ჭეშმარიტი და მოსაწონია ისეთი მარხულობა, როცა იგი ფარულად სრულდება. მმარხველმა რომ მწუხარე სახე მიიღოს და ილაპარაკოს სხვების გასაგონად თუ რა ცოტასა ჭამს და სვამს, - ეს იქნებოდა ფარისევლობა და თვალთმაქცობა. ჯობია, ძმაო, ხალხს მოაჩვე...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი და მოსაწონია ისეთი მარხულობა, როცა იგი ფარულად სრულდება. მმარხველმა რომ მწუხარე სახე მიიღოს და ილაპარაკოს სხვების გასაგონად თუ რა ცოტასა ჭამს და სვამს, - ეს იქნებოდა ფარისევლობა და თვალთმაქცობა. ჯობია, ძმაო, ხალხს მოაჩვენო თავი ისე, თითქოს არ მარხულობ და სინამდვილეში კი მტკიცედ იცავდე წესსა და კანონს მარხვისას, ვიდრე პირიქით - ცოტაოდენ რაღაცას ასრულებდე და ბევრს კი ლაპარაკობდე მასზე.
ჭეშმარიტი და უფლისათვის კეთილსასიამოვნო ისეთი მარხულობა არის, როდესაც იგი ფარულად სრულდება მხოლოდ ერთი ღმერთის წინაშე, სხვანაირად რომ ვთქვათ, ჭეშმარიტი მომარხულე არც კი გვაცნობს თავისი თავის შესახებ, რომ იგი მარხულობს, რადგან მჭამ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი და უფლისათვის კეთილსასიამოვნო ისეთი მარხულობა არის, როდესაც იგი ფარულად სრულდება მხოლოდ ერთი ღმერთის წინაშე, სხვანაირად რომ ვთქვათ, ჭეშმარიტი მომარხულე არც კი გვაცნობს თავისი თავის შესახებ, რომ იგი მარხულობს, რადგან მჭამელებთან მზადაა ტაბლა გაინაწილოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მემარხულემ რომ მარტო მწუხარე სახე მიიღო, ილაპარაკო ყველას გასაგონად, თუ რა ცოტასა ჭამ და სვამ, როგორ დიდხანს მარხულობ, ეს თვალთმაქცებს სჩვევიათ
ჭეშამრიტი მარხულობა უნდა იყოს ჩვენს ძალ-ხონეზე დამოკიდებული, მასთან შეფარდებული, უგუნურება იქნებოდა, ერთბაშად ერთ კვირეულში თავი განწირო კაცმა და არაფერი არ ჭამო მარტო წყალზე და პურზე იმყოფებოდე; ეს უტყუარი მაჩვენებელი იქნებოდა ჯა...
იხილეთ სრულად
ჭეშამრიტი მარხულობა უნდა იყოს ჩვენს ძალ-ხონეზე დამოკიდებული, მასთან შეფარდებული, უგუნურება იქნებოდა, ერთბაშად ერთ კვირეულში თავი განწირო კაცმა და არაფერი არ ჭამო მარტო წყალზე და პურზე იმყოფებოდე; ეს უტყუარი მაჩვენებელი იქნებოდა ჯანმრთელობის გატეხისა, მისი დაკარგვისა და სუსტი აგებულობის ადამიანისათვის უეჭველად დამღუპველი. ჩვენი ბუნება განსაზღვრულია, იგი თანდათანობითი კანონს ემორჩილება. ამიტომ მარხუოლობასაც თანდათანობით უნდა ვეჩვეოდეთ და არა ერთბაშ...
ამქვეყნიურ, ხილულ ეკლესიასა და ზეციურ, უხილავ ეკლესიას შორის განუწყვეტელი ლოცვითი კავშირია. ამიტომაა საეკლესიო კალენდარში წელიწადის ყოველი დღე რომელიმე ერთ ან, უფრო ხშირად, რამდენიმე წმიდანის ხსენებას რომ ეძღვნება. და ყოველდღე ვის...
იხილეთ სრულად
ამქვეყნიურ, ხილულ ეკლესიასა და ზეციურ, უხილავ ეკლესიას შორის განუწყვეტელი ლოცვითი კავშირია. ამიტომაა საეკლესიო კალენდარში წელიწადის ყოველი დღე რომელიმე ერთ ან, უფრო ხშირად, რამდენიმე წმიდანის ხსენებას რომ ეძღვნება. და ყოველდღე ვისმენთ ეკლესიაში ამ დღის წმიდანის ან წმიდანების საგალობლებს. საგალობლების შინაარსი გვამცნობს მარტვილისა ან რომელიმე ღირსი მამის მოღვაწეობას და თხოვნით მიმართავს მას, ევედროს ღმერთს ჩვენთვის.
link
და უთხრა მათ: შაბათი კაცისათვის შეიქმნა, და არა კაცი შაბათისათვის.
ასე რომ, ძე კაცისა შაბათის უფალიც არის.
თ. 2–3
დაურღვეველია ძალი ქრისტეს ეკლესიისა! მის წინააღმდეგ აბჯარს ისხამდნენ ხილული და უხილავი მტრები; ხმალს ჭედდნენ და ისარს უშენდნენ ძლიერნი და ბრძენნი ამა სოფლისანი. მაგრამ ეკლესია უძლეველი რჩებოდა. მან, წამებულმა ჭეშმარიტებისთვის, იეს...
