საღვთო შეწევნას ვერ დააბრკოლებენ ვერც ადამიანები, ვერც ეშმაკები. ღმერთისთვის და წმიდა ადამიანისათვის ძნელი არაფერია. დაბრკოლება მხოლოდ ჩვენი, ადამიანური მცირედმორწმუნეობაა. მცირედმორწმუნეობით დიდებული საღვთო ძალების მოახლოებას ვაბ...
იხილეთ სრულად
საღვთო შეწევნას ვერ დააბრკოლებენ ვერც ადამიანები, ვერც ეშმაკები. ღმერთისთვის და წმიდა ადამიანისათვის ძნელი არაფერია. დაბრკოლება მხოლოდ ჩვენი, ადამიანური მცირედმორწმუნეობაა. მცირედმორწმუნეობით დიდებული საღვთო ძალების მოახლოებას ვაბრკოლებთ.
ის, ვინც ღმერთს განეშორა, ეშმაკეულ ქმედებას იღებს. მაშინ როდესაც იგი, ვინც ღმერთთან ცხოვრობს, საღმრთო მადლის მიმღებია. საღმრთო მადლი მიემატება მას, ვინც მას ფლობს. თუკი ადამიანს ცოტა მადლი აქვს, მაგრამ მისდამი შესაბამისი ღვთისმოსა...
იხილეთ სრულად
ის, ვინც ღმერთს განეშორა, ეშმაკეულ ქმედებას იღებს. მაშინ როდესაც იგი, ვინც ღმერთთან ცხოვრობს, საღმრთო მადლის მიმღებია. საღმრთო მადლი მიემატება მას, ვინც მას ფლობს. თუკი ადამიანს ცოტა მადლი აქვს, მაგრამ მისდამი შესაბამისი ღვთისმოსაობით არ არის განწყობილი, მაშინ ის ცოტაც წაერთმევა, რაც აქვს. თანამედროვე ადამიანებში საღვთო მადლის ნაკლებობაა, რადგან ცოდვებით მადლის იმ ნამცეცებსაც კარგავენ ხოლმე, რასაც ფლობენ. ხოლო, როდესაც მადლი ტოვებს ადამიანს, მას ...
თავდაპირველად ადამიანი ღმერთთან კავშირში იმყოფებოდა. თუმცა ამის შემდეგ ის დაშორდა ღმერთს და თავს ისე გრძნობს, თითქოს თავდაპირველად სასახლეში ცხოვრობდა, შემდეგ კი სამუდამოდ სასახლის კარიბჭის მიღმა აღმოჩნდა, შესცქერის სასახლეს შორიდ...
იხილეთ სრულად
თავდაპირველად ადამიანი ღმერთთან კავშირში იმყოფებოდა. თუმცა ამის შემდეგ ის დაშორდა ღმერთს და თავს ისე გრძნობს, თითქოს თავდაპირველად სასახლეში ცხოვრობდა, შემდეგ კი სამუდამოდ სასახლის კარიბჭის მიღმა აღმოჩნდა, შესცქერის სასახლეს შორიდან და ტირის. როგორც განიცდის ბავშვი, როდესაც დედისგან შორს იმყოფება, ასევე განიცდის და იტანჯება ადამიანი, როცა ღმერთს შორდება. ღვთისგან განდგომილი ადამიანი ჯოჯოხეთურ ტანჯვას გრძნობს. ეშმაკმა მოახერხა ადამიანები ისე დაეშო...
არ მახსოვს არცერთი დღე, ღვთაებრივი ნუგეში რომ არ მიმეღო. გარკვეული ინტერვალები მაინც არის და მაშინ თავს ცუდად ვგრძნობ. ამ სახით მე ვხვდები, თუ რამდენად ცუდად არის ადამიანთა უმრავლესობა. ისინი განეშორნენ ღმერთს და ამის გამო ღვთაებრ...
იხილეთ სრულად
არ მახსოვს არცერთი დღე, ღვთაებრივი ნუგეში რომ არ მიმეღო. გარკვეული ინტერვალები მაინც არის და მაშინ თავს ცუდად ვგრძნობ. ამ სახით მე ვხვდები, თუ რამდენად ცუდად არის ადამიანთა უმრავლესობა. ისინი განეშორნენ ღმერთს და ამის გამო ღვთაებრივ ნუგეშს მოაკლდნენ. რაც უფრო შორდება ადამიანი ღმერთს, მით უფრო მძიმეა მისთვის. ხოლო თუ გყავს ღმერთი, მაშინ შეგიძლია სხვა არაფერი გსურდეს და არაფერი გქონდეს, ამაშია საქმე. თუ ადამიანს ყველაფერი აქვს და ღმერთი არა, ის შინ...
