ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

უსაქმური ადამიანების ფიქრები განუწყვეტელი ჯაჭვია განსჯისა და განკითხვისა. რამდენადაც უსაქმური თავის საქმეებში ზარმაცია, იმდენად გულმოდგინეა სხვა ადამიანთა საქმის განხილვისას. რამდენადაც არ სიამოვნებს მუშაობა, იმდენად დიდ კმაყოფილებას ანიჭებს ვინმესთან ჭორაობა, ეს ხომ შრომას არ მოითხოვს. მას შეუძლია, მთელი დღე გაატაროს განკითხვაში და თუკი მცირე ხნით მაინც დადუმდება, მალე ხელახლა განაგრძობს თავის საზიზღარ საუბრებს. თუმცა მისი ბაგეები განწმენდილია ნათლობის საიდუმლოს მეშვეობით - ეს მცირედაც არ აღელვებს, ის მშვიდად ბილწავს მათ განკითხვით. უსაქმური ადამიანების ფიქრები განუწყვეტელი


ცა გონებით გააპე!

ზემოთ აიხედე, ეს ცა გონებით გააპე და იხილე, რა იმალება მის მიღმა! იქ არის ჩვენი სამშობლო, იქ მიდის და საგანძურში გროვდება ჩვენი შრომა. ამიტომ, ნუ უგულებელყოფ შენს მოვალეობებს – განსჯას, კანონს, მღვიძარებას, იესოს ლოცვას! ზემოთ აიხედე, ეს ცა გონებით გააპე და იხილე

რომელი კაციც მცირეთა და მდაბალთა საქმეთა და მოვალეობათა თვისთა კარგად და პატიოსნად აღასრულებს, იგი დიდთაცა თვისთა საქმეთა და მოვალეობათა მსგავსადვე კარგად აღასრულებს. ყოველ დღე და ყოველ წამს კაცი აკეთებს რომელსამე მცირესა თვისსა საქმესა და თუ კეთილად და პატიოსნად აღასრულებს, მაშინ უნებლივად მიეჩვევა პატიოსნებასა და ბეჯითობასა და თუ არა, იგი მიეჩვევა სიყალბესა და სიცრუესა და ამ ჩვეულებას გადიტანს დიდ–დიდ საქმეებშიაც. თუ მცირეს და ადვილს მოვალეობას, რომელიც დიდ ღონეს და შრომას არ მოითხოვს, ცუდად აღასრულებ, დიდ მოვალეობას როგორღა აღასრულებ კარგად? რომელი კაციც მცირეთა და მდაბალთა საქმეთა

შეინანეთ, შეინანეთ! და თქვენ ნუ ადროებთ სინანულად, რათა არა ურგებ გექმნესთ, რამეთუ სინანული ჭაბუკთა ჯერ არს. უკეთუ ჯეჯილი პირველ აღმოიფხვრას, ყანა თავწარსხმული მოიჭამა წველმან ჩალამან, სადაღა ქმნან ნაყოფი კეთილი? ეგრეთვე უკეთუ სიჭაბუკე ცოდვასა შინა დაბერდა, სადაღა იქმნეს სინანული? ცოდვილსა ნებავს ჟამსა სიჭაბუკისასა ცოდვა და ჟამსა სიბერისასა სინანული. მცონარსა მუშაკსა ნებავს ჟამსა მკისასა განსვენება და ჩრდილთა შინა ყოფა და სიმაძღრე ჟამსა გაზაფხულისასა და სავსება პურითა. არამედ ორნივე ურგებ და ცუდ მაშვრალ არიედ, რამეთუ ჟამთა მისთა ხამს შრომა ორთაგანვე. შეინანეთ, ! და თქვენ ნუ ადროებთ სინანულად

თავის უარყოფა, თავის გამტყუნება და თავის დაწუნება არის საჭირო კაცისათვის, არათუ მხოლოდ ქრისტეს სჯულის აღსრულებასა შინა, არამედ თვით ყოველთა ამ სოფლის საქმეთა და შრომათა წარმატებისათვის. მას ზედ არის დაფუძნებული წინწასვლა, გაუმჯობესობა ყოველს საქმეში, ყოველს შრომაში, არა თუ მხოლოდ კერძო პირისა, არამედ მრთელის საზოგადოებისა, და მრთელისა ქვეყანისა. ყოველმა ჭკვიანმა და გამოცდილმა კაცმა იცის, რომელ უკეთუ ზოგიერთთა კაცთა და ზოგიერთთა საზოგადოებათა აქვთ წარმატება მათთა შრომათა და საქმეთა შინა, ეს მისთვის, რომელ იგინი მარადის თავის თავს ამტყუნებენ და აწუხებენ. თავის უარყოფა, გამტყუნება და დაწუნება არის

