წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე - ციტატები, გამონათქვამები წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე | გამონათქვამები
799. მონაზონთაგან ერთმა ეპისკოპოსმა, რომელსაც ამ ბერების დიდი რწმენა ჰქონდა, დიდ ბერს შეკითხვა გაუგზავნა: მივატოვო თუ არა ეს სოფელი და დავუბრუნდე განმარტოებულ ცხოვრებას? ამასთანავე, მან ლოცვა-კურთხევა და დახმარება ითხოვა
798. ერთ-ერთმა ქორეპისკოპოსმა იმავე ბერს ჰკითხა: ხომ არ დავტოვო ქორეპისკოპოსობა და მონასტერში წავიდე?
797. ერთმა პრესვიტერმა, რომელიც მოქალაქეებმა ეპისკოპოსად აირჩიეს, იმავე ბერს კაცი გაუგზავნა და ჰკითხა: კეთილ ინებებდა თუ არა ღმერთი მის ეპისკოპოსობას?
795. ღვთის წმინდა ეკლესიაში წარმოქმნილი არეულობის დროს, როდესაც ელოდნენ, რომ მეფის ბრძანებით ზოგიერთ ისეთ პირს დაასხამდნენ ხელს, რომელსაც ეკლესიასთან საერთო არაფერი ჰქონდა და დევნა დაიწყებოდა, ზოგიერთმა ქრისტესმოყვარე ადამიანმა იმავე ბერს ჰკითხა: ჩვენ თვითონ ხომ არ განვერიდოთ და გადავმალოთ ჩვენი საკუთრება? იხილეთ სრულად
794. რამოდენიმე ქრისტესმოყვარე ადამიანმა, რომლებიც ძლიერი პიროვნებებისაგან შეურაცხყოფას მოელოდნენ, იმავე ბერს, იოანეს ჰკითხეს: შეიძლება თუ არა სხვა უფრო ძლიერ პირებს მივმართოთ და ფულით დავიქირავოთ, რათა გამოგვექომაგონ?
793. ერთ ქრისტესმოყვარე, სტუმართმოყვარე და ამ საქმეში აბრაამის მბაძავ კაცს, ავადმყოფობის გამო სიკვდილის საშიშროება მოელოდა. ექიმებს მისი გადარჩენის იმედი გადაწურული ჰქონდათ. მაშინ უფლის მიერ მასზე შეყვარებულმა ადამიანებმა ბერ იოანეს კაცები გაუგზავნეს და ჰკითხეს: თუ მისი აღსასრული მოახლოებულია, მას სურს, რომ ანდერძი დატოვოს იხილეთ სრულად
792. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ბერი იოანე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დიდი და საკვირველი საქმე უნდა აღსრულებულიყო, სიმდაბლის გამო, ზოგიერთებს შეკითხვით დიდ ბერთან, აბბა ბარსანუფისთან აგზავნიდა. ბერი ბარსანუფი გამოგზავნილ შეკითხვაზე არასოდეს ისეთ პასუხს არ სცემდა, რომელიც მის აზრს არ ეთანხმებოდა. ამიტომ, ერთხელ ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა ამ ბერს იოანეს უთხრა: რატომ დაგვცინი მამა იოანე, როდესაც შეკითხვებით წმინდა და დიდ ბერთან ბარსანუფისთან გვაგზავნი, მაშინ, როცა მისი თანაბარი სულის (სულიწმიდის) ძალა გაქვს? იხილეთ სრულად
788. სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა იმავე ბერს ჰკითხა: ჩემს ყრმას ცოფიანმა ძაღლმა უკბინა, მითხარი მოკვდება თუ გადარჩება? ზოგიერთები ამბობენ, ცოფიანი ძაღლის დაკბენილი ადამიანი ორმოც დღემდე კვდებაო
785. ერთმა საერო სიბრძნის მასწავლებელმა, ქრისტესმოყვარე კაცმა, ვისი შვილიც სიკვდილის პირას მისულიყო, იმავე ბერს, აბბა იოანეს ჰკითხა: გადარჩებოდა ის, თუ მოკვდებოდა? მან უპასუხა იცოცხლებსო. როგორც ბერმა თქვა, ის ცოცხალი გადარჩა. რაღ... იხილეთ სრულად
თუ ღვთის გზაზე შინაგანი საქმიანობა ადამიანს არ უშველის, მაშინ გარეგნულადაც ამაოდ შრომობს.