სინანული - ციტატები, გამონათქვამები

სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

გამოღვიძებული და მონანიე სული ჩვილ ბავშვს ჰგავს. გაიხსენე რას ეუბნებოდა მაცხოვარი ნიკოდიმოსს ადამიანის ხელახლად შობის თაობაზე (იხ. იოან. 3, 1-21). ახალშობილი სულისათვის აუცილებელია, რომ ქრისტეს სიტყვით იკვებოს, განიწმინდოს ლოცვითა და მარხვით, გათბეს შემოქმედისადმი სიყვარულით, ფხიზლად დაიცვას თავი ყოველგვარი მომაკვდინებელი და ბოროტი აზრების ისრებისაგან. განა მაცხოვარმა არ გვიქადაგა თავისი მოციქულების პირით: "უკუეთუ გიყუარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით". გამოღვიძებული და მონანიე სული ჩვილ ბავშვს

ამგვარად, სულიერი ხედვის შესაძენად, სიბრმავის, სიცრუისა და ზნედაცემულობისაგან გასათავისუფლებლად საჭიროა იმ ძირითადი მართლმადიდებლური ცნებით გამოხატული შინაგანი განწყობილება მივიღოთ, როგორიცაა სინანული და მორჩილება. ამგვარად, სულიერი ხედვის შესაძენად

ჭეშმარიტ მონანულს აღიყვანს საუკუნო მამა და მადლით ძედ მიითვალავს, ვითარცა სწერს დიდი იოანე ღვთისმეტყველი და მახარებელი: “მისცა მათ ხელმწიფება შვილ ღვთისა ყოფად”. ემბაზისაგან აღმოყვანებულს ვისმე ყრმას ჯერეთ კეთილმეტყველების შემძლებლობა არა აქუს და სინანულისაგან ცათა შინა აღყუანებულს აქუს კეთილმეტყველების შემძლებლობა, რომ ანგელოზთა თანა უგალობოს ღმერთსა; ემბაზისაგან აღმოყვანებული კვალად ჰსცოდებს, სინანულისაგან ცათა შინა აღყუანებული არა მოკუდების, რამეთუ საუკუნოდ ცხოვრებად მიიცვალების; ემბაზისაგან აღმოყვანებული ითქმის შვილად ეკლესიისა, სინანულისაგან აღყუანებული ცათა შინა ითქმის შვილად სასუფეველისა. ჭეშმარიტ მონანულს აღიყვანს საუკუნო მამა და

ჭეშმარიტ მონანულს უგუნურები დასცინიან და მისთვის ეს არის ნიშანი იმისა, რომ სათნო ეყო ღმერთს. ჭეშმარიტ მონანულს უგუნურები დასცინიან და

ჭეშმარიტი მონანული არ მიიჩნევს, რომ მისი შრომა წარსული ცოდვის სანაცვლოა, არამედ ამით ღმერთს აცოდებს თავს. ჭეშმარიტი მონანული არ მიიჩნევს, რომ მისი

ჭეშმარიტი მონანიების ნიშნებია: ღრმა განცდა, მწუხარება და შემუსვრა გულისა, ოხვრა, ლოცვა, მარხვა, მღვიძარება და ცრემლი. ასეთი მონანიება ნამდვილი და ჭეშმარიტია, ვინაიდან ამ გზით მოგეტევება ცოდვები და ხდები მეგობარი უფლისა. ჭეშმარიტი მონანიების ნიშნებია: ღრმა განცდა

ღმერთს არ უხმს დიდი დრო სინანულისთვის. ცოდვილი, როგორც კი გულის შემუსვრილებით აღიარებს ცოდვას, მყისვე განმართლდება, როგორც კი გულწრფელად ინანიებს, შეწყალებული იქნება. დრო კი არ იქმს საღმრთო სიმართლეს, არამედ აღმსარებლის გულმოდგინება აღხოცავს ცოდვას; რამეთუ შესაძლოა მრავალი ხნის განმავლობაში იცხოვრო სინანულით, მაგრამ ვერ ჰპოვო ხსნა და მოკლე დროში კი გულწრფელი სინანულით გამოხსნილ იქნე ცოდვისაგან. ღმერთს არ უხმს დიდი დრო სინანულისთვის.

ღმერთისათვის მონანიენი ძვირფასნი არიან; მისთვის ძალიან ძვირფასნი არიან ისინი, ვინც მწუხარე გულით ინანიებენ საკუთარ ბიწიერ საქმეებს. შემოქმედი არ არის ისეთი, როგორიც ქმნილებაა, რომელსაც საკმარისია, რამე შეეშალოს, რომ დამნაშავეს მაშინათვე სჯის. იგი ელის, ვიდრე გზააბნეული თვითონ იპოვის ჭეშმარიტ გზას. იგი უმზერს და დუმს. ელის და არასოდეს იგვიანებს. მიუწვდომელია საკუთარ სიბრძნეში და საოცარია საკუთარი წყალობით. ღმერთისათვის მონანიენი ძვირფასნი არიან;

ღვთის სასუფეველში შედიან არა უნანელნი, არამედ სინანულითა და ცრემლით გარდაქმნილი ცოდვილები. არაფერი ისე არ ეხმარება ადამიანს ვნებებთან ბრძოლასა და მათ ძლევაში, როგორც მოუკლებელი გონებრივი ლოცვა. ღვთის სასუფეველში შედიან არა უნანელნი, არამედ

უფალმა მონანიება გადარჩენისათვის დაგვიტოვა. რომ არ ყოფილყო მონანიება, მოციქულებიც კი ვერ გადარჩებოდნენ, მით უმეტეს სხვა ადამიანები. უფალმა მონანიება გადარჩენისათვის დაგვიტოვა.

სინანული, გამონათქვამები, ციტატები

2