მდაბალი თავის კნინ ადამიანურ ძალებს ღმრთის შემწეობით ივსებს. ამაყი შინაგანად უარყოფს ღმრთის შემწეობას, მუდამ კმაყოფილია საკუთარი თავით, თითქოს არაფერი სჭირდება, ფიქრობს - ჩემი ძალებით, ჩემი ღირსებებით მოვიპოვებ ზეციურ სასუფეველსო....
იხილეთ სრულად
მდაბალი თავის კნინ ადამიანურ ძალებს ღმრთის შემწეობით ივსებს. ამაყი შინაგანად უარყოფს ღმრთის შემწეობას, მუდამ კმაყოფილია საკუთარი თავით, თითქოს არაფერი სჭირდება, ფიქრობს - ჩემი ძალებით, ჩემი ღირსებებით მოვიპოვებ ზეციურ სასუფეველსო. მას ღმერთზე დამოკიდებულების გრძნობა არა აქვს და საკუთარ თავს შესტრფის. ამაყს არ შეუძლია ქრისტიანი გახდეს, რამეთუ ემოციურად და სულიერად უცხოა ქრისტესთვის
ეშმაკს მხოლოდ სიმდაბლით დავამარცხებთ. სიმდაბლე ბოროტი ძალების წინაშე კაპიტულაცია როდია. პირიქით, სწორედ მოღვაწეები იყვნენ მდაბალნი, მაგრამ იმდენად სძულდათ ცოდვა, რომ ცოდვის ჩადენას სიკვდილს ამჯობინებდნენ
დემონი ამპარტავანი სულია, სადაც სიამაყეა, დემონიც იქვეა. წმიდა მამები გვასწავლიან - ეშმაკი ვნებებით გვაცდუნებს, ამაყს კი იგი არც სჭირდება საცდუნებლად - თვითვე გამხდარა საკუთარი თავის დემონი. ამიტომაც ქრისტიანს ყველაზე უფრო ამპარტა...
იხილეთ სრულად
დემონი ამპარტავანი სულია, სადაც სიამაყეა, დემონიც იქვეა. წმიდა მამები გვასწავლიან - ეშმაკი ვნებებით გვაცდუნებს, ამაყს კი იგი არც სჭირდება საცდუნებლად - თვითვე გამხდარა საკუთარი თავის დემონი. ამიტომაც ქრისტიანს ყველაზე უფრო ამპარტავნების უნდა ეშინოდეს. ეს ვნება სხვადასხვაგვარია - ფარული, აშკარა, ათასნაირი ნიღბით დაფარული
მონაზვნები და განდეგილები, რომელთაც მაღალი სულიერება მოიხვეჭეს, აშკარად გრძნობდნენ ბოროტი ძალის რეალურ წინააღმდეგობას, რამეთუ სულიერ სამყაროს ისევე ნათლად ხედავდნენ, როგორც ჩვენ - გარემომცველ საგნებს. ამგვარი გამოცდილების საფუძველ...
იხილეთ სრულად
მონაზვნები და განდეგილები, რომელთაც მაღალი სულიერება მოიხვეჭეს, აშკარად გრძნობდნენ ბოროტი ძალის რეალურ წინააღმდეგობას, რამეთუ სულიერ სამყაროს ისევე ნათლად ხედავდნენ, როგორც ჩვენ - გარემომცველ საგნებს. ამგვარი გამოცდილების საფუძველზე ცნობილმა საეკლესიო მწერალმა - სვიმონ ახალმა ღმრთისმეტყველმა, აბბა დოროთემ, იოანე სინელმა, ისააკ ასურმა და სხვებმა შეადგინეს ასკეტიკური სწავლებები. დემონოლოგია, როგორც თეორია, მათ არ ჩამოუყალიბებიათ, არამედ აღწერეს ბორ...
თავიანთი კოსმიური არსებობის მანძილზე ანგელოზები მხოლოდ ერთხელ გამოიცადნენ ამპარტვავნებით და ამ ერთმა განსაცდელმა სამუდამოდ განსაზღვრა მათი მდგომარეობა. სატანა ამპარტავნების გამო განვარდა ღმრთის დიდებიდან, თავი წარმოიდგინა სამწაროს...
იხილეთ სრულად
თავიანთი კოსმიური არსებობის მანძილზე ანგელოზები მხოლოდ ერთხელ გამოიცადნენ ამპარტვავნებით და ამ ერთმა განსაცდელმა სამუდამოდ განსაზღვრა მათი მდგომარეობა. სატანა ამპარტავნების გამო განვარდა ღმრთის დიდებიდან, თავი წარმოიდგინა სამწაროს ცენტრად, მოიხიბლა თავისი - უმაღლესი სერაფიმის მშვენიერებით, საკუთარი თავი გააღმერთა და სწორედ ამის გამო დაკარგა ღმერთი, გახდა აბსოლუტურად ბოროტი, ბნელი სული. მისი - ღმრთის მოწინააღმდეგის - არსებობის შინაარსი ღმრთისადმი ...
