ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

ზოგჯერ კანონისათვის გამოყოფილი მტელი დრო შეიძლება რომელიმე ფსალმუნის გონებისთ წაკითხვას მოახმაროტ ისე, რომ თითოეული მუხლისაგან საკუთარი ლოცვაც კი შექმნთ. ზოგჯერ კანონის მთელი დრო შეიძლება იესოს ლოცვის აღსრულებას და მუხლთდრეკას დაუთმოთ... ან ერთიდან, მეორიდან და მესამიდან მცირედ-მცირედი აიღოთ. ღმერთი გულს მოითხოვს (იგავ. 23, 26). და თუ ის კრძალვითაა მისდამი განწყობილი, ესეც საკმარისია, უწყვეტი ლოცვაც სწორედ აგაა, რომ მოკრძალებული გრძნობით ვიდგეთ ღვთის წინაშე. ამ დროს ერთი რამეღა რჩება შესასრულებელი, შევაშველოთ ღუმელს შეშა და პერიოდულად გავაძლიეროთ ცეცხლი. ზოგჯერ კანონისათვის გამოყოფილი მტელი დრო

ნეტარი ავგუსტინე, რომელიც ფსალმუნის სიტყვებს განმარტავდა (ფს. 41, 2), ამბობს: ირემი აკვდინებს გველს, რომელიც მას წყლისკენ მიმავალ გზაზე ხვდება, რის გამოც კიდევ უფრო მეტ წყურვილს გრძნობს და უფრო დიდი სიჩქარით გარბის წყაროსკენ. "გინდათ იცოდეთ, - აგრძელებს ეკლესიის ნეტარი მამა, - რატომ არაა თქვენში სრულყოფილების ესოდენ დიდი სურვილი და ესოდენ შეუკავებელი მისწრაფება ღვთისაკენ? ეს იმიტომ, რომ თქვენ არ თრგუნავთ თქვენს გველებს: თქვენი გველები გრძნობადი, ხორციელი ვნებებია: მოაკვდინეთ ეს სიცრუის გველები და მაშინ მეტი გულმოდგინებით ისწრაფებთ ცხოვრებისა და ჭეშმარიტების წყაროსკენ. ნეტარი ავგუსტინე, რომელიც ფსალმუნის სიტყვებს


პატარა ლოცვა ფსალმუნიდან

გიძღვნით პატარა ლოცვას ფსალმუნიდან: - უფალო, მასწავლე, ისე დავთვალო ჩემი დღეები, რომ გულის სიბრძნე შევიძინო გიძღვნით პატარა ლოცვას ფსალმუნიდან: - უფალო

image
image თემა: სიბრძნე,  დრო
ავტორი: შალვა ამონაშვილი
წყარო: Wisdomge

10. თუ გათავისუფლდა გონება ყველა თავისი მტრისგან და შაბათობს (ე.ი. ისვენებს) უკვე, მაშ სხვა, ახალ საუკუნეში მყოფობს იგი, იაზრებს ახალს და უხრწნელს: "ხოლო სადაც მძორია, იქ შეიკრიბებიან არწივები" (მათე 24.48; ლუკა 17.37), (მაცხოვრის ეს სიტყვები იმ შინაარსს შეიცავს, რომ სადაც არის სწრაფვის საგანი (აქ: საუფლო დიდება და ნეტარება), იქ შეიკრიბებიან მოწადინენი (საუფლო დიდების მოსურნენი). აზრი იმის შესახებ, რომ "მძორი", როგორც უარყოფითი შინაარსის შემცველი სიტყვა, არ შეიძლება უფლის სიდიადეს და სასუფევლის აღმატებულებას მოასწავებდეს, მცდარია. გავიხსენოთ: მაცხოვარმა თავად უწოდა თავის თავს "მატლი", როდესაც მეფსალმუნის პირით თქვა: "მე მატლი ვარ და არა კაცი". თუ გათავისუფლდა გონება ყველა თავისი მტრისგან

როგორც კი გარდაიცვლება ვინმე, უმალ უხმეთ მოძღვარს ან შეატყობინეთ, რათა მიცვალებულს „სულთბრძოლის ლოცვები“ წაუკითხოს, რომლებიც ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის უნდა იკითხებოდეს გარდაცვალების შემდგომ (ან მოახლოებული სიკვდილის დროს – მთარგ. შენიშვნა). შეძლებისდაგვარად ეცადეთ, რათა წესის აგება ეკლესიაში შესრულდეს, ხოლო წესის აგებამდე მიცვალებულისთვის ფსალმუნი უნდა იკითხებოდეს. აუცილებელი არ არის წესის აგება გულმოდგინედ იყოს მორთულ–მოკაზმული, აუცილებელია, რომ იგი სრულად, ყოველგვარი შემოკლების გარეშე აღესრულოს; ამ დროს თქვენს საკუთარ კეთილმოწყობაზე კი არ უნდა ფიქრობდეთ, არამედ – მიცვალებულზე, რომელსაც თქვენ შორდებით. როგორც კი გარდაიცვლება ვინმე, უმალ უხმეთ

