ნუ ილაპარაკებ რისხვით აღვსებული, არამედ ყოველთვის სიბრძნით და გონიერებით წარმოთქვი შენი სიტყვა, მსგავსად ჩვენი ყოვლადბრძენი წმიდა მამებისა; მდუმარებაშიც მათ მიბაძე და ყოველთვის აღსავსე იყო სიბრძნითა და გონიერებით, ისევე, როგორც მა...
იხილეთ სრულად
ნუ ილაპარაკებ რისხვით აღვსებული, არამედ ყოველთვის სიბრძნით და გონიერებით წარმოთქვი შენი სიტყვა, მსგავსად ჩვენი ყოვლადბრძენი წმიდა მამებისა; მდუმარებაშიც მათ მიბაძე და ყოველთვის აღსავსე იყო სიბრძნითა და გონიერებით, ისევე, როგორც მათი მდუმარება.
რადგანაც ყველანი მრავალსა ცოდავთ, ვინც არა სცოდავს სიტყვით, იგია სრულქმნილი კაცი, რომელსაც ძალუძს დაურვება თავისი ხორცის.
აჰა, ჩვენ ლაგამით ვაურვებთ ცხენებს, რათა დაგვემორჩილონ და ჩვენს ნებაზე ვათამაშებთ მთელს მათ სხეულს.
იხილეთ სრულად
რადგანაც ყველანი მრავალსა ცოდავთ, ვინც არა სცოდავს სიტყვით, იგია სრულქმნილი კაცი, რომელსაც ძალუძს დაურვება თავისი ხორცის.
აჰა, ჩვენ ლაგამით ვაურვებთ ცხენებს, რათა დაგვემორჩილონ და ჩვენს ნებაზე ვათამაშებთ მთელს მათ სხეულს.
აჰა, ხომალდებსაც, ესოდენ დიდსა და მძლავრი ქარიშხლებით ატორტმანებულ ხომალდებსაც, პატარა საჭით იქით მიაქცევს მენავე, საითაც სურს.
ასევე ენაც მცირე ასოა, და დიდად კი მძლავრობს. აჰა, პატარა ალი რამხელა ტყესა ჰბუგავს.
ენაც ალია, სიცრ...
დღეს აქა ყოველნი კიდევ როგორმე ვსჩანვართ: სამღვდელონიცა ვითამც რომ სამღვდელოთა, მონაზონნიცა ვითამც რომ ბერებათა, ქრისტიანენიცა ვითამც რომ მართლმადიდებლათა. მაგრამ მაშინ იქა ჩვენისა ნაქმარებისა და დაფარულებისა ზეწრები რომ მოგვეხდებ...
იხილეთ სრულად
დღეს აქა ყოველნი კიდევ როგორმე ვსჩანვართ: სამღვდელონიცა ვითამც რომ სამღვდელოთა, მონაზონნიცა ვითამც რომ ბერებათა, ქრისტიანენიცა ვითამც რომ მართლმადიდებლათა. მაგრამ მაშინ იქა ჩვენისა ნაქმარებისა და დაფარულებისა ზეწრები რომ მოგვეხდება და გავშიშვლდებით და სიყრმითგანი სიკვდილამდის საქმები წარმოგვიდგებიან როგორც საცხადონი, ისე დაფარულნი, სარცხვენელნი და სალაპარაკოდ დასამალავნი და გარდასაფიცნი. და მაშინ რა მსხვილ-მსხვილები საძაგელებაები გამოგვიჩნდებიან ...
“ხოლო მე გეტყვი თქუენ, რამეთუ: ყოველი სიტყუაი უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაი მისთვის დღესა მას სასჯელისასა“ (მათ. 12, 36). განა არ ლაპარაკობს ეს იმის შესახებ, რომ ყოველგვარი ღვარძლიანი და ცრუ სიტყვა არღვევს სამყაროს ...
იხილეთ სრულად
“ხოლო მე გეტყვი თქუენ, რამეთუ: ყოველი სიტყუაი უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაი მისთვის დღესა მას სასჯელისასა“ (მათ. 12, 36). განა არ ლაპარაკობს ეს იმის შესახებ, რომ ყოველგვარი ღვარძლიანი და ცრუ სიტყვა არღვევს სამყაროს წესრიგს და შეურაცხყოფს მაცხოვარს? კეთილ თუ ბოროტ სიტყვას, რომელსაც ჩვენ აშკარად და ფარულად, ფიქრში წარმოვთქვამთ, მთელი სამყარო გრძნობს, გრძნობს გრძნობათა შემოქმედიც. როგორ შეიძლება სიტყვა დაფარული იქნას იმისაგან, ვისთვის...
გეშინოდეთ სექტანტების, საჩუქრები რომ მოაქვთ. განერიდეთ მათ ცეცხლის მსგავსად. ისინი მატერიალურს იძლევიან, რათა სულიერი წაგვართვან: უფასო ბროშურებით გვირყევენ სინდისს, ნასუფრალით ხალხში განხეთქილებას იწვევენ და ზოგიერთებს ერთმორწმუნ...
იხილეთ სრულად
გეშინოდეთ სექტანტების, საჩუქრები რომ მოაქვთ. განერიდეთ მათ ცეცხლის მსგავსად. ისინი მატერიალურს იძლევიან, რათა სულიერი წაგვართვან: უფასო ბროშურებით გვირყევენ სინდისს, ნასუფრალით ხალხში განხეთქილებას იწვევენ და ზოგიერთებს ერთმორწმუნე ძმებისაგან განაშორებენ.