ქართველმა დედამ უნდა აღზარდოს შვილი იმგვარად, როგორც გვასწავლიდა ერის მამა, ილია ჭავჭავაძე: "დედავ, ისმინე ქართვლის ვედრება: ისე აღზარდე შენ შვილის სული, რომ წინ წარუძღვეს ჭეშმარიტება, უკან რჩეს კვალი განათლებული!"
ყმაწვილების სკოლაში შეყვანით ოჯახი მათი რელიგიური-ზნეობრივი აღზრდის მოვალეობისაგან სრულიადაც არ თავისუფლდება, ის ისევ უმთავრეს აღმზრდელ წრედ რჩება. ბავშვები მომეტებულად ოჯახში იმყოფებიან, და ზნეობრივი ცხოვრების ცხად-ყოფისათვის მოხ...
იხილეთ სრულად
ყმაწვილების სკოლაში შეყვანით ოჯახი მათი რელიგიური-ზნეობრივი აღზრდის მოვალეობისაგან სრულიადაც არ თავისუფლდება, ის ისევ უმთავრეს აღმზრდელ წრედ რჩება. ბავშვები მომეტებულად ოჯახში იმყოფებიან, და ზნეობრივი ცხოვრების ცხად-ყოფისათვის მოხერხებული შემთხვევები ოჯახში უფრო მეტია, ვიდრე სკოლაში. სასწავლებელთა მიზანთა შორის ტყუილად აძლევენ პირველ ადგილს სარწმუნოებრივ-ზნეობითს აღზრდას. რისთვის უნდა აჩეჩონ სასწავლებელს უპირველეს მიზნად ის, რასაც იგი ვერ შეასრულ...
ანგელოზნი არ იცვლებიან. მათ შორის არ არიან არც ყრმები, არც ჭაბუკნი და არც მოხუცებულნი. როგორნიც დასაბამიდან შეიქმნენ ღმერთის მიერ, იმგვარნივე რჩებიან მარადის და მათი შედგენილობაც წმიდა, შეურყვნელი და უცვალებელი რჩება. მათი არსების...
იხილეთ სრულად
ანგელოზნი არ იცვლებიან. მათ შორის არ არიან არც ყრმები, არც ჭაბუკნი და არც მოხუცებულნი. როგორნიც დასაბამიდან შეიქმნენ ღმერთის მიერ, იმგვარნივე რჩებიან მარადის და მათი შედგენილობაც წმიდა, შეურყვნელი და უცვალებელი რჩება. მათი არსების თავდაპირველ შედგენილობაში, და ასე ვთქვათ, ნარევში, სიწმიდე იყო შთადებული... ამიტომაც ისინი, სხვა გონიერ ქმნილებათა, ადამიანთა მსგავსად, თავისუფალი ნებით შემოსილნი, ადვილად არ არიან მიდრეკილნი ცოდვისაკენ, რადგან თავიდანვ...
ანგელოზი უსხეულოდ და უნივთოდ იწოდება ჩვენთან შედარებით, რადან ღმერთთან შედარებით – რომელიც მხოლოდ ერთია შეუდარებელი, – ყველაფერი უხეში და ნივთიერი ჩანს, რადგან მხოლოდ ერთია შეუდარებელი, – რადგან მხოლოდ ღვთაებაა ჭეშმარიტად უნივთო დ...
იხილეთ სრულად
ანგელოზი უსხეულოდ და უნივთოდ იწოდება ჩვენთან შედარებით, რადან ღმერთთან შედარებით – რომელიც მხოლოდ ერთია შეუდარებელი, – ყველაფერი უხეში და ნივთიერი ჩანს, რადგან მხოლოდ ერთია შეუდარებელი, – რადგან მხოლოდ ღვთაებაა ჭეშმარიტად უნივთო და უსხეულო.
ანგელოზებს, როგორც უხორცო სულებს, ფრიად ხელეწიფებათ შინაგანი თვითგანვითარება. მათი გონება ადამიანურთან შედარებით უფრო აღმატებულია. პეტრე მოციქულის სიტყვებით, მათი ძალა და შესაძლებლობანი ყოველგვარ მიწიერ მთავრობასა და უფლებას აჭარბ...
იხილეთ სრულად
ანგელოზებს, როგორც უხორცო სულებს, ფრიად ხელეწიფებათ შინაგანი თვითგანვითარება. მათი გონება ადამიანურთან შედარებით უფრო აღმატებულია. პეტრე მოციქულის სიტყვებით, მათი ძალა და შესაძლებლობანი ყოველგვარ მიწიერ მთავრობასა და უფლებას აჭარბებს (შდრ. 2. პეტ. 2, 11). ანგელოზის ბუნება უფრო სრულია, ვიდრე ადამიანისა. ამას ფსალმუნთმთქმელიც ამბობს, როცა ადამიანის განდიდება სურს. იგი შენიშნავს, რომ ღმერთმა მას „მცირედ რაიმე დააკლო“ ანგელოზებთან შედარებით (იხ. ფს. ...
უფალი იესო ქრისტე თავად გვაუწყებს, რომ სიკვდილის მომენტში სულს ანგელოზები ეგებებიან: „და იყო სიკვდილი გლახაკისაი მის და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისთა“ (ლუკ. 16, 22).
ქრისტიანობის მთელი ისტორიის მანძილზე ანგელოზები ყოველთვის თეთრით მოსილი მბრწყინავი ჭაბუკების სახით ცხადდებოდნენ. ანგელოზთა გამოცხადების ხატწერის ტრადიციაც საუკუნეთა განმავლობაში ამას ეთანხმებოდა და მხოლოდ ამგვარ მბრწყინავ ჭაბუკებს...
იხილეთ სრულად
ქრისტიანობის მთელი ისტორიის მანძილზე ანგელოზები ყოველთვის თეთრით მოსილი მბრწყინავი ჭაბუკების სახით ცხადდებოდნენ. ანგელოზთა გამოცხადების ხატწერის ტრადიციაც საუკუნეთა განმავლობაში ამას ეთანხმებოდა და მხოლოდ ამგვარ მბრწყინავ ჭაბუკებს გამოსახავდა.
საღვთო წერილის მიხედვით ვიცით, რომ არსებობენ ანგელოზნი, მთავარანგელოზნი, ძალნი, უფლებანი, მთავრობანი, ხელმწიფებანი, საყდარნი, ქერუბიმნი და სერაბიმნი. ამიტომ ვაღიარებთ ანგელოზთა ცხრა დასს. ანგელოზთა და მთავარანგელოზთა არსებობა წმინ...
იხილეთ სრულად
საღვთო წერილის მიხედვით ვიცით, რომ არსებობენ ანგელოზნი, მთავარანგელოზნი, ძალნი, უფლებანი, მთავრობანი, ხელმწიფებანი, საყდარნი, ქერუბიმნი და სერაბიმნი. ამიტომ ვაღიარებთ ანგელოზთა ცხრა დასს. ანგელოზთა და მთავარანგელოზთა არსებობა წმინდა წერილის თითქმის ყველა გვერდზე დასტურდება.