ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები


ამის მიღწევა ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა!

გონება ადვილად იმღვრევა, მაგრამ მალევე იწმინდება ლოცვით, წმინდა წერილის, წმინდათა ცხოვრებისა და მათი დარიგებების კითხვით. გულის სიწმინდის მოპოვებას კი ხანგრძლივი სულიერი შრომა სჭირდება. ამის მიღწევა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ადამიანის წრფელი და განწმენდილი გული არის ის ადგილი, სადაც ღმერთი ივანებს. გონება ადვილად იმღვრევა, მაგრამ მალევე

ღვაწლის უტყუარი ნიშანი და წარმატების პირობა მტკივნეული შრომაა. უმტკივნეულოდ მავალი ვერ მოიწევს ნაყოფს. მკივნეული გულით და სხეულისმიერი შრომით, სიცხადეში მოიყვანება სულიწმიდის ნიჭი, რომელიც თითოეულ მორწმუნეს წმ. ნათლისღების დროს ეძლევა და შემდეგში მეცნიერების მიმართ ჩვენი უდიერი დამოკიდებულების გამო ვნებებში იმარხება, ხოლო ღმერთის ენით აღუწერელი წყალობის მეშვეობით, კვლავ აღდგება სინანულში. მაშ, ნუ შეუშინდები შრომას მისი მტკივნეულობის გამო, რომ მსჯავრი არ დაგედოს უნაყოფობის მიზეზით და არ მოისმინო: "მოუღეთ მაგას ქანქარი ეგე." ყველანაირი ღვაწლი, სხეულისმიერი თუ სულიერი, რომელიც არ მიმდინარეობს მტკივნეულად და არ მოითხოვს შრომას, უმაყოფო რჩება: "სასუფეველი ცათაი იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი." (მათე 11, 12). მრავალნი მრავალ წელს უმკივნეულოდ შრომობდნენ და შრომობენ, რის გამოც არსებითად უცხონი იყვნენ სიწმიდისაგან და არც სულიწმიდით დაწინდულან, როგორც ტკივილთა სიმძიმის უარმყოფელნი. თავის იძულების გარეშე, თითქოს ბევრს იღვწიან, მაგრამ უმტკივნეულო შრომის გამო ვერანაირ ნაყოფს ვერ იმკიან. წინასწარმეტყველის თქმით, თუ მარხვისაგან დაუძლურებულებს წელი არ შეგვემუსრება და გულში შემუსვრილების მკივნეული განცდა არ აღგვეძრება მშობიარის მსგავსი ტკივილები არ გაგვთანგავს, შეუძლებელია ჩვენი გულის ნიადაგში იშვას ცხოვნების სული. ღვაწლის უტყუარი ნიშანი და წარმატების პირობა

მინდა ყველაფერი მე მეკუთვნოდეს! ასე ფიქრობს ანგარებიანი და ესაა ძირეული ზნეობრივი ბოროტების მეორე რტო. მასში უფრო შესამჩნევად იხსნება თავმოყვარეობის სული. იგი, თითქოს თვითონ პირადად მოქმედებს აქ: ანგარებიანი ადამიანი სიტყვას არ იტყვის, ნაბიჯს არ გადადგამს და მოძრაობას არ გააკეთებს ისე, რომ იქიდან რაიმე სარგებელი არ ნახოს. ისე აქვს ყველაფერი გათვლილი, ყველაფერი მოწესრიგებული, ყველაფერს ისეთი მიმართულება აქვს მიცემული, რომ დროსაც, ადგილსაც, საგნებსაც და პიროვნებებსაც – ყველაფერს, რასაც კი მისი ხელი ან აზრი მიეკარება, თავისი წილი შეაქვთ მის საგანძურში პირადი სარგებელი, ინტერესი – ეს არის ძირითადი ზამბარა, რომელსაც მუდამ და ყველგან სწრაფ მოძრაობაში მოჰყავს მთელი მისი არსება, და მისი ამოძრავებისთანავე იგი მზად არის ყველაფერი თავის მიზანთა მისაღწევ საშუალებად აქციოს: უმაღლესი ხარისხის ღირსებასა და პატივს მოიძიებს, თუკი ეს სარგებლიანი იქნება, აირჩევს ყველაზე რთულ თანამდებობას, თუკი იგი სხვებთან შედარებით უფრო მოსავლიანი იქნება, – შეეჭიდება ყველანაირ შრომას, არც შეჭამს, არც დალევს, ოღონდ კი სარგებელი ჰქონდეს. იგი ან ანგარებიანია, ან მომხვეჭელი, ან ძუნწი, და მხოლოდ პატივმოყვარეობის ძლიერი გავლენით შეიძლება უყვარდეს ჩინებულება და ფუფუნება. თავისი საკუთრება მისთვის თავის თავზე, ადამიანებზე და თვით ღმერთის მოძღვრებაზეც კი ძვირფასია. მინდა ყველაფერი მე მეკუთვნოდეს! ასე ფიქრობს


