წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები

წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

39. ნუ იტყვით, რომ ტაძარნი ხართ ღვთისანი, ამბობს ღვთაებრივი იერემია (7,4). ნურც იმას იტყვით, რომ მხოლოდ უფალი იესო ქრისტეს რწმენა გიხსნით, რადგან ეს შეუძლებელია, თუკი არ მოიპოვებთ უფლისადმი სიყვარულს, საქმით დამტკიცებულს. რაც შეეხება შიშველ რწმენას, "ეშმაკთაც ჰსწამთ და ჰსძრწიან მისგან" (იაკ. 2,19). ნუ იტყვით, რომ ტაძარნი ხართ ღვთისანი, ამბობს

38. თუკი სიყვარული სულგრძელია და მოწყალე (1კორ. 13,4), მაშინ ცხადია, რომ მრისხანისა და ბოროტმზრახველისათვის უცხოა სიყვარული. მაგრამ ვისთვისაც უცხოა სიყვარული, ის უცხოა ღვთისათვის, რამეთუ "ღმერთი სიყვარული არს" (1იოან. 4,8). თუკი სიყვარული სულგრძელია და მოწყალე (1კორ.

37. ვინც თავისი გულმოდგინებით სიყვარულის ნაყოფი მოიმკო, ის აღარ განშორდება მას, ათასგვარი ბოროტებაც რომ იგემოს. ამაში გვარწმუნებენ ქრისტეს მოწაფე - სტეფანე და მისი მსგავსნი და თავად ქრისტე უფალი, რომელიც მის მკვლელთათვის ევედრებოდა მამას და სთხოვდა მას, მიეტევებინა მათთვის, რამეთუ არა იცოდნენ, რას იქმოდნენ (ლკ.23,24). ვინც თავისი გულმოდგინებით სიყვარულის ნაყოფი

36. უბიწოება არის მშვიდობიანი მდგომარეობა სულისა, რომლის წყალობითაც მას არ ძალუძს ბოროტება. უბიწოება არის მშვიდობიანი მდგომარეობა სულისა

35. ვნება უნდა დაიგმოს, როგორც სულის არაბუნებრივი მოქმედება ვნება უნდა დაიგმოს, როგორც სულის არაბუნებრივი

34. წმინდაა ვნებათაგან თავისუფალი და დაუცხრომელი ღვთიური სიყვარულით გამხიარულებული გული წმინდაა ვნებათაგან თავისუფალი და დაუცხრომელი

33. წმინდაა უმეცრებიდან გამოსული და ღვთიური ნათლით განათებული გონება წმინდაა უმეცრებიდან გამოსული და ღვთიური

32. როგორც მზის შუქი იზიდავს ჯანსაღ თვალს, ასევე ღვთის შემეცნებაც თავისთავად აღაფრთოვენებს წმინდა გონებას სიყვარულის მეშვეობით. როგორც მზის შუქი იზიდავს ჯანსაღ თვალს, ასევე

31. როგორც ცეცხლზე ფიქრი არ ათბობს სხეულს, ასევე ვერც რწმენა შობს სულში შემეცნების ნათელს სიყვარულის გარეშე. როგორც ცეცხლზე ფიქრი არ ათბობს სხეულს, ასევე

30. როცა შეურაცხყოფისა და ყვედრების გამო სიმძიმილი დაგეუფლება, მაშინ იცოდე, რომ ყოველივე ამისაგან უდიდესი სარგებელი მიიღე, რამეთუ დამცირების საშუალებით შენგან პატივმოყვარეობა განიდევნა. როცა შეურაცხყოფისა და ყვედრების გამო

წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები

1