ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

უთმინოთა კაცთა ლოცვასა არა შეისმენს ღმერთი, ამისათვის, ვინაითგან ყოველთა ცოდვათა აღმაორძინებელ არიან უთმინოთა კაცთა არა მეოხ ექმნებიან, წმიდანი ღმრთისანი, რამეთუ გარდამავალ სჯულისა არიან. უთმინოსა კაცსა არა წარუძღვებიან წმიდანი იგი მომთმინონი მოწამენი და მამანი მიყვანებად უფლისა თანა, რომელთა მოითმინეს ამის სოფლისა მიერი მათ ზადა მიღებულნი ტანჯვანი, ცეცხლი და მახვილი, ვინაითგან ვერ ჰპოვებენ მაშინ სათნოებისა მცირესა. პეტრე, თავი მოციქულთა, არა განგიღებს კარსა სასუფევლისასა, რომლისა ჰქონან კლიტენი მისნი, რომელმან მოითმინა ქრისტესათვის თავდამოქცევით ჯვარცმა. მოციქულნი არა მოეგებებიან უთმინოსა კაცსა, რომელთა დაითმინეს შრომა, ქვეყნით ქვეყნად სვლა, გვემა, ტანჯვა, ჯვარცმა, განხერხვა, ტყავთა განხდა და თვითოფერი სიკვდილი. ქრისტესა ვერ იხილავს უთმინო კაცი, რომელმან დაითმინა ჩვენ, ცოდვილთათვის ფრიადი შრომა, განსყიდვა, შეპყრობა, გვამა, ნერწყვა, ჯვარცმა და მრავალსახე სატანჯველი სხვანი. უთმინო კაცი არამცირედსა ხანსა და უეჭველად ჯოჯოხეთსა დაემკვიდრების, სადა საუკუნოდ მოთმენად არს ტანჯვისა. უთმინოთა კაცთა ლოცვასა არა შეისმენს ღმერთი

90. იცის მტერმა სულიერი რჯულის მოთხოვნილება და ეძიებს მარტოოდენ გონებისეულ (მხოლოდ გონებით და არა საქმით) თანხმობას, რადგან სწორედ ამ სახით იგი ან სინანულის შრომათა მოვალედ გახდის მისდამი დაქვემდებარებულს, ან კიდევ, თუ არ შეინანებს, იძულებით მოსაწევართა წინააღმდეგ ბრძოლისთვისაც განამზადებს (იგულისხმება, რომ სულიერი სჯულის ორივე პირობა, კერძოდ, ერთი მხრივ, სინანულისმიერი განსწავლა ცოდვილისა, მეორე მხრივ კი – ძალადობრივ (არანებსით) მოსაწევართა (ე.ი. ღვთივმოვლენლ შემთხვევათა) გზით სინანულისა და გონიერებისკენ ხმობა უნანელისა, მტრისგან (რომელმაც, როგორც ითქვა, იცის სულიერი სჯულის აღნიშნული მოთხვონილებანი) უკუღმართდება, რადგან იგი სინანულისმიერი შრომის მაკურნებლობასაც და იძულებითი მოსაწევარის განმსწავლელობასაც ყოველგვარ სარგებლობას უკარგავს, რადგან პირველსაც და მეორესაც მხოლოდ დამამწუხრებელ მოვალეობად, გამტანჯველ ტვირთად წარმოუჩენს მისდამი დაქვემდებარებულ ადამიანს და დრტვინვას აღუძრავს მას), რომ ამ მხრივაც მწუხარებანი განუმრავლოს და მიცვალების ჟამს ურწმუნოდ გამოაჩინოს იგი დაუთმენლობის გამო. იცის მტერმა სულიერი რჯულის მოთხოვნილება და

ეროვნულობა ქრისტიანობაში ნიშნავს ზრუნვას შენი ხალხის იმ ნაკლულევანებათა გამოსწორებისთვის, რაც მის ცხოვრებას თან სდევს; ნიშნავს ზრუნვას მისი სულიერი და ზნეობრივი განვითარებისათვის, ნიშნავს იმ ტრადიციებისა და ზნე-ჩვეულებების დაცვას, რაც მის თავისთავადობას, მეობას განაპირობებს. ყოველივე ეს, ამავე დროს, სხვა ხალხებისა და ქვეყნებისადმი პატივისცემასა და კეთილგანწყობას გულისხმობს.
აი, რას ამბობს ვაჟა-ფშაველა პატრიოტიზმის შესახებ: "... რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავისი სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობრებს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას... ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალ-ღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და რამდენადაც გონივრული იქნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოდგება მისი მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქნება მთელი კაცობრიობისათვის" (კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი"). ეროვნულობა ქრისტიანობაში ნიშნავს ზრუნვას შენი


მასვი, მაჭამე, მალხინე, დრო გამატარებინეო

მასვი, მაჭამე, მალხინე, დრო გამატარებინეო,.. რას ქვია! ეს ცხოვრება უნდა გაიარო შემოქმედებაში, შრომაში, პატივისცემაში, გაგებაში, მეგობრობაში, ერთობაში... აი, ამ გზას გაივლი? - სადღეგრძელოებიც კარგი იქნება მასვი, მაჭამე, მალხინე, დრო გამატარებინეო,..