პიროფლიანი სჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე

შრომა, როგორც წერია ბიბლიაში და ჩვენი ყოფაც ნათლად მოწმობს, არის ადამიანის მიწიერი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. იგია კურთხევა ღვთისა, რომლის შედეგიც არის სიუხვე, სიხარული და მშვიდობა. უფალი ბრძანებს: "პიროფლიანი სჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე" (დაბადება 3,19). და ეს ეხება ყველას: დიდს, პატარას, მუშას, ახალგაზრდას, გლეხს, ინტელიგენტს... შრომა, როგორც წერია ბიბლიაში და ჩვენი ყოფაც


რას გულისხმობს მღვიძარება, სიფხიზლით შრომა?

მღვიძარება, სიფხიზლით შრომა გულისხმობს გულისსიტყვების, წარმოდგენებისა და გრძნობების მოძრაობის მიმართ ყურადღებას. ეს არის სულიერი ძალა, რომელიც ეწინააღმდეგება ბოროტს. ეს არის წინასწარჭვრეტა, როცა გონება შორიდანვე ხედავს განსაცდელებს, უსაფრთხოების ზომებს იღებს და განეშორება მათ. ეს არის უწყვეტი ლოცვა, როცა გონება გულში შემავალი და იქიდან გამომავალი გულისსიტყვების ზედამხედველია. მღვიძარება, სიფხიზლით შრომა გულისხმობს

უნდა ვიცოდეთ, რომ ღვაწლის უტყუარი ნიშანი და წარმატების პირობა მტკივნეული შრომაა. უმტკივნეულოდ მავალი ვერ მოიწევს ნაყოფს. მტკივნეული გულით და სხეულისმიერი შრომით, სიცხადეში მოიყვანება სულიწმიდის ნიჭი, რომელიც თითოეულ მორწმუნეს წმ. ნათლობის დროს ეძლევა და შემდგომში მცნებების მიმართ ჩვენი უდიერი დამოკიდებულების გამო ვნებებში იმარხება, ხოლო ღმერთის ენით აღუწერელი წყალობის მეშვეობით, კვლავ აღდგება სინანულში. მაშ, ნუ შეუშინდები შრომას მისი მტკივნეულობის გამო, რომ მსჯავრი არ დაგედოს უნაყოფობის მიზეზით და არ მოისმინო: "მოუღეთ მაგას ქანქარი ეგე". ყველანაირი ღვაწლი, სხეულისმიერი თუ სულიერი, რომელიც არ მიმდინარეობს მტკივნეულად და არ მოითხოვს შრომას, უნაყოფო რჩება: "სასუფეველი ცათაი იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი: (მათე 11, 12). მრავალნი მრავალ წელს უმტკივნეულოდ შრომობდნენ და შრომობენ, რის გამოც არსებითად უცხონი იყვნენ სიწმინდისაგან და არც სულიწმიდით დაწინდულან, როგორც ტკივილთა სიმძიმის უარმყოფელნი. თავის იძულების გარეშე, თითქოს ბევრს იღვწიან, მაგრამ უმტკივნეულო შრომის გამო ვერანაირ ნაყოფს ვერ იმკიან. წინასწარმეტყველის თქმით თუ მარხვისაგან დაუძლურებულებს წელი არ შეგვემუსრება და გულში შემუსვრილების მტკივნეული განცდა არ აღგვეძვრება და მშობიარის მსგავსი ტკივილები არ გაგვთანგავს, შეუძლებელია ჩვეი გულის ნიადაგში იშვას ცხოვნების სული. უნდა ვიცოდეთ, რომ ღვაწლის უტყუარი ნიშანი და


სიფხიზლით შრომამ მამებს შრომა დიდწილად შეუმსუბუქა!

