წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე - ციტატები, ამონარიდები
832. ჩემო მამაო! ძალიან მამძიმებენ ის ადამიანები, რომლებიც არ ერიდებიან მოყვასის წყენას. როდესაც ვეპასუხები, მათი მტერი ვხდები, დამხმარე კი არავინ მყავს და ჩემი ეკლესიიდან წასვლა მინდა
831. ვინმე, სხვა სარწმუნოების მიმდევარი, დანაშაულის გამო მართალთა ქვეყანაში აიყვანეს. ბევრნი ამბობენ, რომ ის მოსაკლავი ან დასაწვავია: კარგია ეს თუ არა?
829. ზოგიერთები მანიქეველები აღმოჩნდნენ. ისინი სასჯელს გაექცნენ და როგორმე რომ მოინათლონ (არა ისე, როგორც საჭიროა), სხვაგან წავიდნენ. რას მიბრძანებ, როგორ მოვიქცე?
826. ზოგჯერ სოფელს ჩვენს მიერ ხელდასხმული მღვდლები უკვე ემსახურებიან. ხოლო სხვები, ანუ სხვაგან ხელდასხმულნი, მოსახლეობის თანხმობით, სოფლის საეკლესიო დასში ირიცხებიან და ისინიც ასევე მსახურებენ. არიან ისეთებიც, რომლებიც იმავე ადგილას სოფლის მცხოვრებთა თანხმობის გარეშე, ძლიერთა ნებით დაადგინეს. ყველა მათგანს მოეთხოვება საერო, პირადი მსახურება და გადასახადი, თუ არა? იხილეთ სრულად
825. სოფელმა, რომელსაც მღვდლები სჭირდება, ორ ადამიანზე დაამოწმა, რომელთაგან ერთი ორჯერ დაქორწინებული და მდიდარია, ხოლო მეორე ღარიბია. რომელი დავადგინო?
823. თუ მე არ ვიცნობ იმ ადამიანებს, რომელთაც სოფლის ეკლესიებისთვის უნდა დავასხა ხელი, მაშინ როგორ მოვიქცე?
822. სქოლასტიკოსტთა შორის ერთი მონაზონი ეძიებდა, რომ მისთვის წმინდა ქალაქ იერუსალიმის ტაძარში პრესვიტერად დაესხათ ხელი. აჰყვა რა ზოგიერთების შუამდგომლობას, ეპისკოპოსმა მის სქოლასტიკოსობას ყურადღება მიაქცია და დიაკვნად აკურთხა ის. ამის შემდეგ ეპისკოპოსს სთოხვეს, რომ პრესვიტერადაც დაესხა მისთვის ხელი. მაგრამ მან ნამოქმედარი შეინანა და შეკითხვა გაუგზავნა იმავე ბერს: კარგად მოვიქეცი თუ არა, დიაკვნად რომ ვაკურთხე ის, და დავასხა ხელი პრესვიტერად თუ არა? იხილეთ სრულად
821. მყავს ღვთისმოსავი და სასარგებლო მდივანი - ადამიანი, რომელზეც ყველანი ასე მოწმობენ; მაგრამ მე ვერ ვბედავ მის ხელდასხმას, რადგან ჩემიანს თუ დავასხამ ხელს, ზოგიერთები დაბრკოლდებიან; რას მიბრძანებ, როგორ მოვიქცე?
814. მანვე მეორე ბერს ჰკითხა: ჩემო მამაო! ვის შეიძლება დავასხა ხელი ღვთისმსახურებისათვის და როგორ ცხოვრებას უნდა ეწეოდეს ის?
803. ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა იმავე ბერს ჰკითხა: აუცილებლად იმ სამი პიროვნებიდან მისცემდა მათ ღმერთი ეპისკოპოსს თუ არა?