წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე - ციტატები, გამონათქვამები წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე | გამონათქვამები
495. რადგან ცოდვილი ვარ და სხეულის უძლურების გამო ღვთისათვის სათნო და კეთილი საქმეების კეთებას მოვაკლდი, ამიტომ გთხოვ მეუფეო, ილოცე ჩემთვის, ღვთის განმარისხებლისთვის, რომელსაც, როგორც უკვე ვთქვი, არაფრის კეთება არ შეუძლია იმიტომ, რომ სხეულის უძლურება ეწინააღმდეგება იხილეთ სრულად
494. ჩემო წმინდა მამაო! რადგან უძლური და ცოდვილი ვარ, არა მაქვს კადნიერება, რომ ღმერთს რაიმე ვთხოვო, და ამიტომ მოგმართავ, ილოცე ჩემ ცოდვილისთვის. დაე, მან მისი მსახურების ღირსი გამხადოს და ძალა და გონიერება მომანიჭოს. რადგან ყოველმხრივ არარაობას წარმოვადგენ და ამ ყველაფერს (როგორც ეს შენმა გულმაც იცის) ვსაჭიროებ. მრწამს კეთილო მამაო, შენს ძლიერ ლოცვებს შეუძლიათ ღმერთი დაითანხმონ, რომ მან ჩემი ცოდვები არად ჩააგდოს, და რომ მისი კურთხეული გზის დაწყების ღირსად ჩამთვალოს, რათა შენი წყალობით დარიგებული, გონივრულად შევუდგე მას, ჩემო კურთხეულო მამაო, და შესაფერისი მადლიერება შევწირო კაცთმოყვარე ღმერთს, რომელმაც შენი მეშვეობით ყველანაირი სიკეთე მაღირსა. შემინდე მე უგუნურს და კადნიერს, და ილოცე ჩემთვის იხილეთ სრულად
493. აბბა, შემიწყალე ღვთის გულისათვის. როდესაც მარტო ვარ და ვისვენებ, ოცნებები მიჯანყდებიან, თითქოს ვიღაც მესხმის თავს და სულიერად ცუდად ვხდები; ეს ძილის დროსაც გრძელდება და ვეღარ ვისვენებ. ამასთან, რადგან ბუნებით მშიშარა ვარ, ბრძოლა მიმძაფრდება და ვეღარ ვიძინებ. თუ ცოტა ხნით ჩამეძინა, და ისიც შფოთითა და შიშით, სხეული ისე მიუძლურდება, რომ განძრევა აღარ შემიძლია. მაგრამ, მეუფეო, ისე მომექეცი, როგორც შენ იცი, რომ ჩემთვის სასარგებლოა; ჩემო კეთილო მამაო! შემინდე მე ცოდვილს და ფრიად დატანჯულს იხილეთ სრულად
491. აზრები ოცნებებში ამ სოფელს წარმომიდგენენ და ერში დაბრუენებას მთხოვენ. გამოიჩინე წყალობა, დაე, თქვენმა ლოცვებმა დამიფარონ, რადგან, თუმცა კი იგივე ცოდვებში ვრჩები, მაგრამ ღმერთს ვევედრე, რათა მან თქვენი მფარველობის ქვეშ ცხოვრება მაღირსოს იხილეთ სრულად
489. ერთი ძმა, რომელიც ადრე ჯარში მსახურობდა, საერთო საცხოვრებელში მივიდა; მან დიდ ბერს ჰკითხა, შეძლებდა თუ არა მონანიებას?
486. ოდესღაც იმ საცხოვრებელში, სადაც წმიდა ბერები იყვნენ, ერთი ბერი ცხოვრობდა. როცა მას მომსახურე ძმა ეკითხებოდა, თუ რა მოემზადებინა ტრაპეზისთვის, ის რისხვით პასუხობდა: „რაც გინდა ის მოამზადე“. ძმა კი წუხდა ამაზე და არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. სხვებმა დიდ ბერს ჰკითხეს: კარგად იქცევა თუ არა ის მამა, რომელიც ასე პასუხობს? იხილეთ სრულად
485. ძმამ იმავე დიდ ბერს ჰკითხა: შემინდე მამავ და ჩემო მეუფეო, რომ ლაპარაკს ვბედავ. მეჩვენება, რომ ბატონ აბბას ზოგი ძმა სხვაზე მეტად უყვარს, და აზრი არ მასვენებს და ჩამაგონებს, რომ ის კაცთმოთნეა, რამეთუ სხვებმა, რაც უნდა სთხოვონ, აძლევს, მე კი უარს მეუბნება. ერთხელ ფანჯრის გაკეთება ვთხოვე, მაგრამ თხოვნა არ შემისრულა. მეორედ ცოტა კირი ვთხოვე და კვლავ უარი მითხრა, სხვებს კი აძლევს. რატომ იქცევა ასე და რა ვუპასუხო ამ აზრს? იხილეთ სრულად
484. ის სენაკი, რომელიც მასში მცოხვრების საკუთრება არაა და ის ოდესმე მის დატოვებას აპირებს, თუკი შესაკეთებელია, უნდა შეაკეთოს თუ არა ის მან თავის ხარჯებით?
483. ერთ-ერთმა ბერმა, რომელიც სხვის სენაკში ცხოვრობდა, იქვე ახლოს თავისთვის სენაკი აიშენა. ერთხელ მასთან მივიდა ძმა, რომელსაც სენაკი სჭირდებოდა და მანაც მას თავისი აშენებული სენაკი დაუთმო, ხოლო იმ ძმამ ხელწერილით დადასტურება ითხოვა. ბერი თანახმა იყო, თუ ბერები ნებას დართავდნენ, თუმცა იმ პირობით, რომ ის კვირაში ერთხელ იმ სენაკთან მივიდოდა და თავის ორ ჭურჭელს წყლით შეავსებდა. მათ ამის თაობაზე დიდ ბერს ჰკითხეს იხილეთ სრულად