სიწმინდე სიფხიზლით შრომის ბუნებრივი შედეგი იყო; ადამიანის სულისა და სხეულის სიწმინდე თავისთავად მოდიოდა. იმ დროს, როცა მამები ხორციელად თავის შეწირვამდე იღვწოდნენ და ბევრს წვალობდნენ, სიფხიზლით შრომამ მათ დიდწილად შეუმსუბუქა შრომა და ჯაფა. სიწმინდე სიფხიზლით შრომის ბუნებრივი შედეგი

ამის სოფლისა მოყვარე ესრეთ იფიქრებს თავის გულში: რა უნდა ვქნათ, რომელ ხორციელი ცხოვრება ესრეთ არის ძნელი, და თავის შენახვა მოითხოვს ჩვენგან დაუცხრომელსა ზრუნვასა. ნუთუ შეუძლია კაცსა გაძლება ქვეყანაზე, უკეთუ იფიქრა მხოლოდ თავის სულის ცხოვნებაზე? არა, ძმაო ჩემო. არავინ ითხოვს შენგან, რომ დასტოვო ყოველი ხორციელი საქმე და იფიქრო მხოლოდ სულის ცხონებაზე. ორნაირად შეიგიძლია შენ მიიღო და აღასრულო სიტყვა ღვთისა. პირველად, ცოტაოდენი შენი დროება სრულიად და განუყოფელად მოახმარე ამ დიდს საქმეს, მაგალითებრ, როდესაც სდგეხარ საყდარში, სხვაზე ნურაფერზე ნუ ფიქრობ და ზრუნავ, მხოლოდ ის ეცადე, რომ მიიღო სიტყვა ღვთისა და დაიმარხო გულში. ეგრედვე ყოველს დღეს დილით და საღამოთი რაოდენიმე წამი განუყოფლად მოიხმარე მისთვის, რომელ განიზრახო სიტყვისა ღვთისა და მის აღსრულებისათვის. მეორედ, როდესაც შენ შეუდგები სოფლიურთა შენთა საქმეთა, რასაც გინდა აკეთებდე, სადაც გინდა იყო, მაინც ნუ დაგავიწყდება სიტყვა ღვთისა. ეს არა თუ არ დაგიშლის შენს შრომასა და მოქმედებასა, არა თუ არ დააბრკოლებს რომელსამეშენსა საქმესა, არამედ კიდეც მოგეხმარება. მართალია, ცუდს საქმეს კი დაგიშლის, უწმინდურს და ავ საქმეში შეგაწუხებს და გტანჯავს სინიდისისაგან შენისა, გარნა ეს შენთვისვე არის უმჯობესი. ხოლო როდესაც შენ შეუდგები კეთილს ანუ სასარგებლო საქმესა, მაშინ უთუოდ, ხსოვნა და განზრახვა სიტყვისა ღვთისა კიდეც მოეხმარება და კეთილად წარმართავს მას. ამის სოფლისა მოყვარე ესრეთ იფიქრებს თავის


რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ წინა წელს?

ყოველ ახალ წელს იმედით ვხვდებით, რადგანაც რაღაც ახალი მოაქვს მას. ღმერთმა იმედი არ მოგვიშალოს! დღეს ვტოვებთ იმ სავანეს, სადაც ერთი წლის მანძილზე ვიმყოფებოდით და ჩვენს წინაშე იხსნება ახალი კარი: ვიდრე მას შევაღებდეთ, უნდა გადავხედოთ განვლილ გზას, გავიხსენოთ საქმენი ჩვენნი და ისინი, ვინც ჩვენს გარშემო იმყოფებოდნენ; მოვიგონოთ, შევძელით თუ არა იმისი გაკეთება, რაც გვევალებოდა: შევუმსუბუქეთ შრომა ან ტანჯვა მოყვასსა ჩვენსა, მოვწმინდეთ ცრემლი მტირალს, მივაწოდეთ პური მშიერს, წყალი - მწყურვალს, ყურად ვიღეთ თხოვნა მათი, ვინც შველას ჩვენგან ელოდა, თუ დავიხშეთ სასმენელნი და ჩვენს თავში ჩაკეტილნი მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ვზრუნავდით? ყოველ ახალ წელს იმედით ვხვდებით, რადგანაც

image
image თემა: ახალი წელი
ავტორი: ილია II

ვისაც სჯერა, რომ თავად მიაღწია ამა თუ იმ სათნოებას

სატანა ცდილობს, მოღვაწეებს ბრძოლის მიზანი მოსტაცოს. ეს ძარცვა ადამიანის გაამპარტავნებაში გამოიხატება. აქედან გამომდინარე, მას ნებისმიერი საქმის კეთებისას სჯერა, რომ საკუთარი წინსვლითა და ძალისხმევით მიაღწია ამა თუ იმ სათნოებას. ამგვარად რჩება მისი შრომა საზღაურის, ბრძოლა – სასოების, საქმე კი – დაფასების გარეშე. სატანა ცდილობს, მოღვაწეებს ბრძოლის მიზანი

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3