თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლებდა ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი
ჩვენს ეროვნულ ერთიანობაში, ერისა და ეკლესიის ერთიანობაშია სარწმუნოების, სასოებისა და სიყვარულის წყარო, და მხოლოდ ასეთ ერთიანობას შეუძლია უზრუნველყოს ჩვენი დიდი მომავალი.
სამშობლოს გულმხურვალე სიყვარული იმაზე მიუთითებს ადამიანს, რომ უყვარს რა თავისი სამშობლო, ის უნდა იდგეს საერთო საკაცობრიო სიყვარულის სიმაღლეზე; ამაში მდგომარეობს ქრისტიანული სიკეთის ნათელი.
ცხოვრება ბრძოლაა, ბრძოლა მძაფრი და ულმობელი. რომელშიც ადამიანის ხასიათი, მისი შემეცნება, მისი ძალა ყალიბდება. ამ მუდმივმა ბრძოლამ გააძლიერა ჩვენი ხალხი სულიერად და ფიზიკურად. ჩვენ ახლა გვიკვირს, როგორ შეძლო ქართველობამ ამდენი უთან...
იხილეთ სრულად
ცხოვრება ბრძოლაა, ბრძოლა მძაფრი და ულმობელი. რომელშიც ადამიანის ხასიათი, მისი შემეცნება, მისი ძალა ყალიბდება. ამ მუდმივმა ბრძოლამ გააძლიერა ჩვენი ხალხი სულიერად და ფიზიკურად. ჩვენ ახლა გვიკვირს, როგორ შეძლო ქართველობამ ამდენი უთანასწორო ბრძოლის გადატანა. ძალა ხალხისა და ეკლესიის ერთიანობაში იყო. მხვნელი, ხელოსანი, მებრძოლი, ბერი, პატრიარქი, მეფე, პოეტი, ყველა ერთი სულით იყო განმსჭვალული - ღრმა რწმენით სიმართლის გამარჯვებისა. ეძებდნენ მარადიულ ჭეშ...
საქართველომ ჯერ კიდევ უძველესი დროიდან შეითვისა მაღალი კულტურის სხვადასხვა ნაკადი. მისთვის ახლო იყო კაცობრიობის სულის ყველაზე მტკივნეული და ამაღლებული პრობლემები. სულის სრულყოფისა და ადამიანის განღმრთობისა სარწმუნოების და სიყვარულ...
იხილეთ სრულად
საქართველომ ჯერ კიდევ უძველესი დროიდან შეითვისა მაღალი კულტურის სხვადასხვა ნაკადი. მისთვის ახლო იყო კაცობრიობის სულის ყველაზე მტკივნეული და ამაღლებული პრობლემები. სულის სრულყოფისა და ადამიანის განღმრთობისა სარწმუნოების და სიყვარულის საშუალებით, ეკლესიისა და სახელმწიფოს, ქრისტიანობამდელი და ქრისტიანული კულტურების ურთიერთობისა, ფილოსოფიური აზროვნებისა, მწერლობისა და არქიტექტურისა, ფერწერისა და მუსიკისა, ყოველივე ეს მწვავედ იდგა და დღესაც დგას ჩვენი...