ადამიანს ზიარების მიღების წინ წესით შიში, კრძალულობა და სინანული უნდა ჰქონდეს, ზიარების შემდეგ კი სიხარული და სიმშვიდე უნდა იგრძნოს, მაგრამ იმასაც უნდა განიცდიდეს, რომ მოუმზადებელია საიდუმლოსათვის.
არ შეიძლება პირველად მოსული დაკავებულ იქნეს ზიარებიდან.
მღვდელმა ზიარებისთვის პირველად მოსული ადამიანი, მიუხედავად მის მიერ აღიარებული თუნდაც მძიმე ცოდვებისა, აუცილებლად უნდა აზიაროს.
გრძნობა ადამიანობისა, ქრისტიანობისა, მაღალზნეობისა – სხვა რა არის, თუ არ გულისტკივილი ყველასათვის საერთოდ და ძმათათვის განსაკუთრებით. აი ეს, სწორედ ეს გრძნობა ის ღონე უღონობისი, ის შემძლეობისა შეუძლებელისა, რომელიც სასწაულს აქმნევ...
იხილეთ სრულად
გრძნობა ადამიანობისა, ქრისტიანობისა, მაღალზნეობისა – სხვა რა არის, თუ არ გულისტკივილი ყველასათვის საერთოდ და ძმათათვის განსაკუთრებით. აი ეს, სწორედ ეს გრძნობა ის ღონე უღონობისი, ის შემძლეობისა შეუძლებელისა, რომელიც სასწაულს აქმნევინებს ხოლმე ადამიანს და რომლის საოცარი მაგალითები ძლევამოსილობისა არა და ორია ისტორიაში.
არ-დავიწყება მოვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა;
ვჰგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!
ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ მას ხელმწიფესა მზიანსა.
რა უარეა მამაცსა სულ-დიდსა, წასვლა-გვიანსა?!
თუ ჩვენ მოყვასისასდმი ვიჩენთ რაიმე სამსახურს მხოლოდ საკუთარი სარგებლობისათვის, რომ მისგან სამაგიერო სამსახური მივიღოთ, მაშIნ ჩვენ არა ისე ვემსახურებით, როგორც ეს უნდა ვაკეთოთ ქრისტეს მოძღვრების მიხედვით. გარნა ასე მოყვასს წარმართე...
იხილეთ სრულად
თუ ჩვენ მოყვასისასდმი ვიჩენთ რაიმე სამსახურს მხოლოდ საკუთარი სარგებლობისათვის, რომ მისგან სამაგიერო სამსახური მივიღოთ, მაშIნ ჩვენ არა ისე ვემსახურებით, როგორც ეს უნდა ვაკეთოთ ქრისტეს მოძღვრების მიხედვით. გარნა ასე მოყვასს წარმართებიც ასიამოვნებენ. მაცხოვარი ამბობს: თუ თქვენ თქვენი მოყვარული გიყვართ, რაი სასყიდელი გაქვთ? წწარმართნიც ასე იქცევიან. ჩვენი მოყვასისადმი სათნოყოფა ქრისტეანულ კეთილმსახურებას რომ ეთანხმებოდეს, ჩვენ უნდა ვითვალისწინებდეთ ი...
გვმართებს სინანულის არქონაც აგრეთვე ცოდვად ვაღიაროთ. და თუ ცოდვაში დარჩენის ბოროტი და შეგნებული სურვილი არა გაქვს, თუ იგი არ გიყვარს, არამედ მის გამო გრცხვენია, წმიდა ეკლესია მღვდლისადმი მინიჭებული ძალაუფლებით მოგიტევებს ყველა ცო...
იხილეთ სრულად
გვმართებს სინანულის არქონაც აგრეთვე ცოდვად ვაღიაროთ. და თუ ცოდვაში დარჩენის ბოროტი და შეგნებული სურვილი არა გაქვს, თუ იგი არ გიყვარს, არამედ მის გამო გრცხვენია, წმიდა ეკლესია მღვდლისადმი მინიჭებული ძალაუფლებით მოგიტევებს ყველა ცოდვას და ზიარების ღირსიც გახდები. იგივე ითქმის რწმენის სისუსტეზეც. დაე, შეგნებული გქონდეს შენი რწმენის სიმცირე და უსუსურობა, მაგრამ ხომ გსურს, რომ გწამდეს. შენ ურწმუნოებას საკუთარ ცოდვად აღიქვამ და ღაღადებ: „მრწამს, უფალო...
ვინც ეზიარა იღებს ძალას, ნათლდება, ხედავს ახალ ჰორიზონტებს და განიცდის სიხარულის მოზღვავებას. თითოეული განსხვავებულად, სულიერი ტემპერამენტისა და განწყობილების შესაბამისად. ზოგი გრძნობს სიხარულს და მოსვენებას, ზოგი – მშვიდობას, ზოგ...
იხილეთ სრულად
ვინც ეზიარა იღებს ძალას, ნათლდება, ხედავს ახალ ჰორიზონტებს და განიცდის სიხარულის მოზღვავებას. თითოეული განსხვავებულად, სულიერი ტემპერამენტისა და განწყობილების შესაბამისად. ზოგი გრძნობს სიხარულს და მოსვენებას, ზოგი – მშვიდობას, ზოგი – ერთგულების რწმენას და ზოგი – უსაზღვრო თანაგრძნობას ყოველივესადმი. პირადად ბევრჯერ ვყოფილვარ დაცლილ–დაქანცული, მაგრამ უფალთან ზიარების შემდეგ, დაღლილობა მთლიანად მომხსნია.