უფალი მოითხოვს წმინდა და სათნო გულს. ეს ხომ თქვენი მიზანიცაა! ამისკენ მიმართეთ მთელი თქვენი შრომა.
გულს, ვნებიანი აზრები, გრძნობები და სურვილები აუწმინდურებს. მაშ, ყურადღება მიაპყარით თქვენს გულს და როგორც კი შეამჩნევთ მასში რაიმე ვნებიან მოძრაობას, მყის აღკვეთეთ იგი. ამის საუკეთესო საშუალებაა იესოს ლოცვა. ასეთ შრომას შინაგანი ბრძოლა ეწოდება. მის გარეშე ვერ განიწმინდებით და ვერ გახდებით უფლისათვის სათნო.
გარეგნული მოღვაწეობის - განმარტოების, მარხვის, მღვიძარების, ლოცვის, სულიერი კითხვის გარეშე შინაგან ბრძოლაში წარმატების იმედი ნუ გექნებათ. თავდაუზოგავად მისდიეთ ამასაც. ძალა, რომლითაც გაწევთ ამ შრომას, სულის ცხონების ძლიერი წადილია. ეს წადილი ყველაფერში, რასაც ჯეროვნად მივიჩნევთ, ცოცხალ, ენერგიულ მოქმედებას მოითხოვს იმ იმედით, რომ ღვთის მადლი მუდამ შეგვეწევა. შრომა დიდია, მაგრამ ძალაც არანაკლები.
მოშურნეობა ჩვენგან, ხოლო მადლიანი შემწეობა კი ღვთისაგან. ესაა მთელი განწყობილება, რომელსაც ესწრაფვით. შედეგი რა იქნება?
თავგანწირული სიყვარული ღვთისა და და ღვთის გულისათვის ყველა ცოცხალი არსებისა. [გვ. 80] უფალი მოითხოვს წმინდა და სათნო გულს. ეს ხომ

„და ნუცა სცემთ ადგილს ეშმაკსა“ (ეფეს. 4. 27). რას ნიშნავს ეს სიტყვა ძმაო? ეს იმას ნიშნავს, რომ ნუ მისცემთ მაცთურს, ანუ ეშმაკს იმისთანა შემთხვევას და მიზეზს, რომლითაც მას შეეძლოს მიახლება თქვენდამი და წარწყმედა თქვენიო. მართლა, ეშმაკი, ანუ სულიერი მტერი ჩვენი, იმ ზომად გვაცთუნებს ჩვენ, რა ზომადაც თვითონ ჩვენ მივსცემთ მას მიზეზებს. მიზეზად ის მიიღებს ყოველსა ჩვენსა ცუდსა მიდრეკილებასა, უკრძალველობასა, დაუდევნელობასა. ზოგიერთი კაცი, ანუ უგუნურებით, ანუ ფარისევლობით, ყოველსა თვისსა ცოდვასა ეშმაკს მიაწერს: „ეშმაკმა მაცთუნა, მტერმა შემაცდინაო“. გარნა, მოციქულის სიტვებიდგან სჩანს, რომ ჩვენ თვითონ ვაძლევთ მას შემთხვევას და მიზეზს, რომ გვაცთუნოს მან. ეშმაკი გიყურებს შენ და გამოსცდის რით ხარ შენ ცუდი, რომელნი ცუდნი თვისებანი და მიდრეკილებანი ჰსუფევენ შენს შორის. თუ დაგინახა, რომ ანგარი კაცი ხარ, მაშინ იმ ანგარებით მრავალ ცოდვაში ჩაგაგდებს; თუ შეგატყო, რომ გულფიცხელი ხარ, მაშინ იგი ამ კერძოით მოგეკიდება და დაგღუპავს. გარნა, უმეტესად ყოვლისა, კაცი თავის გულში მაშინ აძლევს ადგილს ეშმაკსა, როდესაც იგი არის უქმი, არ უყვარს შრომა და მუშაობა. და ნუცა სცემთ ადგილს ეშმაკსა (ეფეს. 4. 27).

