ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან
ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან
მეცნიერულ განვითარებას ვერავინ შეაჩერებს, - ასეთია ღვთის ნება. სამწუხაროა ის, რომ ტექნიკის მიღწევებს დიდად ჩამორჩა ჩვენი სულიერი ზრდა. ამან კი შექმნა დიდი საფრთხე როგორც ცალკეული პიროვნებისთვის, ისე მსოფლიოსათვის.
სრულყოფა ცოდვისაგან განდგომას ნიშნავს. ცოდვა, როგორც სამართლიანად შენიშნავს მღვდელი პავლე ფლორენსკი, არის სულის ქაოსური მდგომარეობის შედეგი. "ცოდვა არის სულიერი ცხოვრების მოშლა, დარღვევა და დაქცევა მისი. სული კარგავს სუბსტანციურ ე... იხილეთ სრულად
ჩვენი რწმენა ჩვენს ქცევაში, აზროვნებასა და ადამიანებთან ურთიერთობაში ვლინდება. ჩვენი საქმენი სახეა ჩვენი სულისა, ვცხოვრობთ ისე, როგორც გვწამს.
რწმენა, - აი უპირველესი და აუცილებელი პირობა ჩვენი გამართლებისა და ხსნისა, რამეთუ თჳნიერ სარწმუნოებისა ვერ შესაძლებელ არს სათნოყოფაჲ ღვთის წინაშე (ებრაელთა 11,6).
კაცობრიობის ხსნის მთავარი მიზანი არის ადამიანის გადარჩენა. ადამიანისა და ქვეყნის ხსნა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული: თუ ადამიანი გადარჩება, მასთან ერთად გადარჩება მისი გარემომცველი სამყარო, ხოლო თუ იგი დაეცემა და სულიერად და... იხილეთ სრულად
ქრისტეს აღდგომა არ არის მხოლოდ აქტი გამარჯვებისა. იგი არის მოწოდება ყოველი ადამიანისადმი, რათა ისიც გახდეს მონაწილე ამ დიადი ზეიმისა.
ქრისტეს აღდგომა დადასტურებაა იმისა, რომ მსხვერპლი მიღებული და შეწირულია, რომ გამარჯვება სიკვდილზე მოპოვებულია და ღმერთსა და კაცს შორის ზღუდე შემუსრულია, - კავშირი აღმდგარია!
ქრისტეს აღდგომა დადასტურებაა იმისა, რომ სიკეთე სძლევს ბოროტებას, რომ სიყვარული ამარცხებს სიძულვილს, სიცოცხლე თრგუნავს სიკვდილს.
თუ რაოდენ დიდი და განუსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს ქრისტეს აღდგომას ჩვენი ხსნისათვის, ჩანს მოციქული პავლეს ამ სიტყვებიდან: "უკეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს... ცუდად არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი' (I კორინ. 15,14).
დღეს უფალი, მართალია, გვიხმობს სიხარულად, მაგრამ იგი, უპირველეს ყოვლისა, მოგვიწოდებს სინანულისთვის, სიყვარულის, თანაგრძნობისა და მოწყალებისთვის, ლოცვის, მარხვისა და ცოდვათა შენდობისათვის. ამიტომაც წერს ძველ მოღვაწეთაგან ცნობილი აბ... იხილეთ სრულად