წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე - ციტატები, ამონარიდები
802. ხალხის მიერ მოძულებულ ერთ ეპისკოპოსს, ვერცხლისმოყვარეობის და სხვა დაცემების გამო მსჯავრი დასდეს. ადგილობრივმა კრებამ ის ამხილა, უარყოფითი სიგელებით დაადასტურა ეს და ერთობლივი განაჩენით, მან საყდარი დატოვა. იმ ქალაქის მცხოვრებლებმა კი, რომელთაც ეპისკოპოსობის ღირსად სამი პიროვნება მიაჩნდათ და ფიქრობდნენ, რომელი მათგანი აერჩიათ, ამის თაობაზე დიდ ბერს ბარსანუფის შეკითხვა გაუგზავნეს იხილეთ სრულად
801. რწმენის თაობაზე გამართული პაექრობის დროს, მეფემ ერთ-ერთი ეპისკოპოსი გაგზავნა და იმავე დიდ ბერს წერილობით ჰკითხა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. რადგან ის თვლიდა, რომ მცდარი შეხედულება ამა სოფლის ზოგიერთ ძლიერ პიროვნებაშიც იმალებოდა და ისინი საღად ვერ აზროვნებდნენ რწმენის საკითხებზე იხილეთ სრულად
799. მონაზონთაგან ერთმა ეპისკოპოსმა, რომელსაც ამ ბერების დიდი რწმენა ჰქონდა, დიდ ბერს შეკითხვა გაუგზავნა: მივატოვო თუ არა ეს სოფელი და დავუბრუნდე განმარტოებულ ცხოვრებას? ამასთანავე, მან ლოცვა-კურთხევა და დახმარება ითხოვა
798. ერთ-ერთმა ქორეპისკოპოსმა იმავე ბერს ჰკითხა: ხომ არ დავტოვო ქორეპისკოპოსობა და მონასტერში წავიდე?
797. ერთმა პრესვიტერმა, რომელიც მოქალაქეებმა ეპისკოპოსად აირჩიეს, იმავე ბერს კაცი გაუგზავნა და ჰკითხა: კეთილ ინებებდა თუ არა ღმერთი მის ეპისკოპოსობას?
795. ღვთის წმინდა ეკლესიაში წარმოქმნილი არეულობის დროს, როდესაც ელოდნენ, რომ მეფის ბრძანებით ზოგიერთ ისეთ პირს დაასხამდნენ ხელს, რომელსაც ეკლესიასთან საერთო არაფერი ჰქონდა და დევნა დაიწყებოდა, ზოგიერთმა ქრისტესმოყვარე ადამიანმა იმავე ბერს ჰკითხა: ჩვენ თვითონ ხომ არ განვერიდოთ და გადავმალოთ ჩვენი საკუთრება? იხილეთ სრულად
794. რამოდენიმე ქრისტესმოყვარე ადამიანმა, რომლებიც ძლიერი პიროვნებებისაგან შეურაცხყოფას მოელოდნენ, იმავე ბერს, იოანეს ჰკითხეს: შეიძლება თუ არა სხვა უფრო ძლიერ პირებს მივმართოთ და ფულით დავიქირავოთ, რათა გამოგვექომაგონ?
793. ერთ ქრისტესმოყვარე, სტუმართმოყვარე და ამ საქმეში აბრაამის მბაძავ კაცს, ავადმყოფობის გამო სიკვდილის საშიშროება მოელოდა. ექიმებს მისი გადარჩენის იმედი გადაწურული ჰქონდათ. მაშინ უფლის მიერ მასზე შეყვარებულმა ადამიანებმა ბერ იოანეს კაცები გაუგზავნეს და ჰკითხეს: თუ მისი აღსასრული მოახლოებულია, მას სურს, რომ ანდერძი დატოვოს იხილეთ სრულად
792. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ბერი იოანე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დიდი და საკვირველი საქმე უნდა აღსრულებულიყო, სიმდაბლის გამო, ზოგიერთებს შეკითხვით დიდ ბერთან, აბბა ბარსანუფისთან აგზავნიდა. ბერი ბარსანუფი გამოგზავნილ შეკითხვაზე არასოდეს ისეთ პასუხს არ სცემდა, რომელიც მის აზრს არ ეთანხმებოდა. ამიტომ, ერთხელ ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა ამ ბერს იოანეს უთხრა: რატომ დაგვცინი მამა იოანე, როდესაც შეკითხვებით წმინდა და დიდ ბერთან ბარსანუფისთან გვაგზავნი, მაშინ, როცა მისი თანაბარი სულის (სულიწმიდის) ძალა გაქვს? იხილეთ სრულად