მერვე ვნება არის ამპარტავნება - სიამაყე, ყველა ვნებაზე სასტიკი და ყველაზე დამღუპველი. ამპარტავნებამ ცანი შეარყია, ბრწყინვალე, ნათლით მოსილი ანგელოზი დემონად - ბნელ, შესაზარ სულად აქცია. ამპარტავნებამ პირველი ადამიანები სამოთხიდან ...
იხილეთ სრულად
მერვე ვნება არის ამპარტავნება - სიამაყე, ყველა ვნებაზე სასტიკი და ყველაზე დამღუპველი. ამპარტავნებამ ცანი შეარყია, ბრწყინვალე, ნათლით მოსილი ანგელოზი დემონად - ბნელ, შესაზარ სულად აქცია. ამპარტავნებამ პირველი ადამიანები სამოთხიდან გამოდევნა, ჩვენ კი გაჭირვება და მწუხარება გვარგუნა მემკვიდრეობით. ამპარტავნება უფრო საშინელი რამ არის, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი ვნება, ერთად აღებული
ცუდმედიდობა რომ დავძლიოთ, კეთილი საქმეები ფარულად უნდა ვაკეთოთ. ერთ ეპიზოდს გავიხსენებ მამათა ცხოვრებიდან. ერთმა მონაზონმა გადაწყვიტა, ეგვიპტეში, ეგრეთ წოდბული "მარილიანი ტბების" მიდამოებში მცხოვრებ ბერებს სწვეოდა. ქრისტესმიერმა ძ...
იხილეთ სრულად
ცუდმედიდობა რომ დავძლიოთ, კეთილი საქმეები ფარულად უნდა ვაკეთოთ. ერთ ეპიზოდს გავიხსენებ მამათა ცხოვრებიდან. ერთმა მონაზონმა გადაწყვიტა, ეგვიპტეში, ეგრეთ წოდბული "მარილიანი ტბების" მიდამოებში მცხოვრებ ბერებს სწვეოდა. ქრისტესმიერმა ძმებმა იგი სიხარულით მიიღეს, მიართვეს ყველაფერი საუკეთესო, რაც ჰქონდათ, ფეხები დაბანეს და მანამ, ვიდრე მათთან იყო, ემსახურებოდნენ და დასვენების ყოველგვარ პირობას უქმნიდნენ. მოგზაურს არ უნახავს იქ არც ფსალმუნთა გალობა, არც...
ცუდმეიდიდობას უნდა ვებრძოლოთ დუმილით, უბრალოებით ადამიანებთან ურთიერთობაში, ჩაცმულობისა თუ კვების მხრივ. იოანე ოქროპირი თავისი უბრალოების გამო აქებდა ერთ დიდგვაროვან ქალს, ოლიმპიადას - იგი არც მისი უზარმაზარი შესაძლებლობის შესაფერ...
იხილეთ სრულად
ცუდმეიდიდობას უნდა ვებრძოლოთ დუმილით, უბრალოებით ადამიანებთან ურთიერთობაში, ჩაცმულობისა თუ კვების მხრივ. იოანე ოქროპირი თავისი უბრალოების გამო აქებდა ერთ დიდგვაროვან ქალს, ოლიმპიადას - იგი არც მისი უზარმაზარი შესაძლებლობის შესაფერის ძვირფას ტანსაცმელს ატარებდა და არც მეტისმეტად ღარიბულად გამოიყურებოდა. ეცვა უბრალოდ, სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდა
მეშვიდე ვნება არის ცუდმედიდობა, პატივმოყვარეობა - სწრაფვა ადამიანთა ქების დამსახურებისკენ - მყრალი, ბინძური სასმელის დაუოკებელი სმა. ცუდმედიდობა პარაზიტი მცენარესავით ფიტავს და აცარიელებს ადამიანს. ეს ვნება ყველა სათნოებას მანკიერ...
იხილეთ სრულად
მეშვიდე ვნება არის ცუდმედიდობა, პატივმოყვარეობა - სწრაფვა ადამიანთა ქების დამსახურებისკენ - მყრალი, ბინძური სასმელის დაუოკებელი სმა. ცუდმედიდობა პარაზიტი მცენარესავით ფიტავს და აცარიელებს ადამიანს. ეს ვნება ყველა სათნოებას მანკიერებად აქცევს. როგორც გველი გარდაქმნის ყვავილის ნექტარს შხამად