ჩვენ, დღევანდელი მონაზვნები, საკუთარ ნებას მყარად ვართ ჩაბღაუჭებულები, რის გამოც სულიერ ცხოვრებაში წინსვლას ვერ ვაღწევთ. კი არ ვამბობთ „შემინდე“ და „როგორც მაკურთხებ“, არამედ: „ეს არა“, „ის ასეა“ და ა. შ. ასე ვიწამლავთ საკუთარ თავ...
იხილეთ სრულად
ჩვენ, დღევანდელი მონაზვნები, საკუთარ ნებას მყარად ვართ ჩაბღაუჭებულები, რის გამოც სულიერ ცხოვრებაში წინსვლას ვერ ვაღწევთ. კი არ ვამბობთ „შემინდე“ და „როგორც მაკურთხებ“, არამედ: „ეს არა“, „ის ასეა“ და ა. შ. ასე ვიწამლავთ საკუთარ თავსა და ცხოვრებას. ამიტომაც არ გვაქვს ის წარმატება, რომელიც კარგ მონაზვნებს უნდა ჰქონდეთ.
ხშირად ვფიქრობ და ვამბობ: როგორ პატივს მიაგებს პირველი მორჩილი – იესო ქრისტე – სრულ მორჩილს. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი და მახარებელი გამოცხადებაში წერს: განა შესაძლებელია, რომ ქრისტემ სრულყოფილ მორჩილებს არ უხმოს თავისთან, თავის ...
იხილეთ სრულად
ხშირად ვფიქრობ და ვამბობ: როგორ პატივს მიაგებს პირველი მორჩილი – იესო ქრისტე – სრულ მორჩილს. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი და მახარებელი გამოცხადებაში წერს: განა შესაძლებელია, რომ ქრისტემ სრულყოფილ მორჩილებს არ უხმოს თავისთან, თავის კრებულში, სადაც ისინი საუკუნოდ მისი სახის ჭვრეტაში იქნებიან?
ვნებებისგან მხოლოდ მაშინ გათავისუფლდება მორჩილი, როცა ამ საზომს მიაღწევს, როცა საკუთარ ნებას ამ გზით მოიკვეთს. რაც უფრო მეტად დაუტევებს თვითნებობას, მით მეტად შეიგრძნობს ვნებებისგან გათავისუფლებას.
ქრისტეს, როგორც ადამიანს, მორჩილება რომ არ აღესრულებინა და საკუთარი ნება არ მოეკვეთა, ადამიანი ვერ ცხონდებოდა! ასევე ვერ ცხონდება ის, ვინც თვითნებობს და რაც უნდა, იმას აკეთებს.