველაზე გულმხურვალე იყო და მთელი არსებით უყვარდა იესო, მაგრამ მაცხოვრის ჯვარცმის წინ ადამიანური სისუსტის გამო, სიკვდილის შიშით უარყო იგი, რასაც შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე მწარედ განიცდიდა და გულით სთხოვდა უფალს პატიებას. მაცხოვარმა არათუ შეუნდო მას და მოწაფის ხარისხში აღადგინა, არამედ წმ. პავლესთან ერთად მოციქულთა თავადაც დაადგინა. იუდას ქმედების მიზეზი ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ ყოფილა, რადგან ის ეძებდა მარჯვე დრ...
გოლგოთაზე მაცხოვართან ერთად ორი ავაზაკიც აცვეს ჯვარს. ერთი მათგანი განიკითხავდა იესოს, მეორე კი გულწრფელად ნანობდა თავის დანაშაულს და სთხოვდა ძეს ღვთისას: "მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა". და უთხრა იესომ: "ჭეშმა...
იხილეთ სრულად
გოლგოთაზე მაცხოვართან ერთად ორი ავაზაკიც აცვეს ჯვარს. ერთი მათგანი განიკითხავდა იესოს, მეორე კი გულწრფელად ნანობდა თავის დანაშაულს და სთხოვდა ძეს ღვთისას: "მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა". და უთხრა იესომ: "ჭეშმარიტად, გეუბნები შენ, დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში" (ლკ. 23,43).ორივე ავაზაკი სიმბოლური სახეა კაცობრიობისა, რომლის ერთი ნაწილი ისე ამთავრებს ამქვეყნიურ ყოფას, რომ არ ცნობს არ აღიარებს ჭეშმარიტ ღმერთს. ალბათ იმიტომ...
განსაცდელს არ უნდა შევუშინდეთ, რადგან განსაცდელში იწრთობა და იწმინდება ჩვენი შინაგანი სამყარო. პავლე მოციქული წერს: "ყოველნაირად გვავიწროვებენ, მაგრამ შევიწროვებულად არ ვგრძნობთ თავს, გამოუვალ დღეში გვაგდებენ, მაგრამ მაინც ვპოულობ...
იხილეთ სრულად
განსაცდელს არ უნდა შევუშინდეთ, რადგან განსაცდელში იწრთობა და იწმინდება ჩვენი შინაგანი სამყარო. პავლე მოციქული წერს: "ყოველნაირად გვავიწროვებენ, მაგრამ შევიწროვებულად არ ვგრძნობთ თავს, გამოუვალ დღეში გვაგდებენ, მაგრამ მაინც ვპოულობთ გამოსავალს, დევნილნი ვართ, მაგრამ მაინც არა მიუსაფარნი, დავრდომილნი ვართ, მაგრამ არა წარწყმედულნი. არ ვეცემით სულით, ვინაიდან ჩვენი წამიერი და მცირედი ტანჯვა (იგულისხმება წუთისოფლის განსაცდელები) უზღვავსა და უსაზომო დი...