ყოველნაირად ეცადე ადამიანთა მიმართ ბოროტებისაგან სული განიწმიდო. რამეთუ თუკი ადამიანების მიმართ ბოროტებას დაიგროვებ, იგროვებ შხამს, რომელიც ადრე თუ გვიან შენში ადამიანს მოკლავს.
მთელი ძალისხმევით აღზარდე საკუთარ თავში სიკეთე ადამი...
იხილეთ სრულად
ყოველნაირად ეცადე ადამიანთა მიმართ ბოროტებისაგან სული განიწმიდო. რამეთუ თუკი ადამიანების მიმართ ბოროტებას დაიგროვებ, იგროვებ შხამს, რომელიც ადრე თუ გვიან შენში ადამიანს მოკლავს.
მთელი ძალისხმევით აღზარდე საკუთარ თავში სიკეთე ადამიანების მიმართ, მეტად დაატანე ძალა შენს გამშრალ სულს და წყლის წვეთებივით ყოველთვის გამოადენ სიკეთეს, მტრების გამართლებას, ეს კი ნიშნავს, რომ სიკეთით მათზე სულიერად გაიმარჯვებ.
ჩვენ ვიცით, რომ ბოროტს არა აქვს არსი, არც სხვა რამ დასაბამი, თუ არ გონიერ ქმნილებათა დაცემისა, ცთუნებისა, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს ღმერთისაგან მონიჭებული თავისუფალი ნება.
ჩვენი თავმოყვარეობა ყოველივე ბოროტების ძირია. გულღრძოობა, შური, სიძულვილი და მსგავსი ვნებები იმალებიან, იბადებიან და აღმოცენდებიან თავმოყვარეობის შინაგანი პირიდან. რის გამოა ადამიანი ცუდი? იმის გამო, რომ ივიწყებს, მის ზემოთ რომ ღმ...
იხილეთ სრულად
ჩვენი თავმოყვარეობა ყოველივე ბოროტების ძირია. გულღრძოობა, შური, სიძულვილი და მსგავსი ვნებები იმალებიან, იბადებიან და აღმოცენდებიან თავმოყვარეობის შინაგანი პირიდან. რის გამოა ადამიანი ცუდი? იმის გამო, რომ ივიწყებს, მის ზემოთ რომ ღმერთია.
ერთი სიტყვით შინაგანი მშვიდობიანობა სინდისის სისუფთავე არის მტკიცე საწინდარი ღვთის წინაშე, რომ მარადიული სიცოცხლე დავიმკვიდროთ. განა რა არის გარდაცვალება? - აწმყო სიცოცხლის დასასრული და მომავალ მარადიულ სიცოცხლეში გადაჰსვლა!
ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალ-გულოვანი;
ბოლოდ შეყარნენ მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი!
ნუ, ძმაო! ზედასა-ზედა ვიგონებდეთ სიკვდილსა და განვემზადებოდეთ მისთვის და ვსტიროდეთ, მოველოდეთ წარსვლასა ჩვენსა, გულისხმა ვყოფდეთ საწუთოისა სიმოკლესა, შევიშინებდეთ საუკუნოისა მის სატანჯველისაგან, სასოება გვაქვნდეს მკვდრეთით აღდგომი...
იხილეთ სრულად
ნუ, ძმაო! ზედასა-ზედა ვიგონებდეთ სიკვდილსა და განვემზადებოდეთ მისთვის და ვსტიროდეთ, მოველოდეთ წარსვლასა ჩვენსა, გულისხმა ვყოფდეთ საწუთოისა სიმოკლესა, შევიშინებდეთ საუკუნოისა მის სატანჯველისაგან, სასოება გვაქვნდეს მკვდრეთით აღდგომისა, ვიგონებდეთ მეორედ მოსვლასა დიდისა მეუფისასა მოვიხსენოთ ხილვა საშინელისა მის დღისა, რომლისა წარდგომად ვართ, რათა არა ვიპოოთ განუმზადებელ ხელთა შინა მპარავისა მის სიკვდილისა, რომელსა ნებავს მოკვლა ჩვენი, და ჩვენცა განვ...
რა თქმა უნდა, ადამიანს ყოველთვის უნდა ახსენდებოდეს, თუ რისთვის მოვიდა ამქვეყნად, რა არის მისი ცხოვრების მიზანი, ისიც ცხადია, რომ ადამიანს არასოდეს არ უნდა დაავიწყდეს თავისი ცხოვრების დასასრული, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი...
იხილეთ სრულად
რა თქმა უნდა, ადამიანს ყოველთვის უნდა ახსენდებოდეს, თუ რისთვის მოვიდა ამქვეყნად, რა არის მისი ცხოვრების მიზანი, ისიც ცხადია, რომ ადამიანს არასოდეს არ უნდა დაავიწყდეს თავისი ცხოვრების დასასრული, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელსაც გარდაცვალება ჰქვია. ჩვენ, ქრისტიანებმა, ვიცით, რომ აღსასრულით წერტილი არ დაესმება ჩვენს არსებობას. ეს არ არის ჩიხი, არამედ ეს არის კარი. ადამიანი უნდა ეცადოს, ღირსეულად გავიდეს ამ კარში. ეს არც ისე იოლია, ძალზ...
რაც შეეხება ხორციელ სიკვდილს, მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება, ხორცით მოვკვდეტ, რადგან ჩვენ ამით სიყვარულს ვსწავლობთ. დაე, ყველას მოგვეცეს იმის ძალა, რომ მოვკვდეთ ქრისტესათვის. რას ნიშნავს ქრისტესათვის სიკვდილი...
იხილეთ სრულად
რაც შეეხება ხორციელ სიკვდილს, მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება, ხორცით მოვკვდეტ, რადგან ჩვენ ამით სიყვარულს ვსწავლობთ. დაე, ყველას მოგვეცეს იმის ძალა, რომ მოვკვდეთ ქრისტესათვის. რას ნიშნავს ქრისტესათვის სიკვდილი? როდის ვკვდებით ქრისტესათვის? მაშინ, როცა უფლის გამო გაწამებენ, გაიძულებენ ქრისტეს უარყოფას და შენ კი არ უარყოფ. ამის ღირსი შეიძლება ჩვენ ყველანი ვერ გავხდეთ, მაგრამ, თუ უფალი ინებებს, ეგების გავხდეთ კიდეც. ხვალ რა დრო ...
გადარჩენა ასე იწყება: ადამიანმა უნდა დაუტეოს თვისი ნება და გულისხმისყოფა და შეიქმნება ღმრთის ნებისა და ზრახვის აღმასრულებელი. ღმრთის ნებას ვერ შევიცნობთ გულისხმისყოფის გარეშე, და ეს უნდა ხდებოდეს არა საკუთარი, არამედ იმათი განსჯის...
იხილეთ სრულად
გადარჩენა ასე იწყება: ადამიანმა უნდა დაუტეოს თვისი ნება და გულისხმისყოფა და შეიქმნება ღმრთის ნებისა და ზრახვის აღმასრულებელი. ღმრთის ნებას ვერ შევიცნობთ გულისხმისყოფის გარეშე, და ეს უნდა ხდებოდეს არა საკუთარი, არამედ იმათი განსჯის საფუძველზე, ვისაც საამისო ცოდნაც აქვს და გამოცდილებაც, სხვაგვარად ხსნა შეუძლებელია: ისიც კი, რაც ჩვენ სიკეთედ მიგვაჩნია, ყოველთვის არ არის კეთილი, ან იმის გამო, რომ უდროოდ აღესრულება, ან კიდევ იმიტომ, რომ არ გვჭირდება.