მაგრამ მათ ამ აღმატებულ თვისებებსაც აქვს თავისი საზღვრები. წმინდა წერილი მიუთითებს, რომ ანგელოზები ვერ სწვდებიან საღვთო არსების სიღრმებს, ეს მარტოოდენ „სულმა ღვთისამ“ იცის („ეგრეცა ღმრთისაი არავინ იცის, გარნა სულმანვე ღმრთისამან“ ...
იხილეთ სრულად
მაგრამ მათ ამ აღმატებულ თვისებებსაც აქვს თავისი საზღვრები. წმინდა წერილი მიუთითებს, რომ ანგელოზები ვერ სწვდებიან საღვთო არსების სიღრმებს, ეს მარტოოდენ „სულმა ღვთისამ“ იცის („ეგრეცა ღმრთისაი არავინ იცის, გარნა სულმანვე ღმრთისამან“ – 1 კორ. 2, 11); მათ არ უწყიან, რა იქნება სამომავლოდ – ესეც მხოლოდ საღვთო ცოდნაა („ხოლო დღისა მისთვის და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცათა შინა...“ – მარკ. 13, 32); აგრეთვე, სურვილის მიუხედავად, ისინი ბოლომდე ვერ ა...
ზეციურ ძალთა არსებობას შეადგენს ჰაეროვანი, თუ შეიძლება ასე ითქვას, სული ანუ უნივთო ცეცხლი... რის გამოც ისინი ადგილით განსაზღვრულნი და უხილავნი არიან...
განა თვით ყველაზე გულმოდგინე და ყურადღებიანი დამკვირვებელი შეძლებს, აღმოაჩინოს, როგორ ხდება, რომ მკვდარი, მიწაში ჩაგდებული თესლი აღმოაცენებს ახალ მცენარეს და მის შესაბამის მრავალ ამონაზარდს? ეს სასწაული ისევე ძნელი ასახსნელია, როგ...
იხილეთ სრულად
განა თვით ყველაზე გულმოდგინე და ყურადღებიანი დამკვირვებელი შეძლებს, აღმოაჩინოს, როგორ ხდება, რომ მკვდარი, მიწაში ჩაგდებული თესლი აღმოაცენებს ახალ მცენარეს და მის შესაბამის მრავალ ამონაზარდს? ეს სასწაული ისევე ძნელი ასახსნელია, როგორც გახრწნილი ფერფლიდან ადამიანის აღდგომა, ამიტომაა, რომ აღდგომის დოგმატის ჭეშმარიტებაში კორინთელთა განსამტკიცებლად წმ. პავლე მოციქულს მოაქვს მცენარის მაგალითი, რომელიც დამპალი მრაცვლიდან იბადება და უგუნურს უწოდებს მათ,...
ასევე მკვდართა აღდგომისასაც: ითესება ხრწნილებაში, აღდგება უხრწნელებაში;
ითესება დამცირებაში, აღდება დიდებაში; ითესება უძლურებაში, აღდგება ძლიერებაში.
ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი. არის სხეული მშვინვიერი, და არ...
იხილეთ სრულად
ასევე მკვდართა აღდგომისასაც: ითესება ხრწნილებაში, აღდგება უხრწნელებაში;
ითესება დამცირებაში, აღდება დიდებაში; ითესება უძლურებაში, აღდგება ძლიერებაში.
ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი. არის სხეული მშვინვიერი, და არის სხეული სულიერი.
ასედაც დაწერილი: პირველი კაცი ადამი შეიქმნა ცოცხალ მშვინვად; უკნასკნელი ადამი კი – ცხოველმყოფელ სულად.
თ. 15-16
კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე
წმიდა წერილი ადასტურებს, რომ ანგელოზები უკვდავნი არიან, მათ „არცაღა მერმე სიკუდილად ხელ–ეწიფების...“ (ლუკ. 20, 36). მაგრამ ეს არ არის საღვთო, ანუ თვითმყოფადი და უპირობო უკვდავება. ადამიანთა სულების მსგავსად, მათი უკვდავებაც მთლიან...
იხილეთ სრულად
წმიდა წერილი ადასტურებს, რომ ანგელოზები უკვდავნი არიან, მათ „არცაღა მერმე სიკუდილად ხელ–ეწიფების...“ (ლუკ. 20, 36). მაგრამ ეს არ არის საღვთო, ანუ თვითმყოფადი და უპირობო უკვდავება. ადამიანთა სულების მსგავსად, მათი უკვდავებაც მთლიანად ღვთის ნებასა და წყალობაზეა დამოკიდებული.
წმიდა სამების შემდეგ მეორადი ნათელნი, რომელთაც სამეუფო დიდება აქვთ, ნათელი, უხილავი ანგელოზები არიან. ისინი თავისუფლად მიმოიქცევიან ტრაპეზის გარშემო, რადგან სწრაფად მოძრავი გონნი, ცეცხლი და ღვთაებრივი სულები არიან, რომლებიც სწრაფა...
იხილეთ სრულად
წმიდა სამების შემდეგ მეორადი ნათელნი, რომელთაც სამეუფო დიდება აქვთ, ნათელი, უხილავი ანგელოზები არიან. ისინი თავისუფლად მიმოიქცევიან ტრაპეზის გარშემო, რადგან სწრაფად მოძრავი გონნი, ცეცხლი და ღვთაებრივი სულები არიან, რომლებიც სწრაფად გადაადგილდებიან ჰაერში.
ცანი ცათანი ანგელოზთა წარმოუდგენელ რაოდენობას იტევს. თუ დაწერილია, რომ „ათასნი ათათასნი ჰმსახურებდეს მას და ბევრნი ბევრთანი წარდგომილ იყვნეს წინაშე მისსა“ (დან. 7, 10) – ეს მხოლოდ იმიტომ, რომ წინასწარმეტყველმა ვეღარ შეძლო უფრო აღმ...
იხილეთ სრულად
ცანი ცათანი ანგელოზთა წარმოუდგენელ რაოდენობას იტევს. თუ დაწერილია, რომ „ათასნი ათათასნი ჰმსახურებდეს მას და ბევრნი ბევრთანი წარდგომილ იყვნეს წინაშე მისსა“ (დან. 7, 10) – ეს მხოლოდ იმიტომ, რომ წინასწარმეტყველმა ვეღარ შეძლო უფრო აღმატებული რიცხვის დასახელება.
მონანიება და აღსარება ერთი იმ შვიდთა საიდუმლოთაგანია, რომელიც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მისთვის დააწესა, რომ მორწმუნემ სულის განსამტკიცებლად და საცხოვნებელად სულიწმიდის უხილავი მადლი მიიღოს. აღსარებისას მონანული თავის ყოველ ცოდვა...
იხილეთ სრულად
მონანიება და აღსარება ერთი იმ შვიდთა საიდუმლოთაგანია, რომელიც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მისთვის დააწესა, რომ მორწმუნემ სულის განსამტკიცებლად და საცხოვნებელად სულიწმიდის უხილავი მადლი მიიღოს. აღსარებისას მონანული თავის ყოველ ცოდვას გაიხსენებს, გულწრფელად ეტყვის მოძღვარს და მისგან შენდობას მიიღებს. როგორც ვიცით, მაცხოვარმა თავის მოწაფეებს ქვეყანასა ზედა კაცთა შეკვრისა და გახსნის უფლება მისცა. ეს უფლება მოციქულებმა თავიანთ მოადგილეებს გადასცეს და ვ...