კრძალვა ეს ღვთის შიშია, შინაგანი მოკრძალებულობა სულიერი სიფაქიზე. კრძალული ადამიანი, შესაძლოა შევიწროებული იყოს, მაგრამ ეს იწროება მის გულში თაფლის წყაროს ადენს, ამას მის ცხოვრებაში სიხარული მოაქვს და არა მწუხარება. კრძალული ადამი...
იხილეთ სრულად
კრძალვა ეს ღვთის შიშია, შინაგანი მოკრძალებულობა სულიერი სიფაქიზე. კრძალული ადამიანი, შესაძლოა შევიწროებული იყოს, მაგრამ ეს იწროება მის გულში თაფლის წყაროს ადენს, ამას მის ცხოვრებაში სიხარული მოაქვს და არა მწუხარება. კრძალული ადამიანის მოქმედებები ფაქიზი და აკურატულია, ის მკაფიოდ გრძნობს ღმერთის, ანგელოზებისა და წმიდანების მყოფობას. იგი აშკარად განიცდის, რომ მასთან არის მისი მაყვედრებელი - მფარველი ანგელოზი. მის გონებაში გამუდმებით არსებობს აზრი ი...
ქრისტე ჩვენი ძალას აძლევს მათ, ვინც კეთილი ღვაწლით მოღვაწეობს. ამ ღვაწლს აღასრულებდა ყველა წმიდანი იმისათვის, რომ ხორცი სულისთვის დაემორჩილებინა. ჭრილობებიც რომ შევიძინოთ, თავშეკავება არ უნდა დავკარგოთ, არამედ შეწევნა ვთხოვოთ ღმერ...
იხილეთ სრულად
ქრისტე ჩვენი ძალას აძლევს მათ, ვინც კეთილი ღვაწლით მოღვაწეობს. ამ ღვაწლს აღასრულებდა ყველა წმიდანი იმისათვის, რომ ხორცი სულისთვის დაემორჩილებინა. ჭრილობებიც რომ შევიძინოთ, თავშეკავება არ უნდა დავკარგოთ, არამედ შეწევნა ვთხოვოთ ღმერთს და ვაჟკაცურად განვაგრძოთ ბრძოლა. მწყემსი კეთილი შეისმენს და ისწრაფებს ჩვენს დახმარებას, ისევე როგორც ისწრაფის დასახმარებლად მწყემსი, როდესაც მგლის ან ძაღლის მიერ დაკბენილი კრავის საბრალობელი ბღავილი შემოესმება.
ქრისტეს ვუყვარვართ და როდესაც მისი ნების თანახმად ვცხოვრობთ, იგი ჩვენს მახლობლად იმყოფება. ამიტომ, როდესაც თქვენ ხედავთ, რომ ჩნდება საცდურები, არ შეშინდეთ და არ მიეცეთ პანიკას. თუ ადამიანი სულიერად არ მიუდგება იმას, რაც ხდება, მას...
იხილეთ სრულად
ქრისტეს ვუყვარვართ და როდესაც მისი ნების თანახმად ვცხოვრობთ, იგი ჩვენს მახლობლად იმყოფება. ამიტომ, როდესაც თქვენ ხედავთ, რომ ჩნდება საცდურები, არ შეშინდეთ და არ მიეცეთ პანიკას. თუ ადამიანი სულიერად არ მიუდგება იმას, რაც ხდება, მას სიხარული ერთი დღეც არ ექნება იმიტომ, რომ ეშმაკი მას მტკივნეულ ადგილას დაარტყამს და განუწყვეტლივ შობს საცდურებს, რათა იგი მწყობრიდან გამოიყვანოს, დღეს ერთით, ხვალ მეორით, ზეგ კი მესამით.
ქრისტე მაღლიდან ხედავს, როგორ მოქმედებს ყოველი ჩვენთაგანი და იცის თავადაც როდის და როგორ იმოქმედოს ჩვენს სასიკეთოდ. მან იცის, როგორ და სად წაგვიყვანოს, ოღონდ ჩვენ ვთხოვოთ დახმარება, მის წინაშე განვაცხადოთ ჩვენი სურვილები და მივანდ...
იხილეთ სრულად
ქრისტე მაღლიდან ხედავს, როგორ მოქმედებს ყოველი ჩვენთაგანი და იცის თავადაც როდის და როგორ იმოქმედოს ჩვენს სასიკეთოდ. მან იცის, როგორ და სად წაგვიყვანოს, ოღონდ ჩვენ ვთხოვოთ დახმარება, მის წინაშე განვაცხადოთ ჩვენი სურვილები და მივანდოთ მას, თავად განაგოს ყველაფერი.