იხილეთ სრულად
დაურღვეველია ძალი ქრისტეს ეკლესიისა! მის წინააღმდეგ აბჯარს ისხამდნენ ხილული და უხილავი მტრები; ხმალს ჭედდნენ და ისარს უშენდნენ ძლიერნი და ბრძენნი ამა სოფლისანი. მაგრამ ეკლესია უძლეველი რჩებოდა. მან, წამებულმა ჭეშმარიტებისთვის, იესუ ქრისტეს ვნებებით კურთხეულმა, დაინარჩუნა ქრისტიანულ ჭეშმარიტებათა საგანძური, გამოჰფინა რა მხედრობა კეთილთა მოღვაწეთა. ისინი, ცხოვრობდნენ რა ღვთის მცნებებით, იყვნენ რა მისი სახელის აღმსარებელნი წინაშე კაცთა, იბრძოდნენ მი...
ეკლესია ადამიანთა შემაერთებელი, სიყვარულისა და ერთობის მასწავლებელია. ეს სოფელი და ამსოფლიური საქმე კაცს კაცისაგან განყოფს, განაშორებს, ხშირად კი გადაამტერებს კიდეც, ხოლო ეკლესია პირიქით, შეაერთებს, დააახლოვებს, კაცს კაცს შეაყვარე...
იხილეთ სრულად
ეკლესია ადამიანთა შემაერთებელი, სიყვარულისა და ერთობის მასწავლებელია. ეს სოფელი და ამსოფლიური საქმე კაცს კაცისაგან განყოფს, განაშორებს, ხშირად კი გადაამტერებს კიდეც, ხოლო ეკლესია პირიქით, შეაერთებს, დააახლოვებს, კაცს კაცს შეაყვარებს. ეკლესიაში ყველანი ერთნი ვართ, ყველასათვის ერთი წირვა–ლოცვა სრულდება, ერთი ემბაზისაგან ვიღებთ ნათელს, ერთი ბარძიმისაგან ვიღებთ წმინდა ზიარებას. ყოველივე ამის სანაცვლოდ ჩვენც ერთგული და მორჩილი უნდა ვიყოთ მისი (I, 498–...
ეკლესია ზრუნავს ჩვენზე, უდიდეს უმრავლესობაზე, ვისაც თავისი უძლურების გამო არ ხელეწიფება სრულყოფილების ხარისხს მიაღწიოს. ეკლესია ცდილობს ხელმოკიდებული, ნაბიჯ–ნაბიჯ, როგორც ბავშვს ასწავლიან სიარულს, წაგვიყვანოს წინ, სრულყოფილებისაკე...
იხილეთ სრულად
ეკლესია ზრუნავს ჩვენზე, უდიდეს უმრავლესობაზე, ვისაც თავისი უძლურების გამო არ ხელეწიფება სრულყოფილების ხარისხს მიაღწიოს. ეკლესია ცდილობს ხელმოკიდებული, ნაბიჯ–ნაბიჯ, როგორც ბავშვს ასწავლიან სიარულს, წაგვიყვანოს წინ, სრულყოფილებისაკენ, რაც იგივე განღმრთობაა. ზუსტად ეს მიზანი აქვს მარხვასაც, რაც თავად არ არის სამოთხის „საშვი“, მაგრამ მისი მოპოვების საშუალებას გვაძლევს.
ამ მარხვის წესრიგის ძიებით და დაცვით სასწორი ბუნებისა გასწორდება არა მიდრეკად, გინა გინა დარწევად არცა მარჯვნივ და არცა მარცხნივ და ესრედ გასწორებითა ბუნების სასწორისათა სიმართლე და ჭეშმარიტება მოვაჭრებულ არს. მარხვითა ამა ბუნების...
იხილეთ სრულად
ამ მარხვის წესრიგის ძიებით და დაცვით სასწორი ბუნებისა გასწორდება არა მიდრეკად, გინა გინა დარწევად არცა მარჯვნივ და არცა მარცხნივ და ესრედ გასწორებითა ბუნების სასწორისათა სიმართლე და ჭეშმარიტება მოვაჭრებულ არს. მარხვითა ამა ბუნების კანონებისათა კაცი მიაღწევს იმ პირველ დაბადებულ;ი უცოდველ მამულისადა, სადაცა ადამ ნეტარეობდა ვიდრე მარხვის დარღვევამდე, ხოლო ოდენ დაარღვია საზღვარი მარხვისა და გარდახდა მცნებული საზღვრის გარეთ, მაშინ გაპირუტყვდა და განიდ...
აწ მოვექცეთ თითოეულად მარხვის რიგებს და წესიერება მისი გამოვაცხადოთ, რამეთუ გვამსა აქვს ხუთი საცნობელნი და ამათ შორის ჯაჭვი თვისებისა. ურთიერთისადმი გადაბმულ არიან, და რა იგი ერთსა შინა დაირღვევის ოთხთა სხვათასა ავნებს, და უკეთუ ე...
იხილეთ სრულად
აწ მოვექცეთ თითოეულად მარხვის რიგებს და წესიერება მისი გამოვაცხადოთ, რამეთუ გვამსა აქვს ხუთი საცნობელნი და ამათ შორის ჯაჭვი თვისებისა. ურთიერთისადმი გადაბმულ არიან, და რა იგი ერთსა შინა დაირღვევის ოთხთა სხვათასა ავნებს, და უკეთუ ერთი განმტკიცდა ძლიერებითა მარხვისათა, მაშინ ბუნებისა იგი ზიარება ართ არსებითი განამტკიცებს ადრე თუ გვიან სხვებსაც.