მთელი უბედურება იმაში კი არ მდგომარეობს, რომ შენ დაეცი, არამედ იმაში, რომ დაცემის შემდგომ არ დგები იმაში კი არა, რომ შესცოდე, არამედ იმაში, რომ ცოდვას არ განეშორები.
პირით შემავალი კი არ შებილწავს კაცს, არამედ პირიდან გამომავალი ის, რაც შებილწავს კაცს.
მაშინ მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: თუ იცი, რომ ფარისევლები ამ სიტყვის მოსმენით შეცდნენ?
თ. 15–16
წმიდა სულებმა ადამიანებთან, როგორც უღირსებთან, ურთიერთობაზე უარი თქვეს; ხოლო დაცემულმა სულებმა თავის დაცემაში მიგვიტაცეს, შეგვერწყნენ და, უკეთ რომ ვყავდეთ ტყვეობაში, ცდილობენ თვითონაც და მათი ბორკილებიც ჩვენთვის შეუმჩნეველი დარჩეს...
იხილეთ სრულად
წმიდა სულებმა ადამიანებთან, როგორც უღირსებთან, ურთიერთობაზე უარი თქვეს; ხოლო დაცემულმა სულებმა თავის დაცემაში მიგვიტაცეს, შეგვერწყნენ და, უკეთ რომ ვყავდეთ ტყვეობაში, ცდილობენ თვითონაც და მათი ბორკილებიც ჩვენთვის შეუმჩნეველი დარჩეს. და თუ მაინც ამჟღავნებენ თავს, ისიც იმისთვის, რომ ჩვენზე ბატონობა განიმტკიცონ. ცოდვის ტყვეობაში მყოფმა ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს, რომ დაცემის შედეგად წმიდა ანგლოზებთან ურთიერთობა ჩვენთვის უჩვეულო გახდა და რომ ამავე მი...
"და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა-იგი ორგულნი და ფარისეველნი, მწუხარე, რამეთუ განირყუნიან პირნი მათნი მრავალფერითა წამლითა, აჩუენიან მწუხარებაი პირისა მათისაი კაცთა. მართლიად გეტყვ თქუენ: იგი არს სასყიდელი მათი. ხოლო შენ, ...
იხილეთ სრულად
"და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა-იგი ორგულნი და ფარისეველნი, მწუხარე, რამეთუ განირყუნიან პირნი მათნი მრავალფერითა წამლითა, აჩუენიან მწუხარებაი პირისა მათისაი კაცთა. მართლიად გეტყვ თქუენ: იგი არს სასყიდელი მათი. ხოლო შენ, რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავსა შენსა და დაიბანე პირი შენი და განიშორე მწუხარებაი და განიფრთხე და შეიმოსე სიხარული და უჩუენე სიწმიდე გულისა შენისაი მამასა შენსა, რომელ არს ცათა შინა და ხედავს დაფარულთა გულისათა, და მან მოგა...
ისე სინანულის დროს მარხვა ბუნებრივია. ე.ი. საჭმელს კი არ ჭამ, არამედ სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე - ვერ ჭამ!.. ასეთი მარხვა უფრო დიდია და სათნო ეყოფა ღმერთს!.. რადგანაც მას შინაგანი ტანჯვაც ახლავს თან.
სინანული მძიმეა. ამიტო...
იხილეთ სრულად
ისე სინანულის დროს მარხვა ბუნებრივია. ე.ი. საჭმელს კი არ ჭამ, არამედ სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე - ვერ ჭამ!.. ასეთი მარხვა უფრო დიდია და სათნო ეყოფა ღმერთს!.. რადგანაც მას შინაგანი ტანჯვაც ახლავს თან.
სინანული მძიმეა. ამიტომ ეკლესიამ დაადგინა საზოგადო მარხვები, რაც ეხმარება ადამიანს განწმენდაში, სინდისთან შერიგებაში, დიდი საღვთო და საეკლესიო დღესასწაულების ღირსეულად შეხვედრაში. შიმშილი წვავს ცოდვებს. მარხვა მარხვისთვის კი არ უნდა იყოს, არა...
თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით, რომლითაც ქრისტეს დღესასწაულებზე დიდ სულიერ სიმაღლეზე ავყავართ და სულს აღმოგვივსებს, იგი ცხოვრებას გვიბრუნებს ჩვენ. საკმარისია მხოლოდ ის, რომ თვით ჩვენ მივიღოთ მონაწილეობა ამ ...
იხილეთ სრულად
თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით, რომლითაც ქრისტეს დღესასწაულებზე დიდ სულიერ სიმაღლეზე ავყავართ და სულს აღმოგვივსებს, იგი ცხოვრებას გვიბრუნებს ჩვენ. საკმარისია მხოლოდ ის, რომ თვით ჩვენ მივიღოთ მონაწილეობა ამ დღესასწაულებში და მათი სულიერი გემო გავიგოთ, რათა ისინი სულიერ დღესასწაულებად იქცნენ. მაშინ ჩვენ სულიერად ვზეიმობთ და სულიერად ვთვრებით წმიდათა მიერ მორთმეული სამოთხის ღვინით.
იმისათვის რომ გრძნობადად განვიცადოთ სადღესასწაულო მოვლენები, დღესასწაულებზე არ უნდა ვიმუშაოთ. მაგალითად, თუ ადამიანს სურს რაღაც იგრძნოს და განიცადოს დიდ პარასკევს, ამ დღეს იგი ლოცვის გარდა სხვა არაფრით უნდა იყოს დაკავებული.