19. ძლიერია სიძვის დემონი და მთელი ძალით ესხმის თავს ამ ვნების წინააღმდეგ მებრძოლთ, განსაკუთრებით საკვებთან მიმართებაში თავშეუკავებლობისა და დედაკაცებთან შეხვედრისა თუ საუბრის ჟამს. თავიდან ის გონებაში შეუმჩნევლად შემოაპარებს ავხორცულ სიამეთა წადილს, შემდეგ კი მეხსიერების მეშვეობით შეაღწევს მდუმარეში, და რამდენადაც სხეულს აღანთებს, იმდენად გონებას სხვადასხვა სახის ბილწ სურათს წარმოუსახავს და ამგვარად აღძრავს ცოდვის წადილს. თუკი არ გსურს, ყოველივე ეს შენში გაგრძელდეს, შეუდექი მარხვას, შრომას, მღვიძარებას და კეთილ მდუმარებას, ძილად მისვლის ლოცვასთან ერთად. ძლიერია სიძვის დემონი და მთელი ძალით ესხმის

თუ შენიშნავ, რომ ვიღაც ლოცვაში ჩაღრმავებას ცდილობს, შგიძლიათ იესოს ლოცვის უწყვეტი აღსრულება შესთავაზოთ ისეთნაირად, რომ კეთილკრძალული შიშით დაიცვას ღვთის ხსოვნა. ლოცვა საქმეთაგან პირველია. მთავარია, რისი ძიებაც ლოცვაში ხდება, არის იმ კოცონის მიღება, რომელიც კმიეცემა მაქსიმე კაფსოკალივიტს... ეს კოცონი, არანაირი მხატვრული ხერხით არ მიიღება, არამედ უშუალოდ ღვთის მადლით მოგვეწოდება. რისთვისაა საჭირო შრომა ლოცვაში, რას წერს წმ. მაკარი... გინდა მოიპოვო ლოცვა, ამბობს ის, იშრომე ლოცვაში... ღმერთი დაინახავს, როგორი გულმოდგინებით ეძიებ ლოცვას და მოგანიჭებს მას. (სიტყვა 1, თავი 13). თუ შენიშნავ, რომ ვიღაც ლოცვაში ჩაღრმავებას

ის ლოცვა, რომელიც გულში გქონდათ, არ შეგიწყვეტიათ? მაგრამ, სამწუხაროთ, თქვენ აქაც დაუშვით შეცდომა: თუ თვქენ გონებით ღვთის წინაშე დგომას და გულში მდაბლად მისდამი შევრდომას ახერხებდით, მაშინ არ შეიგრძნობდით ლოცვის საქმის შეწყვეტას. ამიტომ ვასკვნი, რომ თქვენ გაბნეულობამ გძლიათ. საქმით გაერთეთ და მან თქვენი თავიდან სხვა ყველაფერი, თვით ყველაზე მნიშვნელოვანიც კი გამოდევნა. გამოდის, რომ თქვენ ცუდად აღასრულეთ თქვენი მორჩილება. საჭირო იყო მისი შესრულება შინაგანი შფოთის გარეშე, გულმოდგინედ უნდა გეშრომათ, გული არ უნდა შეზრუნვებულიყო და ყურადღება მთავარ საქმეს არ უნდა მოწყვეტოდა. ის ლოცვა, რომელიც გულში გქონდათ, არ

კარგია, თუ ენა იესოს ლოცვის, ან სხვა მოკლე ლოცვის უწყვეტ წარმოთქმას მიეჩვევა; ოღონდ მთავარია ყურადღებით ვიდგეთ არა თავის არეში, არამედ გულში და ვიმყოფებოდეთ იქ არამარტო ლოცვის ჟამს, არამედ ყოველთვის. შეეცადეთ გულში აღძრათ თითქოსდა ერთგვარი ტკივილი... მუდმივი შრომა სწრაფად შეგაძლებინებთ ამას. ამაში არაფერია განსაკუთრებული. ეს (რომ ტკივილის განცდა წარმოჩნდეს) ბუნებრივი საქმეა; მისი მეშვეობით კონცენტრირება ბევრად უფრო კარგადაა შესაძლებელი. როდესაც უფალი დაინახავს თქვენს შრომას, დაგეხმარებათ და მადლმოსილ ლოცვას გაჩუქებთ, მაშინ დაიწყება გულში სათანადო წესრიგის დამყარება. კარგია, თუ ენა იესოს ლოცვის, ან სხვა მოკლე

ერთობ უბედური არის და ღირსი ცრემლისა ჩვენი ხასიათი, ძმანო ჩემნო. ნაცვლად მისა, რომ გვიხაროდეს და ვმადლობდეთ ღმერთსა, როდესაც ვხედავთ რომელსამე ჩვენსა მოძმესა, თვისი ჭკუით და შრომით გაკეთებულსა, და ესრედ თვით ჩვენთვის კარგის გზის მაჩვენებელსა, ჩვენ ვწუხვართ და გვეკიდება ალი შურისა. ნაცვლად მისა, რომ ჩვენც გვამხნეოს მისმა მოქცევამ, წაგვახალისოს მისმა მაგალითმა და ვიწყოთ შრომა და მეცადინეობა, ჩვენ მარტო იმას ვფიქრობთ, რომ როგორმე შევაწუხოთ და დავაბრკოლოთ იგი. მივხვდეთ, რომ ერთი მეორეს შური ქვეყანას ვერ გააკეთებს, ბედნიერება ქვეყნისა აშენდება მხოლოდ სწავლითა, შრომითა, პატიოსნებითა. ერთობ უბედური არის და ღირსი ცრემლისა ჩვენი

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3