მაშფოთებს გამეფებული გულგრილობა. რაღაც მზადდება. ჩვენ წესიერად ჯერაც ვერ გავიგეთ, რა დროში ვცხოვრობთ, არ იცით, რომ მოვკვდებით. რა გამოვა ყოველივე ამისგან, არ ვიცი, მდგომარეობა ძალზედ რთულია. სამყაოს ბედი რამოდენიმე ადამიანზეა დამოკიდებული, მაგრამ უფალი ჯერ კიდევ ამუხრუჭებს. ჩვენ ბევრი და ტკივილით ლოცვა გვმართებს, რათა უფალო ჩაერთოს იმაში რაც ხდება. გულმხურვალედ მოვეკიდოთ ამას და სულიერად ვიცხოვროდ. ძალიან რთული დროა. უამრავი ფერფლი, ნაგავი, გულგრილობაა ირგვლივ და იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გაფანტოს, საჭიროა, ძლიერად დაუბეროს. მოხუცები ამბობდნენ, რომ დრო მოვა, როდესაც ადამიანები დაიწყებენ წიხლების კვრას! და აი, ანგრევენ გალავნებს, არაფერს უწევენ ანგარიშს. საშინელებაა! დადგა ბაბილონის აღრევის ხანა! წაიკიტხეთ სამი ყრმის ლოცვა და დაინახავთ, როგორი თავმდაბლობით ლოცულბდნენ ისინი. და 82-ე ფსალმუნი : "ღმერთო, ვინ გემსგავსოს შენ, ნუ დასდუმნები". აი, ესაა საჭირო, სხვანაირად კარგს არაფერს ელოდე. საჭიროა, საღვთო ჩარევა! მაშფოთებს გამეფებული გულგრილობა. რაღაც


"ბევრი რამ ძალუძს მართლის ლოცვას"

აი, როგორ გვარიგებს მოციქული: „უჭირს რომელიმე თქვენგანს? ილოცოს; ხარობს ვინმე? ფსალმუნი იგალობოს... რწმენის ლოცვა იხსნის სნეულს... და თუ ცოდვები აქვს ჩადენილი, მიეტევება; ილოცეთ ერთმანეთის გამო... ბევრი რამ ძალუძს მართლის ლოცვას“ (იაკ. 5, 13, 15-16).
მართალში კი მაცხოვრის მცნებებით მცხოვრები პიროვნება იგულისხმება, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, სიყვარულით იქნება შემოსილი, რადგან „სიყვარულია სიმტკიცე სრულქმნილებისა“ (კოლ. 3, 15). აი, როგორ გვარიგებს მოციქული: უჭირს რომელიმე

როგორ მოვიქცეთ, თუ ვნება გულში შემოგვეპარა?
თუ ვნება გულში შემოგეპარა და იქ დაყოვნდა, ესე იგი მთელს სულს წაგიბილწავს. საჭიროა წაიკითხო სინანულის კანონი ან 50-ე ფსალმუნი რამდენიმე მუხლმოდრეკით. თუ არ გშველის, იმდენჯერ გაიმეორე, სანამ სული დამშვიდდება.
თუ ვნება გულში შემოგეპარა და იქ დაყოვნდა, ესე


განვუსვენოთ მის თანაგრძნობით აღსავსე გულს

მცნებების დარღვევით, დრტვინვით, ურჩობით და სხვა მრავალგვარი ცოდვით ნუ დავამწუხრებთ მას, ვინც უსაზღვრო სიყვარული და ლმობიერება გვიჩვენა. მოდით, მადლიერი მონებივით ვეცადოთ განვუსვენოთ მის თანაგრძნობით აღსავსე გულს, რომ ნუგეში ვცეთ ისე, როგორც ფსალმუნი ამბობს: „და მონათა თვისთა ზედა ნუგეშინის-ცემულ იქმნეს" (ფსალმ. 134, 14). მცნებების დარღვევით, დრტვინვით, ურჩობით და

ნაცვლად ღვინის სმით შექცევისა და ლხინისა, წმიდა მოციქული პავლე გვასწავლის ჩვენ სხვანაირს სიამოვნებასა და შექცევასა: „ნუ დაითვრებით ღვინითა... არამედ აღივსენით სულითა. ეტყოდეთ თავთა თვისთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა, უგალობდით და აქებდით გულითა თქვენითა უფალსა“ (ეფეს. 5.18–19). იცოდა წმიდამან მოციქულმან, რომ სუსტი კაცის ბუნება ვერ გასძლებს სრულიად უნუგეშოდ და შეუქცევრად, ამისათვის გვაჩვენა ჩვენ საშუალება, რით უნდა შევიქცევდეთ თავსა და მოვიპოვებდეთ მხიარულებასა. გალობა ძლიერ გაამხიარულებს ყოველსა კაცსა. რაც უნდა მოწყენილი და მწუხარე იყოს კაცი, ტკბილი ხმით გალობა დაავიწყებს მას მისსა მწუხარებასა. მაგრამ წმიდა მოციქული პავლე წინადაგვიდებს ჩვენ სულიერსა გალობასა და ქებასა ღვთისასა, მისთვის, რომ ესრეთი გალობა კიდეც გაამხიარულებს კაცსა და კიდეც აღაშენებს სულსა მისსა; მაშინ, როდესაც ხორციელი, სოფლიური გალობა, ანუ სიმღერა, ხშირად აღელვებს ვნებათა კაცისათა და მისცემს ცუდსა ზნეობასა. ჩვენთა ძველთა წინაპართა ერთი კარგი ჩვეულება ჰქონდა, ძმანო ქრისტიანენო. მათ უყვარდათ თავის შექცევა და ლხინი სუფრაზე სწორდ იმ სახით, როგორათაც გვასწავლის ჩვენ წმიდა მოციქული პავლე. სუფრაზე დაჯდომილნი, იგინი დიდხანს ნუგეშობდნენ ძლისპირთა, ფსალმუნების და სხვა საეკლესიო გალობის წარმოთქმით. ნაცვლად ღვინის სმით შექცევისა და ლხინისა

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3