ჩვენ მოგმართავთ განათლებულო ქრისტეანენო! როგორ შეგიძლიათ თქვენ რომ აერიდოთ ფიზიკურ შრომას, როდესაც ყოვლად წმიდა ქალწული მარიამი, ეს უმაღლესი და უსრულესი მაგალითი ქრისტეანი ქალებისა, ასე ბევრს შრომობდა თავის ხელით. აბა, ყური მიუგდეთ რას გვეუბნება ჩვენ ძველი გადმოცემა ღვთისმშობლის ქვეყნად მუშაობის შესახებ, "ყოველდღე რამდენიმე ხნით იგი ხელსაქმეში ვარჯიშობდა, ასე რომ მისი ძის დროს მას შეეძლო კიდეც ხელსაქმით თავი ერჩინა. განა უფლის კვართიც არ შეკერილა, არამედ მთლიანად ღვთისმშობლის საკუთარიუ ხელით არის მოქსოილი (იხ. სვინაქსარი 21 ნოემბრის) მამით მეფის (დავითის) შთამომავალი და დედით მღვდელმთავრის ტომიდან წარმოშობილი, ყოვლად წმიდა ქალწული მარიამი არ თაკილობდა, არ ერიდებოდა ჩვეულებრივ ქალის სამუშაოს და საკუთარი ხელის ნაშრომით ემსახურებოდა უზენაესი ღვთის ტაძარს; იგი არ თვლიდა ხელსაქმეს მისი ღირსების დამამცირებელ საქმედ.
თუ თქვენ, საყვარელნო, მართლაც განათლებაში ფეხი გიდგიათ, ჭკვიანები და კეთილშობილნი ხართ, მაშინ ნუ აერიდებით ფიზიკურ შრომას და ეცადეთ ყოველთვის საკუთარი შრომით მოიპოოთ თქვენი საზრდო საშუალებანი. ამინ. ჩვენ მოგმართავთ განათლებულო ქრისტეანენო!

რისთვის სთქვა უფალმან: „ ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ“? ანუ რა სახით შეიძლება, რომელ ოდესცა კაცი გულსმოდგინედ ეძებს სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისა, მაშინ ამ სოფლის ცხოვრებაც გაუადვილდება მას და შეიქმნება უჯობესი? დიდი და მიუცილებელი კავშირი არის, ძმანო, ორთა ამა საგანთა შორის: პირველად, ეს უეჭველია, და ყოველმან კაცმან იცის, რომელ კაცის ამ ქვეყანაზედ კმაყოფილება და კეთილმდგომარეობა დამოკიდებული არს თვით მის ჭკუაზედ, შრომაზედ და მეცადინეობაზედ; გარნა კაცის შრომა და მეცადინეობა არაოდეს არ იქმნება ნაყოფიერ და სასარგებლო, უკეთუ იმ კაცს არა აქვს გულში ღვთის სასუფეველი, ესე იგი არა აქვს დამშვიდებული, კეთილი და მართალი ხასიათი. გარეგანი წარმატება და ნაყოფიერება კაცის შრომისა ყოველთვის დამოკიდებული არის შინაგანსა მისსა თვისებასა ზედა. კაცის ბედნირების დამარღვეველი მიზეზი არის ცოდვა, ვნება, უსამართლობა. როგორ შეიძლება, რომ ის კაცი იყოს წარმატებული და ბედნიერი, რომელსაც თვითონაც ცუდი ხასიათი აქვს და ჰსცხოვრებს კაცთა შორის, ცუდის ხასიათისა მექონეთა? რისთვის სთქვა უფალმან:  ხოლო თქვენ ეძიებდით

როგორ აფასებს ღმერთი ჩვენს საქმეებსა და ღვაწლს?
ღმერთი ქრისტიანის კეთილ საქმეებსა და შრომას აფასებს მათი თავმდაბლობის შესაბამისად
ღმერთი ქრისტიანის კეთილ საქმეებსა და შრომას

ვინც მადლის შემწეობის ძიების შემდეგ მას შეიგრძნობს, უნდა განიმსჭვალოს აუცილებებლი გამოსწორების სურვილით. მაგრამ მისი სისავსისა და სრულყოფილებისათვის ახლა დამატებით იჩენს თავს გაცნობიერებული სურვილი - გონება მოითხოვს, ადამიანი კი თავს აიძულებს, ასეთ სურვილს მოსამზადებელი შრომით შეეგებოს. ასევე ჩნდება თანაგრძნობის სურვილი, რომელიც მადლის აღმგზნები ზემოქმედებით ჩაისახება. და ბოლოს, აღიძვრის მოქმედების სურვილი: ახლავე დაიწყოს დაცემული ყოფიდან წამოდგომა და მანამდე განახორციელოს ეს, სანამ მადლითაა აღფრთოვანებული.
ამიტომ ყველაფერი მოიშორე, რაც ამ ახალდანთებულ კოცონს აქრობს და ყველაფერი შემოიკრიბე, რასაც მისი გამოკვება და ცეცხლად გადაქცევა შეუძლია. განმარტოვდი, ილოცე და დაფიქრდი, როგორ უნდა გააგრძელო გზა. ცხოვრების ის წესი, საქმიანობა და შრომა, რომელიც იცი, რომლითაც თავს აიძულებდი და ცდილობდი მადლი მოგეძია, ყველაზე სასურველია, რათა შენში დაწყებული მადლის ზემოქმედება გახანგრძლივდეს. მათგან ყველაზე საუკეთესო განმარტოება, ლოცვა და ფიქრია. განმარტოებაში უფრო გონებამოკრებილი იქნები, ლოცვა ღრმა გექნება, ხოლო აზროვნება ნამდვილი. ვინც მადლის შემწეობის ძიების შემდეგ მას

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3